სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით, მილანში გამართულ MIPEL-ზე მონაწილეობა 12 კომპანიამ მიიღო
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით, მილანში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე "MIPEL", საქართველოდან მონაწილეობა მიიღო თორმეტმა კომპანიამ. მათ შორის იყო ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Gepherrini.
MIPEL-ი, ევროპაში, ჩანთების ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 42,000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრება.
აღსანიშნავია, რომ Gepherrini უკვე მეექვსედ მონაწილეობს ამ პრესტიჟულ გამოფენაში. ბრენდისთვის ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გაიცნოს ახალი პარტნიორები, დაამყაროს საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობები და ქართული პროდუქცია კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში გაიტანოს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სგპ ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სხვა სიახლეები
„ყავა ბათუმური“ საცალო ქსელების ნაცვლად საკუთარ კაფეზე აკეთებს აქცენტს - რას გეგმავს კომპანია
25.02.2026.18:00
Coffee Batumuri - ყავა ბათუმური სუპერმარკეტების ქსელებში შესვლას აგვიანებს, თუმცა ონლაინ გაყიდვებით კმაყოფილია. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „ყავა ბათუმურის“ დამფუძნებელმა, დაჯი ხიმშიაშვილმა განაცხადა, მარკეტინგულმა აქტივობებმა შედეგი გამოიღო და ახალი წლის შემდეგ ონლაინ გაყიდვები გაზრდილია.
„რითეილში შესვლა ამ ეტაპზე ცოტა გაგვიჭიანურდა და გაგვეწელა, თუმცა ონლაინ გაყიდვებში საკმაოდ წინ მივდივართ. სუპერმარკეტებში შესვლაზე დიდი ხანია ამ მიმართულებით ვმუშაობთ. არ ვიცი, რა არის მიზეზი, მაგრამ, სავარაუდოდ, ფასთან დაკავშირებით ვერ ჩამოვყალიბდით. რეალურად, დღეს ონლაინ გაყიდვებზე უფრო აქტიურად ვმუშაობთ. ახალი წლის შემდეგ ონლაინ გაყიდვებმა საკმაოდ მოიმატა. გარკვეული მარკეტინგული კამპანიებიც ვაწარმოეთ, რამაც შედეგი გამოიღო და ჩვენი ცნობადობა შედარებით გაიზარდა. ამან ჩვენს გაყიდვებზეც იქონია დადებითი გავლენა. ონლაინ გაყიდვები და ზოგადად მიწოდება გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით: თბილისში მიწოდება ხდება შეკვეთიდან მეორე დღეს, ხოლო რეგიონებში - მესამე დღეს“, - აცხადებს „ყავა ბათუმურის“ დამფუძნებელი.
დაჯი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ „ყავა ბათუმური“ უკვე იყიდება თბილისში, პეკინის №5-ში განთავსებულ მაღაზიაში, ასევე ბათუმში, გორგილაძის №54-ში.
მიუხედავად იმისა, რომ „ყავა ბათუმური“ სუპერმარკეტებში ჯერ არ იყიდება, კომპანიის დამფუძნებელი თბილისში „ყავა ბათუმურის“ კაფის გახსნასაც განიხილავს. გათვლას 2026 წელზე აკეთებს და ფიქრობს, რომ წლის ბოლომდე პროექტს განახორციელებს, მით უმეტეს, რომ მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა არსებობს.
„სამომავლოდ ვფიქრობ, ჩემი კაფე გავაკეთო - ეს იქნება ან კაფე, ან ყავის პატარა ბუტიკ-სალონი. „ყავა ბათუმური“ უკვე საკმაოდ გავრცელებულია და მომხმარებელი ჩვენგან კაფის სერვისის დამატებას ითხოვს.
მე აჭარელი ვარ და მხოლოდ აჭარულ ყავას ვსვამ. სურვილი მქონდა, რომ თბილისშიც ჩამომეტანა ყავა ბათუმური“, - აცხადებს დაჯი ხიმშიაშვილი.
ამ ეტაპზე „ყავა ბათუმური“ რობუსტას მარცვლისგან იწარმოება და, შესაბამისად, ბაზარზე ერთი სახეობით არის წარმოდგენილი. თუმცა, სამომავლოდ კომპანია სხვა ყავის მარცვლების გამოყენებასაც გეგმავს, რის შედეგადაც ასორტიმენტი გაიზრდება.