მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

"სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 10 წელია, რაც შეიქმნა და ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. მისი ძირითადი საქმიანობაა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა, ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის ხელშეწყობა. დღეს სააგენტო ინსტიტუციურად ისე განვითარდა, რომ  საკუთარი გამოცდილების ექსპორტი დაიწყო - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ახალციხეში გაიმართა.

 

კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი სააგენტოსაწარმოე საქართველოში" ანგარიშისა და სამომავლო საქმიანობის გაცნობა იყო. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.

 

როგორც გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სააგენტოაწარმოე საქართველოში" იმ დროს ჩამოყალიბდა, როდესაც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ არსებობდა.

 

„2024 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ავტორიტეტული კვლევის SME Police Index - ის თანახმად, საქართველო 12 კრიტერიუმიდან 11-ის მიხედვით ლიდერია როგორც ჩვენი სამეზობლოს, ისე ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის," -  აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, დღეს ქვეყანას აქვს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის პოლიტიკის დოკუმენტი, განვითარების 5-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, OECD - ის ამ აღიარებაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ პროგრამებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სააგენტოსაწარმოე საქართველოში" მეშვეობით ახორციელებს.

 

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის ბევრი სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო იმ პროგრამებით სარგებლობა, რომელიც სააგენტოს მეშვეობით მიმდინარეობდა. მან ჩამოთვალა რამდენიმე სექტორი, რომლებიც სწორედ ამ პროგრამების მეშვეობით განვითარდნენმინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა პროგრამებზე, რომლებსაც სააგენტო კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით ახორციელებს.

 

ჩვენ შარშან დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომელიც მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე და სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამ კუთხით, რამდენიმე ასეული მილიონის განთავსება უკვე მოხერხდა. ველოდებით, რომ წელს მოხდება ნახევარი მილიარდის პორტფელის დამატებით განთავსება. ასევე მიმდინარეობს მუშაობა აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების განვითარებაზე. პარლამენტი უკვე განიხილავს კანონპროექტს ფაქტორინგის შესახებ. დეპუტატებს ასევე წარვუდგინეთ ცვლილებების პაკეტიინოვაციების შესახებ" კანონში. ამით გვინდა წავახალისოთ ინვესტირება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორის მხრიდან კვლევებსა და განვითარებაში," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტარებს რეფორმების მხარდაჭერაში, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.        

 

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სააგენტოს კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში ე.. ზრდის ცენტრების განვითარებას ითვალისწინებს.

 

კომიტეტის გასვლით სხდომაზე სააგენტოსაწარმოე საქართველოში" საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა გააკეთა. სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო კომიტეტის წევრები ახალციხის ზრდის ცენტრის საქმიანობას გაეცნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2024 წელს ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისთვის „მაგთიკომს“ დაშვების ვალდებულებები დაეკისრა - ComCom

31.05.2025.17:52

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ComCom-მა გასულ წელს ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაასრულა ფიქსირებული და მობილური მომსახურებების ბაზრების კომპლექსური კვლევა.

კომისიის ინფორმაციით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფიქსირებული და მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი განიცდის სტაგნაციას, არაკონკურენტულია და საჭიროებს მარეგულირებლის ჩარევას. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი „მაგთიკომია“, რომელსაც ექსპერტების რეკომენდაციით, ComCom-მა დაშვების ვალდებულებები განუსაზღვრა.

კერძოდ, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ ფიქსირებულ და მობილურ ბაზრებზე დიდი უპირატესობით სარგებლობდა, ვინაიდან კონკურენტებთან შედარებით, კრიტიკულად დიდი უპირატესობა ჰქონდა როგორც ფინანსური რესურსების, ისე ინფრასტრუქტურის თუ აბონენტების კუთხით. 

კერძოდ, მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო 5 წლის განმავლობაში უცვლელი იყო. ამავე პერიოდში აბონენტების მთლიანი რაოდენობა როგორც 2022, ისე 2023 წელში, გასულ წლებთან შედარებით, მხოლოდ 10-10%-ით, ხოლო შემოსავლები - 45%-ით და შემდგომ 58%-ით გაიზარდა. ბოლო 5 წელია „მაგთიკომი“ კვლავ სტაბილურად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და 2023 წლის მონაცემებით, მობილური ბაზრის აბონენტების 41%-ს და შემოსავლების 49%-ს ფლობს. ასევე, 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანი მობილური ინტერნეტის ტრაფიკის 50%-ს სწორედ „მაგთიკომი“ აგენერირებდა, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 30%, „სელფი მობაილისთვის“ კი 20% იყო. თითქმის უცვლელი დარჩა ტრაფიკის გადანაწილება კომპანიების მიხედვით მომდევნო წლებშიც: 2023-2024 წლებში „მაგთიკომი“ – 48-47%-ს, „სილქნეტი“ – 33-34%-ს, „სელფი მობაილი“ კი 19-18%-ს აგენერირებდა.

ამ და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების ანალიზით გათვალისწინებით, დადგინდა ისიც, რომ მარეგულირებელი მექანიზმების ამოქმედების გარეშე, ბაზარზე არაკონკურენტული და შემზღუდველი გარემო ვერ აღმოიფხვრებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ის მიზანს ბაზრებზე ბარიერების მოხსნა, ახალი მოთამაშეების გაჩენა, კონკურენციის გაუმჯობესება და შესაბამისად, მომხმარებლისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შექმნა წარმოადგენდა, კომისიამ გაითვალისწინა ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაცია დაშვების ვალდებულებებთან დაკავშირებით. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მობილური მომსახურებების ბაზარზე, ComCom-მა „მაგთიკომს“ ეროვნული როუმინგის, თანალოკაციის და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულებები დააკისრა, რომელთა მიხედვით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს ექნება ვალდებულება, მსურველ კომპანიებს, ხარჯზე ორიენტირებული ტარიფებით, საკუთარი ქსელისა თუ ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლება მისცეს. 

ხოლო რაც შეეხება ფიქსირებულ ბაზრებს, ამ შემთხვევაში, შემზღუდველი გარემოს გამოსწორების მიზნით, ComCom-მა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს ქსელის გაზიარების ვალდებულებასთან ერთად, სატარიფო რეგულირების, გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის, ასევე, დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ვალდებულებები განუსაზღვრა. დაშვების ვალდებულება სხვა ოპერატორებს მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენონ „მაგთიკომის“ ქსელური ინფრასტრუქტურა, შევიდნენ ბაზარზე, შექმნან ალტერნატიული შეთავაზებები და მომხმარებელს არჩევანის მრავალფეროვნება შეუქმნან. ხოლო დანარჩენი ვალდებულებები განაპირობებენ, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორმა, დაშვების მსურველს არ შესთავაზოს არასამართლიანი ფასი, ყველა მსურველს მიუდგეს სამართლიანად თუ არადისკრიმინაციულად და ასევე, ფასების ცვლილებით არ აიძულოს კონკურენტს ბაზრიდან გასვლა.

2024 წლის საქმიანობის ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ ტელეკომ ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე მუშაობა კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად დაიწყო და 2024 წელს დაასრულა. ამასთან, ევროკავშირის ექსპერტების კვლევას რევიზია ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის - TAIEX-ის ექსპერტებმა ჩაუტარეს. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევის მიმდინარეობისას, როგორც ოფიციალური წარმოებისას გამართული საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, ისე კვლევის წინასწარი შედეგების გაზიარებით წარმოების დაწყებამდე, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა სრულად იყო უზრუნველყოფილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა