სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ აბუ დაბიში დაგეგმილ VIV MEA 2025-ში მონაწილეობის მსურველების განაცხადების მიღება დაიწყო
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ აბუ დაბიში დაგეგმილ ცხოველის საკვების და ვეტერინარიის სექტორის ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენაში VIV MEA 2025 მონაწილეობის მსურველების განაცხადების მიღება დაიწყო.
სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ცხოველის საკვების და ვეტერინარიული პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს.
ღონისძიება მასპინძლობს 10 000 ვიზიტორსა და 500-ზე მეტ მონაწილეს.
თარიღი: 2025 წლის 25-27 ნოემბერი
ადგილი: აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული ემირატები.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://tradewithgeorgia.com/events/viv-mea-2025“,- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
GCCA უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას - ვახტანგ შურღაია
30.04.2026.20:00
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელისა და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორის ვახტანგ შურღაიას განმარტებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ფასების დადგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ეს საკითხი კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. მისი თქმით, სააგენტო რეაგირებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა კარტელური შეთანხმებები ფასებზე ან დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება.
„სააგენტო ფასებს არავითარ შემთხვევაში არ ადგენს - ეს კანონში ცალსახად წერია. უწყება უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ასეთ დროს სააგენტოს შეუძლია კომპანიის დაჯარიმება, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება - ჯარიმა ბრუნვის 5%-მდეა. ვინაიდან სანქცია ბრუნვაზეა მიბმული, ის საკმაოდ ეფექტურია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართალდარღვევის დამტკიცება რთული პროცესია“- აცხადებს ვახტანგ შურღაია.