სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესს Interpack 2026-ში მონაწილეობას სთავაზობს
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესს Interpack 2026-ში მონაწილეობას სთავაზობს და ამ მიზნით სააგენტომ კომპანიების რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
Interpack მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა შესაფუთი მასალების სექტორში, რომელიც ინდუსტრიის წამყვან ბრენდებსა და პროფესიონალებს აერთიანებს
ღონისძიებას საშუალოდ 150 000-ზე მეტი ვიზიტორი და 3 000-მდე კომპანია ესწრება, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია და დაამყარონ საერთაშორისო ბიზნესკავშირები
„მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებს, რომლებიც პირველად მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენაში, შესაძლებლობა აქვთ სრული დაფინანსებით წარდგნენ.
რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/biKEH“, - აღნიშნულია „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ Interpack 2026 გერმანიაში, დიუსელდორფში 7-13 მაისს გაიმართება.
გამოფენაში მონაწილეობის მსურველ ბიზნესებს კი სააგენტოს ბაზაში დარეგისტრირება 13 თებერვლის 16:00 საათამდე შეუძლიათ.
სხვა სიახლეები
ინდივიდუალური მიდგომა ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა - „არტ პალასი“
03.02.2026.14:00
“არტ პალასი” არის შემოქმედებითი სივრცე ბავშვებისა და უფროსებისთვის. Business Insider Georgia მეტი ინფორმაციისთვის კომპანიის დამფუძნებელს თამარ ჩოფიკაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„არტ პალასი“ არის შემოქმედებითი სივრცე ბავშვებისა და უფროსებისთვის, სადაც ხელოვნება, განვითარება და ემოციური კეთილდღეობა ერთიანდება. ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ იმ იდეით, რომ შეგვექმნა ადგილი, სადაც ადამიანები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ საკუთარი თავის აღმოჩენასაც ახერხებენ. მომხმარებლებს ვთავაზობთ ხატვის, კერამიკის, თექის, დეკუპაჟის, თოჯინების დამზადების, მცენარეების მოვლის, კულინარიულ და სხვა შემოქმედებით კურსებს, ასევე ერთდღიან მასტერკლასებსა და არტ-სესიებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა მუდმივად მზარდია. განსაკუთრებით გაიზარდა მშობლების ინტერესი ისეთი აქტივობების მიმართ, რომლებიც ბავშვებს ეკრანებიდან აშორებს და ხელს უწყობს მათ ემოციურ, კრეატიულ და სოციალურ განვითარებას. ასევე დიდია ინტერესი ზრდასრულების მხრიდან „არტ პალასი“ მათთვის ხშირად ხდება განტვირთვის, თვითგამოხატვისა და შთაგონების ადგილი.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ინდივიდუალური მიდგომა და თბილი, ოჯახური გარემოა. „არტ პალასში“ თითოეული მონაწილე აღიქმება უნიკალურ პიროვნებად. კურსები არ არის მხოლოდ ტექნიკის სწავლა,
ისინი ემოციურ განვითარებასა და თვითგამოხატვაზეა ორიენტირებული. ასევე გვყავს პროფესიონალი, გულისხმიერი პედაგოგები და გვაქვს მრავალფეროვანი პროგრამები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესისთვის.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?
სამომავლოდ ვგეგმავთ კურსების გაფართოებას, ახალი მიმართულებების დამატებას და თემატური არტ-პროექტების განხორციელებას. ასევე ჩვენი მიზანია მეტი საგანმანათლებლო და ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამის შექმნა, რათა „არტ პალასი“ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სივრცე გახდეს როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.