„საბადური ჰილსი“ ზამთრის სეზონისთვის ახალ შეთავაზებებს ამზადებს
სასტუმრო საბადური ჰილსი • Sabaduri Hills, რომელიც პირველი თოვლის მოსვლისთანავე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი ხდება, მიმდინარე ზამთრის სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება.
როგორც Business Insider Georgia-სთან „საბადური ჰილსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა მიხეილ დვალიშვილმა განაცხადა, საცალო სეგმენტთან ერთად უკვე საკმაოდ გააქტიურდა კორპორატიული სეგმენტიც.
„საბადური ჰილსის“ მაგალითზე უკვე აქტიურად შემოდის ზამთრის სეზონისთვის კორპორატიული ჯავშნები. მოგეხსენებათ, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ეს მიმართულება საკმაოდ აქტიურდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კორპორატიული ჯავშნების რაოდენობა 20-25%-ით არის გაზრდილი. თუმცა, წინა წელს ამ პერიოდში საპარლამენტო არჩევნები ახლახან ჩატარებული იყო და ქვეყანაში გარკვეული გაურკვევლობის ფონი გვქონდა, ამიტომაც ბევრმა კომპანიამ კორპორატიული წვეულება იქნებოდა თუ სხვადასხვა სახის ღონისძიება - გადადო ან გააუქმა.
ჩვენთან კორპორატიული სეგმენტი უფრო ადგილობრივი კომპანიების ხარჯზე აქტიურდება. უცხოური კომპანიების ჯავშნებსაც ვიღებთ, თუმცა კორპორატიული მიმართულებით 95% მაინც ქართული აუდიტორიაა“, - ამბობს სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
მიხეილ დვალიშვილის თქმით, „საბადური ჰილსი“ გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებითაც აქტიურდება და მალე საკუთარ მომხმარებლებს ახალ შეთავაზებებსაც წარუდგენს.
„საბადური ჰილსი“ განთავსებულია ისეთ ლოკაციაზე, რომელიც ზამთრის პერიოდში საკმაოდ პოპულარულია. მით უმეტეს, როდესაც თოვლი მოდის — საბადურის ტყე და სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია ულამაზეს სანახაობას ქმნის. ჩვენს შემთხვევაში გვაქვს ის უპირატესობა, რომელიც ჯერჯერობით ბევრისთვის ცნობილი არ არის — რომ აღნიშნული ლოკაცია შესულია საპროფილაქტიკო-პულმონოლოგიის საკურორტო ზონაში, რაც ნიშნავს, რომ აქ გარკვეული დროით ყოფნა, თუ უკეთესი არა, იგივე შედეგის მომტანია ჯანმრთელობის კუთხით, როგორც ბაკურიანის ჰავა. აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ „საბადური ჰილსის“ პოპულარიზაცია, როგორც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიმართულების, გავზარდოთ. ვგეგმავთ და ვცდილობთ, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი პაკეტი, რომელიც ერთი მხრივ შეკრული იქნება ერთ მთლიან პროდუქტად და, მეორე მხრივ, სწორი გზავნილებით მივაწვდით სტუმრებს.
შერეული სამედიცინო მიმართულება გვინდა გავააქტიუროთ და სუნთქვით-გამაჯანსაღებელი პროცედურები და ასევე ვარჯიშები შევთავაზოთ მომხმარებელს. აქედან წასულმა სტუმარმა ჯანმრთელობის კუთხით დადებითი ტენდენცია უნდა იგრძნოს. ეს სერვისი ჩვენი მხრიდან შევა დამატებით სერვისებში, თუმცა ვფიქრობთ, რომ ცალკე პაკეტადაც გავყიდოთ და იყოს 7-10 დღიანი, რადგანაც 2-3 დღეს აზრი ეკარება და ნაკლებად ეფექტურია. აღნიშნულ პაკეტში შევა ყველა გამაჯანსაღებელი პროცედურა, რაც გვაქვს ან ვგეგმავთ რომ დავამატოთ. აღნიშნულ პაკეტებს ბაზარს უკვე ნოემბრიდან წარვუდგენთ და აქტიურად ველოდებით დაინტერესებულ მომხმარებლებს“, — ამბობს მიხეილ დვალიშვილი.
არასრული 10 თვის მაგალითზე, „საბადური ჰილსში“ ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლების თანაფარდობა იყო 70/30-ზე. სასტუმროს დატვირთულობა განსაკუთრებით იზრდებოდა იმ პერიოდში, როდესაც დედაქალაქი სხვადასხვა მნიშვნელოვან ივენთს მასპინძლობდა და თბილისთან სიახლოვე კი სასტუმროს ამ მხრივ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.
„თბილისში ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის პერიოდში უცხოელი სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზოგადად, „საბადური ჰილსის“ მაგალითზე მზარდია გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული უცხოელი დამსვენებლები, ასევე გაზრდილია ყაზახეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობაც“, — აცხადებს სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
„საბადური ჰილსი“ საკუთარი ინფრასტრუქტურის გარდა, აქტიურად ავითარებს მიმდებარე ინფრასტრუქტურასაც. როგორც სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს, საბადურის ტყეში იგეგმება სხვადასხვა ტურისტული ბილიკების გაყვანა. გარდა ამისა, სასტუმროს ინფრასტრუქტურა მიმდინარე წელს უკეთ აღიჭურვა, რაც დამსვენებლების კომფორტზე პირდაპირ აისახება. სასტუმროს უკან გამავალ მდინარეზე მოეწყო გადასახედი და ერთგვარი მოსასვენებელი სივრცე.
„დავამატეთ კვადროციკლებისთვის ბილიკები. ჩვენ მომხმარებელს კვადროტურებს აქტიურად ვთავაზობთ და ამ მიმართულებით შეთავაზება კიდევ უფრო გავაფართოვეთ. გეტყვით ასევე, რომ ჩვენს ჰოლდინგში შედის საგურამოში მდებარე საჯინიბო, სადაც სურვილის შემთხვევაში ვახდენთ სტუმრების ტრანსპორტირებას (გზა 15 წუთია) და სტუმრის სურვილისა და მოთხოვნის შესაბამისად ვთავაზობთ სერვისებს — იქნება ეს მანეჟში ცხენით ჯირითი თუ ტყეში სხვადასხვა ტურების შეთავაზება“, — ამბობს მიხეილ დვალიშვილი.
მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, „საბადური ჰილსის“ დატვირთულობა გაზრდილია, თუმცა, როგორც სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს, კომპანია აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ მეტი სტუმარი მიიზიდოს და დააინტერესოს.
რაც შეეხება ახალი წლის შეთავაზებებს, „საბადური ჰილსის“ მაგალითზე, ახალი წლის შესახვედრად გრანდიოზულ ივენთზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ღამეს „საბადური ჰილსის“ სტუმრებს მრავალფეროვანი შოუ ელოდებათ. სასტუმრო საკუთარ სტუმრებს გრანდიოზულ წვეულებას ჰპირდება.
ასევე, ახალი წლის დღეებში, „საბადური ჰილსი“ საკუთარ სტუმრებისთვის ორ გრძელვადიან შეთავაზებას აამოქმედებს. ესენია: Secret Santa საბადური ჰილსში და საშობაო კვირეული, რომლის ფარგლებშიც სასტუმროში სხვადასხვა ღონისძიებები დაიგეგმება.
სხვა სიახლეები
ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი
03.04.2026.18:00
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.
როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.
აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.
სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.
რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?
ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.
პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.
რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?
წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.
არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?
დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.
ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.
ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.