მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

სააღდგომო მენიუ Cafe Vanilla House-ისგან - ახალი სეზონური კერძები, ჩაქაფულის ბოქსები და ნამდვილი ტრადიციული პასკა

news image

Cafe Vanilla House - ში აქტიური სააღდგომო სამზადისი მიმდინარეობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს დიანა ველენგურსკაიას ესაუბრა.

„კაფე ვანილის სახლში“ აქტიური სააღდგომო სამზადისი გვაქვს. მენიუში სააღდგომოდ დაემატა ახალი, სეზონური კერძები და შეფ ირაკლის მიერ მომზადებული გასაოცარი ჩაქაფული. გარდა ამისა, შევქმენით სპეციალური ჩაქაფულის ბოქსები, შეფის რეცეპტითა და პროპორციების დაცვით, უკვე დაჭრილი და გამზადებული მზა ნედლი ინგრედიენტებით, რომლის გამოძახების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია თავად მოამზადოს შეფის ჩაქაფული უმარტივესად.

თითოეულ ბოქსს თან ახლავს QR კოდი, რომელიც მომხმარებელს ვიდეო ინსტრუქციას სთავაზობს შეფისგან, რათა მზა ინგრედიენტების კომბინაცია მარტივად გამოიყენოს.

ეს ბოქსი იდეალურია როგორც სახლში, ისე ბუნებაში საგაზაფხულო კემპინგის დროს.

რაც მთავარია მენიუში დაგვემატა სააღდგომო პასკა. წელს ჩვენთვის პირველი აღდგომაა, რადგან 1 წლისებიც არ ვართ, შესაბამისად ძალიან დიდი პასუხისმგებლობით შევეჭიდეთ ყველასთვის საყვარელი პასკების მომზადებას.

გადავწყვიტეთ მხოლოდ ერთი სახეობის პასკა შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის - ტრადიციული, კლასიკური, სველი, მძიმე, სახლური პასკა ქიშმიშით, რომელიც უკვე ძალიან ბევრმა დააგემოვნა და უზომოდ გვიხარია მათი კომპლიმენტები და დადებითი შეფასება. ვფიქრობ, გამოგვივიდა ის რაც გვინდოდა.

უგემრიელესი ნამდვილი სახლური პასკა შეფ ირაკლისგან შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილზე 25 ლარად, (წონა 1 კგ), ასევე შესაძლებელია გამოძახებაც ვოლტისა და გლოვოს პლატფორმების საშუალებით.

აღდგომის შემდგომ კვირაში ჩვენს ასორტიმენტს წითელი კვერცხიც შეემატება.

ინფორმაციისთვის, კაფე ფხოვის ქუჩაზე 3 ნომერში მდებარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა

10.04.2026.13:05

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი.  სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.

TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)

TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი

ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი

ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი

იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი

არდი • ARDI 105 მლნ. ლარი

ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა