მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" OMNIC Group-ს წარმოების გაორმაგებაში დაეხმარება - მიხეილ ხიდურელი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გლობალური ტექნოლოგიური კომპანია OMNIC Group-ის ახალი, სრული ციკლის საწარმო მოინახულა, რომელიც სმარტ ლოქერებისა და ავტომატიზაციის სისტემებს აწარმოებს.

სააგენტოს დირექტორს ტექნოლოგიური კომპანიის საქმიანობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები მისმა დამფუძნებელმა და მფლობელმა არტურ გრიგორიანცმა გააცნო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია წარმოების გაორმაგებას გეგმავს და ამ მხრივ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერას განიხილავს. OMNIC - ის პროდუქცია ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, შვეიცარია და სხვ. ამჟამად ტექნოლოგიურ საწარმოში 200 სპეციალისტია დასაქმებული.

მიხეილ ხიდურელმა OMNIC Group-ის ხელმძღვანელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სააგენტოს პროგრამების შესახებ, რომლითაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებთან ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და პროდუქციის ექსპორტზე გატანის მხარდაჭერის კუთხით თანამშრომლობს. მისი თქმით, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებს, მათ შორის, ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა OMNIC Group-ი, წარმოების გაზრდასა და ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში დაეხმარება.

„OMNIC Group საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვედ აღჭურვილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოა, რომლის პროდუქციაც თითქმის სრულად გადის ექსპორტზე. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საწარმოს გაორმაგებაზე – როგორც ფართობის, ასევე წარმოების მოცულობის მხრივ. კომპანიის ხელმძღვანელობასთან ვისაუბრეთ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერის შესაძლებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს კომპანიას კიდევ უფრო ეფექტურად განავითაროს თავისი ოპერაციები საქართველოში“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

კომპანიამ საქართველოში მაღალტექნოლოგიური წარმოების დასაწყებად 6 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და უკვე ამარაგებს ისეთ საერთაშორისო პარტნიორებს, როგორებიც არიან: Egypt Post (ეგვიპტე), Swiss Post (შვეიცარია), BRT (იტალია), Llama Box (საუდის არაბეთი) და Poste Italiane (იტალია).

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

30.06.2025.17:45

თიბისიმ, როგორც ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიმართულებით ლიდერმა კომპანიამ, ყოველწლიური მდგრადი განვითარების ღონისძიება გამართა. ღონისძიება 25 ივნისს ტრადიციულად თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა, რომლის მთავარი თემა იყო: „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“.

ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლების, კულტურისა და საზოგადოების მხარდაჭერაში მდგრადი განვითარების მნიშვნელობა და საერთაშორისო პარტნიორების როლი – სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი წლევანდელ ღონისძიებაზე, რაც სრულ თანხვედრაშია თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტებთან.

ღონისძიება თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გახსნა. მან თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა, თიბისის რისკების მართვის დირექტორმა ნინო მასურაშვილმა კი შეაჯამა 2024 წლის ძირითადი მიღწევები მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“, რომლის სპიკერებიც იყვნენ ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women)  და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, თიბისის ტექსკოლის კურსდამთავრებული და გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს გამარჯვებული. 

ღონისძიება დასრულდა დიალოგით თემაზე „მდგრადობის როლი ხელოვნებაში და ხელოვნების როლი მდგრადობაში“. ეს თემა ასახავს თიბისის სტრატეგიულ მიზანს, ხელი შეუწყოს კულტურულ განვითარებას, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. დიალოგი ვიზუალურ არტისტ მარიამ ოდიშელიძესა და ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილს შორის გაიმართა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მედია, თიბისის პროგრამების მონაწილეები, თანამშრომლები და მომხმარებლები — როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესსექტორებიდან.

„თიბისიში სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, მხარი დავუჭიროთ მდგრად განვითარებას. ჩვენი საქმიანობით ვქმნით მწვანე და სოციალური დაფინანსების შესაძლებლობებს მდგრადი ბიზნეს მოდელებისა და პრაქტიკების მხარდასაჭერად, ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების ჩართულობასა და ქალების გაძლიერებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ახალგაზრდების განათლებაზე. გვჯერა, რომ მრავალფეროვანი პერსპექტივები ინოვაციების მამოძრავებელი ძალაა და ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს, ვუპასუხოთ კომპლექსურ გამოწვევებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს და ვიყოთ ESG პრინციპების წამყვანი მხარდამჭერი ქვეყანასა და რეგიონში.“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ თიბისი მდგრადი განვითარების მიმართულებით 2024 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის არის მელიორა 2024-ის კონკურსზე მთავარი ჯილდო კატეგორიაში „წლის პასუხისმგებლიანი მსხვილი კომპანია“, ESG აკადემიის PEAK ჯილდო საერთაშორისო დეველორის კონკურსზე, ევრომანის ჯილდო მდგრადობის მიმართ გამორჩეული ერთგულებისთვის.

თიბისი 2019 წლიდან წარადგენს მდგრადი განვითარების წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. 2024 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში, რომლის სრულ ვერსიას www.tbcbankgroup.com – ზე გაეცნობით, სამომავლო გეგმებთან ერთად, წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ გასულ წელს მიაღწია. იხილეთ თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიში: tbc-bank-group-plc-sustainability-report-2024.pdf

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა