„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
თიბისი კონცეპტის გალერეა 1 სექტემბრიდან წარმოგიდგენთ გამოფენას „რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“. გამოფენა ორ ნაწილად იყოფა: პირველ სართულზე წარმოდგენილია გრაფიკული ნამუშევრები. რუსუდან ხიზანიშვილი ფერადოვანი დეტალებით დატვირთული ტილოებით არის ცნობილი, ხოლო მისი შავ-თეთრი, ფანქრით შესრულებული ნამუშევრები პირველად იფინება ცალკე ექსპოზიციის სახით. მეორე სართულის საგამოფენო სივრცეში 6 ფერწერული ტილოა გამოფენილი.
რა არის ხიზანიშვილის გრაფიკული ნამუშევრების თემა? ეს ნახატები, ერთი შეხედვით, ზღაპრის ილუსტრაციებს ჰგავს, მაგრამ აქ ზღაპრის, მითის ან პერსონაჟის ამოცნობა ჭირს. ის ხატავს ქალებს, რომლებიც უცნობი მითების გმირებს ჰგვანან. ნახატებზე გამოსახული კომპოზიციის სიუჟეტის გარკვევა ცალკე გამოწვევაა. ხიზანიშვილის ნამუშევრები კუბელი გრაფიკოსის, ბელკის აიონის კოლოგრაფიულ შავ-თეთრ პრინტებს მოგვაგონებს. აიონი საიდუმლო საზოგადოების, აბაკუას რელიგიის მოგონილ თუ ზეპირსიტყვიერად გადმოცემულ ამბებს ასახავდა. რუსუდან ხიზანიშვილი თავის ფერწერულ ტილოებზე სახელოსნოში მუშაობს, ხოლო ნამუშევრებს ქაღალდზე ავტორი სახლში ხატავს. მისივე თქმით, სახლში შესრულებული თითოეული ნახატი დღიურივითაა. ის შავი ფანქრით (გრაფიტით) გამოსახავს თავისი გმირების უტრირებულ ფიგურებს, დევქალებს, რომლებსაც კანიც კი განსხვავებული ფაქტურის აქვთ. ხელოვანი სხვადასხვა მიმართულების შტრიხებით ფარავს მათ სხეულებს და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს მათ კანის ნაცვლად ფარფლები აქვთ. პერსონაჟები ხან სადილობენ, ხან თავისქალებიან არსებებს ეხუტებიან, ხან გოგირდის აბანოში მექისე მათ ფეხებით ზედ დგება. ამ ნახატებში უამრავი რამ ხდება, ხელოვანი საკუთარი წარმოსახვით ქმნის პერსონალურ იკონოგრაფიას და საკუთარი პერსონაჟების მეშვეობით გვიყვება ისტორიებს.
რუსუდან ხიზანიშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. გასული წლების განმავლობაში ხელოვანის ნამუშევრები აქტიურად იფინებოდა როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამჟამად ის რამდენიმე საერთაშორისო გალერეასთან თანამშრომლობს, მათ შორის ბერლინის კორნფელდ გალერეასთან, LJ Galerie-სთან პარიზში, Mimmo Scognamiglio-სთან მილანში და Window Project-თან თბილისში.
2025 წელს ჰქონდა სოლო გამოფენა Seojung Art Gallery-ში (ბუსანი/სეული, სამხრეთ კორეა); ჯგუფური გამოფენა კორნფელდ გალერეაში (ბერლინი); წელს, ასევე, დაგეგმილია გამოფენა CAM Galería-ში (მეხიკო, მექსიკა).
მისი ნამუშევრები დაცულია, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,, ყვარლის ფონდში, ბრეუსის ფონდში.
გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებზე უფლებები ეკუთვნის გალერეა Window Project-ს და რუსუდან ხიზანიშვილს.
გამოფენის კურატორი: ირინა პოპიაშვილი.
მისამართი: მარჯანიშვილის 7. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე.
გამოფენის გახსნა: 1 სექტემბერი, 18:00-20:00 საათი.
გამოფენის ხანგრძლივობა - 1.09.- 15.10.2025
სამუშაო საათები: ორშაბათი - შაბათი 10:00- 20:00 საათამდე.
სხვა სიახლეები
22.08.2025.16:00
Mio Gelato ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნათია ფხაკაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Mio Gelato - მ საქმიანობა დაიწყო 2019 წელს ქალაქ ქუთაისში. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ნაყინის წარმოება და რეალიზაცია, რომლის სპეციფიკაა: იტალიური პროდუქტით წარმოებული მაღალი ხარისხის ,,ჯელატო" ტიპის ნაყინი, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ასორტიმენტით.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
მომხმარებელს ყოველდღიურად ვთავაზობთ 24 სახეობის ნაყინს, რომლის ასორტიმენტიც ხშირად იცვლება, ასევე სხვადასხვა სახის ვაფლის ფართო არჩევანს, იტალიურ ყავასა და გამაგრილებელ სასმელებს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა სტაბილურად მაღალია ზაფხულში და მცირდება ზამთარში, რაც დამოკიდებულია სეზონურობაზე.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
კომპანიის კონკურენტული უპირატესობებია :
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ აქტიურად ვგეგმავთ გაფართოებას.
ცნობისთვის, ნაყინის მაღაზია ქალაქ ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე #7 -ში მდებარეობს.