მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის პროექტს ინვესტორებს აცნობს

news image

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის პოტენციალის კვლევა ჩატარდა და ახლა ინვესტორების მოძიების პროცესი მიმდინარეობს.

როგორც სააგენტოს ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი დავით ტავლალაშვილი აცხადებს, პროექტის შეთავაზება პოტენციური ინვესტორებისთვის უკვე დაწყებულია და ამ მიზნით სააგენტომ პროექტი ორ საერთაშორისო გამოფენაზე უკვე წარადგინა კიდეც. 

„საჰაერო ხომალდების შეკეთებისა და მომსახურების ცენტრის პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე ცენტრის, ე.წ. ანგარის გაკეთებას გულისხმობს, სადაც მოხდება თვითმფრინავების ჩამოყვანა, მათ შორის ერთი ნაწილის გეგმიურად, ნაწილის კი კონკრეტული სერვისის მისაღებად.  ხომალდის შემოწმების სხვადასხვა ტიპი არსებობს (A, B, C, D Check).

ვფიქრობთ,  ჯერ  მარტივი სერვისების მიწოდებით დავიწყოთ და  თანდათან  სხვადასხვა ეტაპებზე გადავიდეთ“, - აღნიშნავს დავით ტავლალაშვილი. 

მისივე თქმით, კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა ისიც, რომ საქართველოს ჰყავს სათანადო სამუშაო ძალა და პოტენციალი განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რეგიონში იზრდება თვითმფრინავების ფლოტები და მსგავსი ტიპის ცენტრები უკვე გადატვირთულია. 

„შესაბამისად, ჩვენი ამბიციაა, რომ მოვიზიდოთ ინვესტორი, რომელიც მსგავსი ტიპის ცენტრის პროექტს საქართველოში განახორციელებს“, - ამბობს დავით ტავლალაშვილი. 

მისივე თქმით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ამ მიმართულებით უკვე იმყოფებოდა ორ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მონაწილეებს თვითმფრინავების ცენტრის პროექტი გააცნეს. 

„ამ დროისათვის 3 კომპანიასთან გაქვს უფრო წინ წასული მოლაპარაკება და დაველოდოთ შედეგებს“, - აღნიშნავს დავით ტავლალაშვილი.

მისივე განმარტებით, სააგენტოს მიერ ჩატარდა კვლევები და არსებული კვლევებით საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის შესაქმნელად თბილისს უფრო მაღალი პოტენციალი აქვს. 

დავით ტავლალაშვილის თქმით, კვლევის მიხედვით შერჩეული მოდელის პოტენციური საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ დოლარია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება - ლევან ვეფხვაძე

18.08.2025.21:44

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.

„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა