მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7040.5
-0.0624
flag
AZN 1.5888
-0.0143
flag
CNY 37.626
-0.0391
flag
EUR 3.1553
-0.0317
flag
GBP 3.6607
-0.0427
flag
KZT 49.86
-0.008
flag
TRY 0.066
-0.0008
flag
USD 2.701
-0.0253

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმაზე Alibaba.com 50-ამდე ქართული კომპანია პრემიუმ სტატუსით განთავსდება - მიხეილ ხიდურელი

news image

ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმაზე Alibaba.com ქართული კომპანიების განთავსება იწყება.  ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, ეს პროცესი ქართულ კომპანიებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას გავიდნენ გლობალურ ბაზარზე, მოიზიდონ საერთაშორისო პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი.

„Alibaba.com-თან თანამშრომლობა ახალი ეტაპია საქართველოში ელექტრონული კომერციის მხარდასაჭერად. პირველ ეტაპზე იგეგმება პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის განთავსება. სააგენტო სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს, პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier-ის სტატუსით. ეს არის ერთგვარი ვერიფიკაცია, რომელიც ზრდის კომპანიებისადმი ნდობას და პოტენციურ შემსყიდველებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. უახლოეს პერიოდში იგეგმება Alibaba.com-ის გუნდის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც კომპანიის წარმომადგენლები გაეცნობიან ქართულ პროდუქციას. მომდევნო ეტაპზე  დავატრენინგებთ შერჩეულ კომპანიებს და დავიწყებთ მათ განთავსებას პლატფორმაზე“- აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

Alibaba.com-ზე განსათავსებლად კომპანიების შერჩევა 2 ეტაპად ხორციელდება: პირველ ეტაპზე მოხდა სააგენტოს ელექტონულ პლატფორმაზე (tradewithgeorgia.com) წლების მანძილზე ყველაზე მაღალი ქულების მქონე კომპანიების რანჟირება. მეორე ეტაპზე, ხსენებული სიის Alibaba.com-ის გუნდისთვის წარდგენის შემდეგ, კომპანიები დამატებით ვერიფიკაციას გაივლიან.

Alibaba.com 1999 წელს დაარსდა. იგი ელექტრონული კომერციის წამყვანი B2B პლატფორმაა, რომელიც მყიდველებსა და მომწოდებლებს მსოფლიოს 200 ქვეყანასა და რეგიონში ემსახურება. პლატფორმა მოიცავს კომერციის სხვადასხვა მიმართულებას, რაც ეხმარება ბიზნესებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ხოლო მყიდველებს — პროდუქციის აღმოჩენაში, მომწოდებლების პოვნასა და შეკვეთების სწრაფად და ეფექტიანად განთავსებაში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბათუმში პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია - Galt & Taggart

15.08.2025.19:00

2025 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტლის ფასთან შედარებით 2.7%-ითაა გაზრდილი. 

ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული. 

Galt & Taggart-ში აცხადებენ, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი 2025 წელს ივნისში კვარტალურად 0.7%-ით, ხოლო წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 1,307 აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა