მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7077.5
-0.0076
flag
AZN 1.5933
-0.0007
flag
CNY 38.034
0.0008
flag
EUR 3.1193
0.0066
flag
GBP 3.5446
0.0132
flag
KZT 51.5
-0.0013
flag
TRY 0.0643
-0.0001
flag
USD 2.7089
-0.0013

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება

news image

წლის ბოლო გვიახლოვდება, ხარჯები იზრდება და ასეთ დროს განსაკუთრებით საჭირო ხდება დამატებით ფინანსურ რესურსებთან წვდომა.

სწორედ ამ საჭიროებაზე საპასუხოდ, ექსპრეს ლომბარდში ოქროს სანაცვლოდ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი შეფასება შეგიძლია მიიღო! ეს ის რეალობაა, რომლის გადამოწმება თავადაც მარტივად შეგიძლია.

Expresslombard.ge-ზე წარმოდგენილი ონლაინ კალკულატორი ზუსტად გაჩვენებს იმ თანხას, რომლის მიღებას ნივთების სანაცვლოდ შეძლებ.

რაც მთავარია, ექსპრეს ლომბარდის ფილიალებში ნივთების შეფასება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთი არ ზიანდება, არ იქლიბება და არ კარგავს თავდაპირველ სახეს.

უსაფრთხოებასთან ერთად, ექსპრეს ლომბარდში კომფორტული გარემო დაგხვდება, რომელიც კვირის ნებისმიერ დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 24/7-ზეა ხელმისაწვდომი.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
032 2 39 39 39 | *3939
expresslombard.ge/ka

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გაიცანით ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი გორიდან- პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

07.11.2025.14:13

პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, სწავლის სურვილს აღვიძებენ, სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან. ამ გზაზე მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა საკუთარი საქმის გულწრფელი სიყვარულია. სწორედ ამ მონდომების აღიარებისთვის შეიქმნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომლის მთავარი მხარდამჭერიც საქართველოს ბანკია.
კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი წელს ელენე ბეთლემიშვილია, გორის მე-3 და მე-8 საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი. ელენეს პროფესიული გზა სწორხაზოვანი არ ყოფილა:

“ვიწყებდი, სხვადასხვა მიზეზით ვჩერდებოდი, ისევ ვბრუნდებოდი, მაგრამ ყოველი დაბრუნება ახალი იდეებითა და ენერგიით იყო სავსე. დღეს რომ ვფიქრობ, სწორედ ეს მცდელობები მაძლევდა ყველაზე ღირებულ გამოცდილებას. მასწავლებლობის არჩევა ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ პროფესია - ეს იყო ბავშვებთან ყოფნისა და სამყაროს მათთან ერთად აღმოჩენის შინაგანი სურვილი”.

ელენე გვიზიარებს, რომ მისი სწავლების მთავარი პრინციპი მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის:

“მთავარი პრინციპი ჩემთვის მოსწავლის ხედვის, ინიციატივისა და საკუთარი თავის რწმენის გაღვიძებაა. ყველაზე მეტად ვაფასებ იმ მომენტებს, როცა ბავშვი თვითონ პოულობს გზას პრობლემის გადასაჭრელად, იაზრებს, რომ შეუძლია. მოსწავლეებს მუდმივად ვუსმენ. ვაძლევ სივრცეს, რომ გამოავლინონ საკუთარი ინტერესები, რომლებსაც გაკვეთილში ვაერთიანებ. ეს შეიძლება იყოს წიგნის კითხვა, ხელოვნება ან ტექნოლოგიები. მთავარია, რომ ბავშვმა იგრძნოს, სკოლა არის ადგილი, სადაც მისი ინტერესები ფასდება”.

ბავშვის განვითარებაზე დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს, ელენეც ყოველთვის ცდილობს, პატარა მოსწავლეების მეგობარი გახდეს:

“ეს მათი პირველი ნაბიჯებია სკოლის სამყაროში. მნიშვნელოვანია მოთმინება, ნდობის მოპოვება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მათ გაუჩნდებათ კითხვა, სურვილი. ვცდილობ, სწავლის პროცესი მათი ინიციატივებით იყოს სავსე: პროექტებით, თამაშებით, რეფლექსიით. ვასწავლი, როგორ მოიძიონ გზები, როგორ დაგეგმონ და როგორ არ დანებდნენ პირველივე სირთულეზე. ვაჩვენებ, რომ შეცდომა არა დამარცხება, არამედ ახალი შესაძლებლობაა. ასე იბადება სწავლის, აღმოჩენისა და შექმნის ჟინი”.

კონკურსის ფინალისტობა ელენესთვის არა მხოლოდ ინდივიდუალური აღიარება, არამედ გზავნილია, რომ მასწავლებლის საქმე ქვეყნის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია:

“ეს კონკურსი ქმნის სივრცეს, სადაც ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ვუზიარებთ გამოცდილებას და ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ სკოლა არის ცვლილებებისა და შთაგონების ადგილი”.

ელენემ მომავალ მასწავლებლებს რჩევებიც გაუზიარა:

“არ დაიზაროთ მოსმენა და დაკვირვება. ნუ ეცდებით ყველაფრის სწრაფად მიღწევას. ეს პროფესია მოთმინებასა და ემპათიას მოითხოვს. თუ საქმეს სიყვარულითა და ინტერესით მიუდგებით, ყველაზე რთული დღეებიც შთაგონებად გადაიქცევა”.

ინფორმაციისთვის, ამ კონკურსის ისტორია საქართველოში 2017 წლის 13 მაისიდან იწყება. ინიციატივა გლობალურ კამპანიას, The Global Teacher Prize-ს ეკუთვნის, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. პროექტის მხარდამჭერები არიან: მთავარი მხარდამჭერი- საქართველოს ბანკი, გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.

ნახე, რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი: ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა