ვქმნით გარემოს, სადაც გათვალისწინებულია როგორც ბავშვების, ისე მშობლების საჭიროებები - საბავშვო ბაღი Family
საბავშვო ბაღი Family საქართველოში კერძო საბავშვო ბაღების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელია, რომლის ისტორიაც 2016 წლიდან იწყება. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgiaკომპანიის დამფუძნებელს, ირა წინწკალაძე ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე
ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Family არის საქართველოში კერძო საბავშვო ბაღების ყველაზე მსხვილი ქსელი. ჩვენი საქმიანობა მოიცავს სააღმზრდელო, შემეცნებით და ემოციურ განვითარებაზე მორგებულ პროგრამებს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. ვქმნით უსაფრთხო, თბილ და ოჯახურ გარემოს, სადაც თითოეული ბავშვი აღიქმება ინდივიდად და მისი ბუნებრივი პოტენციალის განვითარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.

საბავშო ბაღი Family-ის გუნდის თითოეული წევრი ვიაზრებთ ჩვენს დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ვასრულებთ ახალი თაობის სოციალიზაციის პირველ ეტაპზე. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ შევქმნათ ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული გარემო, სადაც გათვალისწინებულია არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მშობლების საჭიროებებიც.
"ფემილი"-ს კარი პირველად 2016 წლის 7 მაისს გაიხსნა. ეს იყო საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე, კერძო სახლში, რომელიც გამოირჩეოდა მოსახერხებელი ლოკაციითა და სიმწვანით. მალე გახდება 10 წელი, რაც ვცდილობთ, ბედნიერი ბავშვობა ვაჩუქოთ პატარებს, მშობლებს კი სანდოობა და სიმშვიდე.
მშობლებს ვთავაზობთ თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებზე დაფუძნებულ პროგრამებს, კვალიფიციურ პედაგოგებს, მრავალფეროვან აქტივობებს (სენსორული, შემოქმედებითი, მოტორული და საგანმანათლებლო), ასევე მუდმივ კომუნიკაციას ოჯახთან. ჩვენი მიზანია, ბავშვებს ვასწავლოთ თამაშით, ხოლო მშობლებისთვის სანდო პარტნიორი ვიყოთ მათი შვილის განვითარების გზაზე.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ზოგადი თვალსაზრისით, კერძო საბავშვო ბაღების მიმართ მოთხოვნა საქართველოში სტაბილურად მზარდია. მშობლები დიდ ყურადღებას აქცევენ ადრეული განათლების ხარისხს, უსაფრთხო გარემოს, ინდივიდუალურ მიდგომას და ბავშვზე მორგებულ განმავითარებელ პროგრამებს. Family-ის შემთხვევაში მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, რაც განპირობებულია ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით, ქსელის მასშტაბით, სანდო რეპუტაციით და ხარისხზე ორიენტირებული სტანდარტებით. მშობლები აფასებენ არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამებს, არამედ იმ თბილ და ოჯახურ გარემოსაც, რომელსაც მათ ვთავაზობთ.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
გარდა იმისა, რომ ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომები, ფილიალების ქსელის მუდმივი გაფართოების გზით, კიდევ გამოვყოფთ 3 უმთავრეს ასპექტს:

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
კომპანიის სამომავლო გეგმები მოიცავს განვითარებას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით. მათ შორისაა გაფართოება და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჩვენი სერვისის შეთავაზება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. მთავარ პრიორიტეტად რჩება მუდმივი ზრდა, მომსახურების და ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებელზე ორიენტირებული ინოვაციური მიდგომების დანერგვა.
წელს, საბავშვო ბაღი Family, 10 წლის ხდება და ვემზადებით მეათე ფილიალის გასახსნელად დიდ დიღომში, რომელიც გამორჩეული იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით და დააკმაყოფილებს სააღმზრდელო დაწესებულებისთვის გათვალისწინებულ ყველა სახელმწიფო სტანდარტს. კომპანია ასევე გეგმავს ბრენდის ცნობადობის ზრდაზე მუშაობასა და ციფრული არხების გაძლიერებას.
გრძელვადიან პერსპექტივაში, მთავარი მიზანია მდგრადი განვითარება, კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და მომხმარებელთა ნდობის კიდევ უფრო გამყარება. ასევე, უკვე ერთი წელია, რაც დავიწყეთ ბავშვებისთვის სასიხარულო მიმართულება და გავხსენით სათამაშოების პირველი შოურუმი დიღმის მასივში, „ფემილისო“-ს ბრენდის ეგიდით. 2026 წელს, "ფემილისო" უკვე წარმოდგენილია საქართველოს 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და თელავში, მარტიდან კი ამ სიას ზუგდიდიც მიემატება. ჩვენი კომპანია უშუალოდ ახორციელებს უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების იმპორტს და საბითუმო/კორპორაციული გაყიდვების გარდა, მიზნად ვისახავთ განვავითაროთ სათამაშოების მაღაზიების ქსელი, რომელიც კონცეპტუალურად განსხვავებულ პროდუქტს და სერვისს შესთავაზებს ჩვენს მომხმარებლებს.

დღის ტოპ 10 სიახლე
სგპ ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სხვა სიახლეები
თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა - Euromoney
25.02.2026.16:49
საერთაშორისო გამოცემამ - Euromoney, 2026 წლის ვაჭრობის დაფინანსების გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თიბისიმ საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდო მოიპოვა. ამ კატეგორიაში ბანკმა ჯილდო უკვე მეექვსედ მიიღო.
Euromoney-ს ყოველწლიური კვლევა კორპორატიული კლიენტების შეფასებებს ეფუძნება და ასახავს მათს კმაყოფილებას სავაჭრო დაფინანსების მიმართულებით - მომსახურების ხარისხის, პროდუქტის შეთავაზებებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიხედვით.
კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ თიბისი კორპორატიული კლიენტებისთვის სანდო პარტნიორია და ბიზნესს მათს საჭიროებებზე მორგებულ, თანამედროვე ფინანსურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
“ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდო თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან გამოკითხვაში უშუალოდ ჩვენი მომხმარებლები მონაწილეობენ. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, პარტნიორების შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანია. გამოკითხვის შედეგები კი ადასტურებს, რომ ჩვენი კლიენტები გვენდობიან და არამხოლოდ ფინანსურ მხარდამჭერად, არამედ, სანდო პარტნიორად მიგვიჩნევენ. ეს ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, სადაც 45%-ზე მეტი საბაზრო წილი გვიკავია, ხოლო ჩვენი პორტფელი 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.
უკვე თითქმის 30 წელია, Euromoney-ს ვაჭრობის დაფინანსების გამოკითხვა ტარდება და ამ სექტორში მოქმედი მსოფლიო ბანკებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბენჩმარკინგ კვლევად მიიჩნევა. 2026 წლის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 12,700-მა სპეციალისტმა და კორპორატიულმა ფინანსურმა მენეჯერმა 96 ქვეყნიდან, რომლებმაც 436 ფინანსური ინსტიტუტი შეაფასეს.