საბანკო სექტორის აქტიურობა მთლიანად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ აქტიურობაზე - არჩილ გაჩეჩილაძე
საბანკო სექტორის აქტიურობა მთლიანად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ აქტიურობაზე, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი. არჩილ გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ საკმაოდ კარგი საკრედიტო აქტივობაა.
„საკრედიტო აქტიურობა კარგია ქვეყანაში. სადღაც 15-17 %-ის ფარგლებში არის სექტორის წლიური ზრდა და ეს მისასალმებელია. ამ კუთხით კარგად მივდივართ.
საბანკო სექტორის აქტიურობა მთლიანად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ აქტიურობაზე და შესაბამისად არის როგორც ზრდა, ასევე მომგებიანობა. ჯერ-ჯერობით რასაც ვხედავთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტიურობა ნორმალურია“, - ამბობს გაჩეჩილაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სხვა სიახლეები
საქართველოს განვითარების ფონდი და ,,აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო ბანკის ფორმით გაერთიანდება | აღნიშნულზე პრემიერმა ექსკლუზიურად Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა
07.02.2026.11:52
საქართველოს განვითარების ფონდი და ,,აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო ბანკის ფორმით გაერთიანდება | აღნიშნულზე პრემიერმა ექსკლუზიურად Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის "აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარსახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. პრემიერის განცხადებით, ეს არ იქნება კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.
„ არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე. რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანიინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიანმნიშვნელოვანი ინიციატივაა. იყო რამდენიმე სხვადასხვა უწყება, რომელიც შესაბამისფუნქციებს ითავსებდა და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც ამ ფუნქციებით იქნებადაკავებული. საუბარია „საქართველოს განვითარების ფონდი", შეერწყმება პროგრამას „აწარმოესაქართველოში", გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფობანკად წარმოდგენილი. ეს ბუნებრივია, არ არის კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსიფუნქციებით იქნება აღჭურვილი. ეს ცვლილებები გახდა საჭირო ოპტიმალური მართვისთვის. როდესაც მსგავსი ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტებზე, უმჯობესია, ესყველაფერი ერთიანი ხაზით იყოს მართული ", - განაცხადა პრემიერმა.