სააღდგომო სამზადისი Glovo-ზე: შეთავაზებები სუპერმარკეტებისგან და საუკეთესო პასკები ქალაქში
რაც უფრო ახლოვდება ბრწყინვალე აღდგომა, ქალაქი მით მეტად ეფლობა დღესასწაულის რიტმში. თითოეული ოჯახი იმარაგებს პროდუქტებს წითელი პარასკევისთვის თუ ტრადიციული პასკების გამოსაცხობად. ამ დღეებში მაღაზიები განსაკუთრებით გადატვირთულია, სასურველი პროდუქტებისა თუ ქალაქში საუკეთესო პასკების ყიდვა კი - თითქმის შეუძლებელი. ამ სადღესასწაულო ქაოსში კი, დრო, ყველაზე ძვირფასი რესურსი, უბრალოდ იკარგება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ Glovo აერთიანებს ყველაფერს, რაც სააღდგომოდ დაგჭირდებათ — ერთ აპლიკაციაში, სახლიდან გაუსვლელად.
სუპერმარკეტების სააღდგომო შეთავაზებები Glovo-ზე
Carrefour-ში განსაკუთრებული შეთავაზება: Glovo-ზე კარფურის 50%-იან ფასდაკლებასთან ერთად განსაკუთრებული შეთავაზება დაგხვდებათ - შეიყვანეთ პრომო კოდი 50CRFGLOVO, შეავსეთ კალათა მინიმუმ 150 ლარის ღირებულების პროდუქტებით და მიიღეთ 50-ლარიანი ფასდაკლება, თანაც ისარგებლეთ უფასო მიტანით!
ენდრო, სანელებლები და ყველაფერი აღდგომისთვის: როგორც უკვე დაგპირდით, Glovo შეგიმსუბუქებთ სააღდგომო სამზადისს. შეიძინეთ სადღესასწაულო სუფრისთვის საჭირო ყველა პროდუქტი პირდაპირ აპლიკაციიდან — იქნება ეს ენდრო კვერცხების შესაღებად, არომატული სანელებლები, მწვანილი ჩაქაფულისთვის, პასკის ფორმა თუ სხვა აუცილებელი ინგრედიენტები.
ქალაქში საუკეთესო პასკები — მხოლოდ Glovo-ზე: თუკი პასკას თავად არ ამზადებთ, ეს პრობლემა ნამდვილად არ არის. მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ სააღდგომო სუფრა წარმოუდგენელია პასკის გარეშე. ამ წლის ყველაზე გემრიელი და მრავალფეროვანი არჩევანი სწორედ Glovo-ზე გელოდებათ. ტრადიციული პასკა და ბავშვობის განუმეორებელი გემო, შოკოლადის კრემით გაჯერებული, თანამედროვე მოტივით გაფორმებული უგემრიელესი ვერსია, პასკა ფსტის კრემით — ნამდვილი აღმოჩენა გურმანებისთვის თუ უგლუტენო — ალტერნატივა მათთვის, ვინც განსაკუთრებული კვების წესს მისდევს - Glovo-ზე ყველა ადამიანი აღმოაჩენს რაღაც განსაკუთრებულს!
საუკეთესო ფასები, უფასო მიტანა და ქალაქის წამყვანი სუპერმარკეტები: Glovo-ს სუპერმარკეტებიდან შეგიძლიათ შეუკვეთო ყველაზე საჭირო და პოპულარული პროდუქტები საუკეთესო ფასად, უფასო მიტანით, თბილისისა და სხვა ქალაქების ყველაზე ხალხმრავალი მაღაზიებიდან - და ეს ყველაფერი ლოდინის გარეშე!
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19 , 2025
დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.
საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje