მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

„რუმორმა“ კორპორატიული მიმართულება განავითარა

news image

ტანსაცმლის ქართულმა ბრენდმა „რუმორმა“ კოლექციების შექმნა დროებით დააპაუზა და სრული რესურსი კორპორატიულ მიმართულებაზე მიმართა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა მაკუნა გოგიბედაშვილმა განუცხადა.

 როგორია კომპანიაში არსებული სიახლეები?

2022 წლიდან, მას შემდეგ რაც საწარმო გავაკეთეთ და საკუთარ საწარმოში დავიწყეთ წარმოება, აქტიურად დავიწყეთ კომპანიებთან მუშაობა კორპორატიული სტილის მიმართულებაზე და ერთ-ერთი პირველი დამკვეთი ამ მიმართულებით იყო რესტორანი „თამარა“ და „გასტრონომ ჯგუფი“. კორპორატიული სტილი მოიაზრებს კომპანიის ღირებულებების და ბრენდბუქის გათვალისწინებას, მუშაობის პროცესში თანამშრომლების საჭიროებების გამოკვეთას. და ამ ყველაფრის საფუძველზე იქმნება უნიფორმები, რომელიც გათვლილი და ნაფიქრია დეტალურად და უფრო პრაქტიკულს ხდის თანამშრომლის ფორმას. შესაბამისად, თანამშრომელი კმაყოფილია, ბედნიერია, მეტად ნაყოფიერია და მის მიერ შესრულებული სამუშაო უფრო მაღალი ხარისხის არის. ასევე, კორპორატიული სტილის მიმართულება ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ტექნიკურ დავალებასაც ვაკეთებთ რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიებს ინდუსტრიის მიხედვით ვაძლევთ იმ ქსოვილებს რომელიც არის რეკომენდებული მათი უნიფორმებისთვის. რეალურად, ეს ინფორმაცია ამარტივებს მათ უნიფორმების შექმნის პროცესს და პლუს ზოგავს ხარჯებს. ჩვენ, რეალურად ორიენტირებული ვართ, რომ კომპანიებს გამარტივებულად ჰქონდეთ ეს ყველაფერი. როცა დიზაინზე მუშაობას ვიწყებთ უამრავი იდეა ჩნდება, რომელიც განხორციელებადი საერთოდ არ არის, ან ძალიან ძვირადღირებულია და როგორც წესი დიდ კომპანიებს დიდი თანხის გადახდა არ უნდათ და შესაბამისად, თუ თავიდანვე ჩანაფიქრში ექნებათ როგორი მარტივი და ტექნიკურად გამართული უნიფორმა გააკეთონ იმისთვის, რომ დაზოგონ ხარჯები, შემდეგ ეტაპზე უკვე კერვა მარტივდება და პარტნიორის პოვნაც მარტივდება ამ მხრივ.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა საკმაოდ მზარდია და სწორედ ამიტომ შევქმენით ეს მიმართულებაც. იმიტომ, რომ როცა ეუბნები ადამიანს, რომ მე შენ შემიძლია რომ გაგიიაფო პროდუქტი იდეა ყველას მოსწონს. ჩვენს პარტნიორებს, ვისთანაც უკვე წლებია ვპარტნიორობთ, ეს მომსახურება დანერგილი გვაქვს და კმაყოფილები არიან. შესაბამისად, ამან მოგვცა სტიმული ამ ყველაფრისთვის მიგვეცა ცოტა უფრო სხვა სახე. კერძოდ, ყოფილიყო ბრენდისთვის სამუშაო დოკუმენტის სახე, სადაც ვიზუალურად და გრაფიკულადაც იქნებოდა გამოსახული ეს კორპორატიული სტილი და ასევე ტექნიკური დავალების სახეც ჰქონოდა. ერთია, როდესაც, დამკვეთი მოდის და გვიყვება თუ რა უნდა და ჩვენ ამას ვკერავთ. მეორეა როცა გვეუბნება, რომ სჭირდება დახმარება და სურს ჩვენგან რეკომენდაციების მიღება და შემდეგ შეთანხმების საფუძველზე ვკერავთ. ხოლო მესამე არის როდესაც კომპანიები ბრენდს ქმნიან, აკეთებენ ბრენდბუქს და ეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ ფაქტობრივად კომპანიას უმარტივებენ და თავიდანვე უწერენ იმ ღირებულებებს რასაც უნდა მიყვეს და რაც უნდა დაიცვას. როდესაც ამ ბრენდბუქის ნაწილში აკეთებენ უნიფორმის ვიზუალს თავისი ტექნიკური დავალებით ჩათვალეთ, რომ ესეც არის ერთგვარი დახმარება კომპანიისთვის რათა სამომავლოდ ზუსტად იცოდეს რა ფასებში და როგორ შექმნას უნიფორმები.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები? იგეგმება თუ არა რუმორის კოლექციების დაბრუნება?

შევაჩერეთ კოლექციაზე მუშაობა იქედან გამომდინარე, რომ ორივე მიმართულებას კორპორატიულ მიმართულებასაც და საცალო მიმართულებასაც ჩვენი რესურსი არ ჰყოფნიდა. ორივე მიმართულებაზე მუშაობა გამოიწვევდა მომსახურების ან პროდუქტის ხარისხის გაუარესებას, რაც ნამდვილად არ გვინდოდა. ამიტომ ვამჯობინეთ რომ კორპორატიული მიმართულებით ვიმუშაოთ. მოვემსახუროთ კომპანიებს იმისთვის, რომ ამან მოგვცეს რესურსი შევქმნათ ხარისხიანი, დეტალებზე ნაფიქრი და დიზაინერული კოლექციები. „რუმორის“ კოლექციები ძალიან გვიყვარდა და ჩვენთვის ძალიან დიდი ფუფუნება იყო ამ კოლექციებზე მუშაობა. წარმოება ნელ-ნელა იზრდება, რაც სამომავლოდ მოგცემს იმის საშუალებას, რომ კოლექციაზე კვლავ ვიმუშაოთ. ალბათ, 1-2 წლის განმავლობაში რუმორის კოლექციები არ შეიქმნება, მაგრამ შემდეგ იქნება კოლექცია Welcome Back და აუცილებლად დავბრუნდებით ძალიან კარგი დიზაინერული კოლექციით.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ შეგიძლიათ შეარჩიოთ ბიზნესისთვის შესაფერისი ანაბარი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

25.04.2025

ბიზნესისთვის ფინანსური რესურსების სწორად მართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაყიდვების ზრდა ან ახალი მომხმარებლების მოძიება. ერთ-ერთი გზა გრძელვადიანი სტაბილურობისთვისანაბრების გამოყენებაა. თუმცა, რა განსხვავებაა ანაბრის სხვადასხვა ტიპს შორის? როგორ გავარჩიოთ, რომელი  მოერგება უკეთ ჩვენს საქმიანობას, გეგმებს ან ფინანსურ საჭიროებებს?

ამ სტატიაში გაგაცნობთ საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილ ოთხ განსხვავებულ ანაბარს (ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი), რომელთაც ბიზნეს მობილბანკში ნახავთ და განვიხილავთ თითოეულის უპირატესობას.

ᲕᲐᲓᲘᲐᲜᲘ ᲐᲜᲐᲑᲐᲠᲘ

 

თუ გაქვთ თავისუფალი თანხა და გსურთ მიიღოთ სარგებელი სხვა ტიპის ანაბრებთან შედარებით მაღალი პროცენტით, ვადიანი ანაბარი ამაში დაგეხმარებათ. იგი მინიმუმ 3 თვით, მაქსიმუმ კი 24 თვით იხსნება, შესაბამისად, თუ იცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხა არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ეს ანაბარი ბიზნეს მობილბანკიდან გაააქტიუროთ. დეტალები კი ასეთია:

 

საწყისი თანხა: 500 ლარი ან ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში

სარგებელი ლარში: წლიური 10.95%-დან 12.25%-მდე

ეფექტური პროცენტი ლარში 10.95-დან 11.5%-მდე

ᲑᲝᲜᲣᲡᲘ: ᲗᲣ ᲐᲛ ᲐᲜᲐᲑᲐᲠᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲗ ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲚᲐᲠᲨᲘ, ᲛᲘᲘᲦᲔᲑᲗ 0.25%-ᲘᲗ ᲛᲔᲢ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲔᲚᲡ.

 

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

მოთხოვნამდე ანაბარი

მოთხოვნამდე ანაბრის უპირატესობა მისი მოქნილობაა, რადგან უვადოა, საწყისი შენატანის ოდენობა განსაზღვრული არაა, ხოლო თანხის გატანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ამიტომაც, იგი მათთვისაა ხელსაყრელი, ვინც ზუსტად არ იცის, როდის შეიძლება დასჭირდეს თანხა, თუმცა სურს, გარკვეული დროის განმავლობაში სარგებელი მაინც მიიღოს.

საწყისი თანხა: 0 ლარი

თანხის დამატება /გატანა: ნებისმიერ დროს

სარგებელი ლარში: 2%

ეფექტური პროცენტი ლარში: 2.02%

მარტივად მართვადი: ანაბრის გახსნა და წლიური მომსახურება 0 ლარია.

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

მოთხოვნამდე+ ანაბარი ბიზნესისთვის

თუ გსურთ ანაბარი, რომელსაც თანხას ნებისმიერ დროს დაამატებთ ან გამოიტანთ, თუმცა მაინც მიიღებთ სარგებელს, შეგიძლიათ მობილბანკით მოთხოვნამდე+ გაააქტიუროთ. ამ შემთხვევაში სარგებელს ყოველთვიურად ან წლის ბოლოს, თვის მინიმალურ ნაშთზე მიიღებთ.

ანაბრის გახსნა: უფასო;

საწყისი თანხა: 0 ლარი;

წლიური სარგებელი ლარში: 3%; 

ეფექტური პროცენტი -8.06%

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

შეგროვებადი ანაბარი 

თუ გსურთ თანდათან შეაგროვოთ თანხა კონკრეტული მიზნისთვისახალი ტექნიკის შესაძენად ან საინვესტიციო პროექტისთვის, ეს ანაბარი ოპტიმალური არჩევანი იქნება. მისი უპირატესობა მაღალი სარგებლიანობაა, ხოლო საწყისი თანხა 10 ერთეულით განისაზღვრება. თანხის გატანა კი შესაძლებელია ვადის ბოლოს.

ვადა: 3–24 თვე

წლიური სარგებელი ლარში: 10.35%-დან 11.50%-მდე;

ეფექტური პროცენტილარში 10.85%-დან 11.41%-მდე;

ბონუსი: თუ ამ ანაბარს გახსნით ონლაინ ნებისმიერ ვალუტაში, მიიღებთ 0.25%-ით მეტ სარგებელს.

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

ამგვარად, თუ თქვენი მიზანია სტაბილური ზრდა, მოულოდნელობებისთვის მზადყოფნა, თუ უბრალოდ დამატებითი ფულადი რესურსების დაგროვებასაქართველოს ბანკის ბიზნეს ანაბარი ამაში დაგეხმარებათ. რაც მთავარია, მათი გააქტიურება სრულად დისტანციურად, ბიზნეს მობილბანკითაა შესაძლებელი.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა