მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

რუსეთიდან იმპორტი აზრს დაკარგავს, თუკი ბენზინს შეღავათიანი ფასით არ მივიღებთ - იმპორტიორთა კავშირი

news image

გარკვეულია, რომ რუსეთმა საქართველოში ბენზინის  ექსპორტისთვის დაწესებული აკრძალვა გააუქმა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, ქართული კომპანიები ისარგებლებენ თუ არა შეღავათიანი ფასით. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, დიდი ალბათობით, შეღავათი არ იქნება, რაც ნიშნავს, რომ საწვავის იმპორტი აზრს დაკარგავს და უპირატესობა ისევ ევროპიდან იმპორტს მიენიჭება, როგორც ამ ეტაპზეა.

,,რუსეთმა ბენზინის ექსპორტს დაუწესა ჯერ შეზღუდვა და მერე უკვე აკრძალა, რასაც წინ უძღოდა რუსეთის ტერიტორიაზე გადაზიდვების გაძვირება.  ფასიანი გახადა ეს მომსახურება, რამაც თავდაპირველად მცირე ბიჯებით გააძვირა საწვავი. ახლა აკრძალვა გაუქმებულია და შეგვიძლია ავიღოთ რუსეთში იგივე ,,რეგულარის“ ტიპის საწვავი იმ პირობით, თუ ტარიფი შეღავათიანი იქნება და ევროპული ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტზე იაფი დაჯდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთიდან ბენზინის იმპორტს აზრი არ აქვს.  ამ ეტაპზე დიდი პროცენტული უპირატესობით ევროპული საწვავის იმპორტს ვახორციელებთ. თუ არ იქნება უფრო იაფი, ვიდრე ევროპიდან, მაშინ კომპანიები რუსულ საწვავს არ შემოიტანენ ანუ არსებული პლატცის პოლიტიკით (პლატცი+) თუ მოგვაწოდებენ აზრი არ აქვს. ეს არ იქნება მომგებიანი არც ბიზნესისთვის, არც სახელმწიფოსა და მომხმარებლებისთვის“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

თავის  დროზე, როცა ქართული კომპანიები შევიდნენ რუსულ ბაზარზე  და მომარაგება გააქტიურდა  რუსეთიდან, ამ პროცესს სწორედ ფასმა შეუწყო ხელი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა შეღავათიანი საფასო პოლიტიკა არ დაბრუნდეს.

,,ევროპულ ბაზართან შედარებით, ბევრად იაფად მოგვეწოდებოდა  ბენზინი, სხვაობა 1 ტონა პროდუქტის შემთხვევაში 200-300 ლარით იყო.  ეს ძალიან დიდ შეღავათს უწევდა ქართულ ბაზარს და კომპანიებს. აქედან გამომდინარე, გვაწყობდა რუსული ბაზარი და ხარისხიც მისაღები იყო.  ცნობილია, რომ რუსეთში კერძო კომპანიებმა საწარმოო  გადაიარაღება მოასწრეს და ხარისხი გააუმჯობესეს ანუ ევრო5 ტიპის საწვავს ვიღებდით და განსხვავება მხოლოდ ფასში ფიქსირდებოდა, რის გამოც რუსეთიდან გააქტიურდა შესყიდვები. ეს ლოგიკურია, ბიზნესია, კერძო საკუთრება და სადაც მეტი შეღავათია, ბიზნესმაც იმით ისარგებლა.  ამან შედეგი დადო, რაც ეკონომიკურად გამართლებული ნაბიჯია, თუმცა  მერე სხვა რეალობა გაჩნდა და პრიორიტეტი ისევ ევროპულ ქვეყნებს მიენიჭა“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ 17 ნოემბრიდან რუსეთის ფედერაციიდან საავტომობილო ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვა გააუქმა. ამის შესახებ რუსული მედია ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Rooms Batumi-ში სტეფანესთან ერთად

05.12.2025.18:42

31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa. 

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.

1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.

ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა