საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც 1.42 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, საზაფხულო კამპანიის ფარგლებში “ვილაპარაკოთ ნამდვილ ზაფხულზე” ქ. ბათუმში, შერატონის მიმდებარე სანაპიროზე, დამსვენებლებს სელფის სანაპიროს ახვედრებს.
3 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, სელფის მრავალფუნქციურ სივრცეში დაგხვდება ბრენდირებული სანაპირო, სადაც ყოველდღიურად ჩატარდება სპორტული აქტივობები, პოპულარული სამაგიდო თამაშები, ჩემპიონატები და სხვა.
გარდა ამისა, სელფის სანაპიროზე ჩატარდება პოდკასტების ცოცხალი სერია სოფო ტოროშელიძესთან ერთად. ეპიზოდებში მოწვეულნი იქნებიან ცნობილი მუსიკოსები, რომლებიც ისაუბრებენ მომხმარებლების მიერ შერჩეულ თემებზე, მაგ: ზაფხულის ისტორიები და გამოცდილებები. სტუმრებს შორის იქნებიან: თამადა, ზურა ჯავახია და ა.შ. პოდკასტის დასრულების შემდეგ, მუსიკოსები თავიანთ ჰიტებსაც შეასრულებენ.
სელფის სივრცეში, QR-კოდის საშუალებით დამსვენებლებს შეეძლებათ სპეციალური შეთავაზების ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის 15 ლარად - ერთი თვით გააქტიურება. გარდა ამისა, ლოიალობის პლატფორმაში სელფის აბონენტებს დახვდებათ კაფე Paulin-ის სპეც. ფასდაკლებები.
“ზაფხულის ეს ინიციატივა სელფის საკომუნიკაციო პლატფორმის - „ვილაპარაკოთ“ ნაწილია, რომლის მთავარი მიზანია მომხმარებლებთან გულწრფელი, ღია და ღირებულებაზე დაფუძნებული დიალოგი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწვია საინტერესო არტისტები და მათთან ერთად გაგვეგრძელებინა საუბარი მომხმარებლების მიერ შერჩეული თემების ირგვლივ. სელფის სანაპიროზე დამსვენებლებს დახვდებათ დროის საუკეთესოდ გატარებისთვის და გულწრფელი საუბრისთვის უამრავი სხვა აქტივობაც, მათ შორის თამაშები, კარგი მუსიკა - რაც მთავარია მოწესრიგებულ სივრცეში.” - აცხადებენ სელფი მობაილში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.08.2025.12:00
რამდენიმე თვეა ბაზაზე სამკურნალო წყალი Normox • ნორმოქსი გამოჩნდა. Normox-ის ბრენდის ქვეშ წყალს მცირე მეწარმე „რაჭა“ აწარმოებს.
Normox-ი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია და როგორც მისი მწარმოებლები განმარტავენ, არ შეიცავს ჟანგბადის გამომყოფ ნივთიერებებს (ზეჟანგებს) და სტაბილიზატორებს. შედგება გამოხდილი წლისა და მასში გახსნილი ჟანგბადისგან (არანაკლებ 20 მგ/ლ).
„Normox-ი ბაზარზე 6 თვეა რაც გამოჩნდა და მისი ჩამოსხმა ავჭალაში მდებარე ფარმაცევტულ საწარმოში ხორციელდება. Normox-ი - ეს არის გამოხდილ წყალზე დამატებული ბიოაქტიური დანამატი. წყალი სატურაციას სწევს მაღლა. ის ადამიანის ორგანიზმს დალევიდან 15-20 წუთში ეხმარება ყველა უჯრედამდე მიიტანოს ჟანგბადი, იმუნიტეტი ასწიოს მაღლა, გააძლიეროს ორგანიზმი და დაღლილობა მოუხსნას.
წყალი Normox-ი საინტერესოა სპორტსმენებისთვის ვარჯიშის შემდეგ ენერგიის აღსადგენად.
. გვერდითი მოვლენები არ გააჩნია, რადგანაც ბიოდანამატია“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან „რაჭის“ დამფუძნებელი და დირექტორი ბესიკ კაციტაძე.
მისივე თქმით, Normox-ი ხელს უწყობს სისხლში შაქრის და არტერიული წნევის რეგულირებას, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
ამ დროისათვის Normox-ის ჩამოსხმა 0,5 ლიტრია და 5 ლიტრიან ბოთლებში ხდება, თუმცა სამომავლოდ, გაყიდვებისა და მოთხოვნის ზრდის ფონზე წყლის სხვა ზომის ჭურჭლით რეალიზებაც მოხდება. საბოლოო მიზანი კი მინის ბოთლებით რეალიზაციაა.
Normox-ი თბილისში რამდენიმე ადგილზე იყიდება და თვიდან თვემდე გაყიდვებში ზრდას აჩვენებს.
ბესო კაციტაძის თქმით, Normox-ის წლის შეძენა დღეისათვის თბილისში 3 ლოკაციაზეა შესაძლებელი, საუბარია უბნის მაღაზიებზე. წყალი ამ დროისათვის, რომელიმე ქსელურ მარკეტში შესული არ არის, თუმცა სამომავლოდ კომპანია ამასაც განიხილავს.
იგეგმება Normox-ის გაყიდვა სხვადასხვა სპორტულ დარბაზებშიც. რეალიზაციის გაფართოებაზე ამ დროისათვის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს და საბოლოო შედეგები უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. გეგმებშია ასევე Normox-ის აფთიაქებში რეალიზაციაც.
რეალიზაციის ზრდის მიზნით, მალე Normox-ის შეძენა ონლაინაც იქნება შესაძლებელი.
როგორც სამკურნალო წყლის აღწერაშია აღნიშნული, სამკურნალო წყალი Normox-ი ახდენს ნებისმიერი წარმოშობის ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) კომპენსირებას, როგორც ჰემოგლობინის ნაკლებობის, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების დაავადებების, ფსორიაზის, ასევე ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის დროს, აიოლებს ორსულობის პერიოდს და სხვა.