სააღდგომო ფუსფუსი Bliss Corner-ში l როგორ იქცა პასკა ბრენდის ემოციურ გამოცდილებად
Bliss Corner-ში, სააღდგომო სამზადისი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანია მომხმარებელს მრავალფეროვან და განსხვავებულ ასორტიმენტს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia ბრენდის სტრატეგსა და მარკეტერს თათია შარიფაშვილს ესაუბრა.
„დღეს, როდესაც მომხმარებელი არჩევანს მხოლოდ პროდუქტზე აღარ აკეთებს და მნიშვნელობა გამოცდილებას ენიჭება, სააღდგომო პასკა ახალი ინტერპრეტაციით გვხვდება. Bliss Corner სწორედ ამ ცვლილების საინტერესო მაგალითია.
ბრენდისთვის პასკა მხოლოდ ტრადიციული დესერტი არ არის - ეს არის ემოციური გამოცდილება, რომელიც იწყება სურნელით და სრულდება გემოთი. სააღდგომო პერიოდში Bliss Corner ქმნის ატმოსფეროს, სადაც ფუსფუსი, არომატები და ვიზუალური ესთეტიკა ერთიან ბრენდულ ისტორიად იქცევა.

პასკების რეცეპტურა კლასიკურ საფუძველს ეფუძნება, თუმცა გამორჩეულობას ქმნის დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა: ქიშმიში, ქლიავისა და გარგრის ჩირი, ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა, დარიჩინი, ილი, მუსკატი, ვანილი და რომის მსუბუქი არომატი ქმნის უგემრიელეს გემოს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ფისტის პასკა, რომელიც ბრენდის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდუქტად ჩამოყალიბდა. ის მზადდება 100%-იანი ფისტის პასტით და თეთრი შოკოლადით, რაც ტექსტურას ხავერდოვნებას და გემოს სიღრმეს მატებს. ზედაპირზე კი მოხალული ფისტა ემატება, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ გემოს ინტენსივობითაც გამოკვეთილ გამოცდილებას ქმნის.

ასორტიმენტი მოიცავს როგორც კლასიკურ პასკას, ისე ჩირეულითა და ქიშმიშით გამდიდრებულ ვერსიებს, რომლებიც ფისტის პასტასთან კომბინაციაში ახალ, უფრო თანამედროვე გემოს გვთავაზობს.
პროდუქტი წარმოდგენილია 200 და 500 გრამიან ფორმატებში, ხოლო ფასები მერყეობს 12.5 ლარიდან 52 ლარამდე. ეს ბალანსი საშუალებას აძლევს ბრენდს შეინარჩუნოს როგორც პრემიუმ აღქმა, ასევე ხელმისაწვდომობა.

Bliss Corner მომხმარებლებს ასევე სთავაზობს წინასწარი შეკვეთის შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი მოთხოვნის პერიოდში. ეს პროცესი კი ბრენდის კომუნიკაციის ნაწილად იქცევა -მომხმარებელი არა მხოლოდ ყიდულობს პროდუქტს, არამედ მონაწილეობს მის შექმნის გამოცდილებაში.
შეძენა შესაძლებელია ადგილზე, ან გამოძახების სერვისით Glovo/ Wolt
Bliss Corner-ის სააღდგომო კამპანია ნათლად აჩვენებს, რომ სწორად შექმნილი პროდუქტი, ძლიერი ემოციური ნარატივი და დეტალებზე დაფუძნებული ხარისხი ქმნის ბრენდს, რომელიც მხოლოდ გემოთი კი არა, შეგრძნებითაც გამახსოვრდება “, - აცხადებს თათია შარიფაშვილი.

ინფორმაციისთვის, Bliss Corner მდებარეობს მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი #83, II ბლოკი.
სხვა სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა
10.04.2026.13:05
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.
TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)
TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი
ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი
ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი
იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი
არდი • ARDI 105 მლნ. ლარი
ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.