სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით 26 ქართული კომპანია Gulfood-ზე წარსდგა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე 2 პავილიონით წარსდგა, ხოლო ღონისძიებას ჯამში 26 ქართული კომპანია ესწრება.
გამოფენა 26-30 იანვარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. დუბაიში იმართება.
Gulfood ყოველწლიურად 100 000-ზე მეტ ვიზიტორსა და 5000-ზე მეტ მონაწილეს მასპინძლობს მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნიდან, ხოლო წელს ორგანიზატორები დამსწრეთა უპრეცედენტოდ მაღალ, თითქმის გაორმაგებულ რაოდენობას ელიან.
საქართველო აღნიშნულ გამოფენაში მრავალი წელია უწყვეტად მონაწილეობს.
სხვა სიახლეები
2026 წლის ფოკუსი სერვისების გაფართოება და სტუმრისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაა - Dreamland Oasis Chakvi
28.01.2026.16:00
Dreamland Oasis Chakvi საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი რეზორტია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, 130,000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. 2025 წლის შედეგებსა და 2026 წლის გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს, მარიკა იაკობაძეს ესაუბრა.
- როგორ აფასებთ 2025 წელს?
გასული წელი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის გამოწვევებით სავსე იყო.
მიუხედავად არსებული ვითარებისა და ცვალებადი ბაზრის დინამიკისა, ინდუსტრიამ კიდევ ერთხელ აჩვენა ადაპტაციისა და განვითარების უნარი. ამ ფონზე „დრიმლენდ ოაზისისთვის“ გასული წელი წარმატებული და შედეგებზე ორიენტირებული პერიოდი აღმოჩნდა, კიდევ უფრო გამყარდა სასტუმროს პოზიციები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. „დრიმლენდ ოაზისმა“ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სტუმრის გამოცდილების გაღრმავებას და ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებას.
2025 წელს სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა კიდევ უფრო დავხვეწეთ და გავაძლიერეთ. რაოდენობასთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი ხარისხზე გავაკეთეთ. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და არის, რომ თითოეულ სტუმარს არა მხოლოდ მაღალი დონის მომსახურება, არამედ სრულფასოვანი, ემოციურად გამორჩეული გამოცდილება შევთავაზოთ, სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა სტუმართა კმაყოფილების ზრდა და განმეორებითი ვიზიტების დადებითი დინამიკა, რაც წელს ერთ-ერთ მთავარ წარმატებად შეფასდა.
- როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლისთვის? განსაკუთრებით, გაფართოების / სერვისების ზრდის მიმართულებით?
მოგეხსენებათ, სასტუმრო 5 ვარსკვლავიანია, ის გამოირჩევა მასშტაბური ინფრასტრუქტურითა და სერვისების მრავალფეროვნებით. ლოკაციაზე განთავსებულია 279 ნომერი, 18 სხვადასხვა კონცეფციის ბარ-რესტორანი, რომლებიც ქართულ, იტალიურ და აზიურ სამზარეულოს აერთიანებს. ასევე, 4 ღია აუზი, აკვაპარკი, კინოთეატრი და სხვა რეკრეაციული და გასართობი ზონები. ამ მრავალფეროვან ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით, 2026 წლისთვის „დრიმლენდ ოაზისი“ კიდევ უფრო ამბიციურ გეგმებს ისახავს. ეს წელი ფოკუსირებული იქნება სერვისების გაფართოებაზე და სტუმრისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაზე. სულ მალე დრიმლენდ ოაზისი ევროპაში ყველაზე დიდ მრავალპროფილურ Spa & Wellness ცენტრს ხსნის, რომელიც საქართველოში მასშტაბურ და მრავალფეროვან Wellness სივრცედ ჩამოყალიბდება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება Wellness სერვისების გაძლიერებაზე, საოჯახო და კორპორატიული სტუმრებისთვის მორგებული შეთავაზებების განვითარებაზე, ასევე ღონისძიებებისა და MICE მიმართულების აქტიურ ინტეგრაციაზე.
გასულმა პერიოდმა აჩვენა, რომ სტუმარზე ორიენტირებული ხედვა და სწორად შერჩეული სტრატეგია ქმნის მდგრად შედეგებს. 2026 წელი კი განიხილება, როგორც ახალი შესაძლებლობების, გაფართოებისა და ინოვაციების პერიოდი. ეტაპი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს სასტუმროს პოზიციებს და სტუმრებს შესთავაზებს გამოცდილებას, რომელიც სცდება ტრადიციული დასვენების ფარგლებს.
აღსანიშნავია, რომ „დრიმლენდ ოაზის ჩაქვი“ სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერი ტიპის მოგზაურის მოთხოვნებსა და საჭიროებებს.