მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

„რთველისი“ იაპონიის ბაზარზე გავიდა

news image
mbc image

ქართული ღვინის მწარმოებელი, მუდმივად ხარისხზე ორიენტირებული კომპანია „რთველისი“ იაპონიის ბაზარზე გავიდა. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ფსუტურმა განუცხადა. მისივე თქმით, „რთველისმა“ პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა იაპონიის ერთ-ერთ წამყვან სადისტრიბუციო კომპანიასთან და ამ ხელშეკრულების თანახმად, განახორციელა 10-ზე მეტი დასახელების ალკოჰოლური სასმლის ექსპორტი. 

 „კომპანია „რთველისმა" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთაშორისო ბაზარზე და გააფორმა პარტნიორული ხელშეკრულება იაპონიის ერთ-ერთ წამყვან სადისტრიბუციო კომპანიასთან.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, უკვე ექსპორტირებულია 10-ზე მეტი დასახელების ღვინო და მაღალალკოჰოლური სასმელი, მათ შორის როგორც ქვევრისა და კლასიკური ხაზის ღვინოები.

პარტნიორი კომპანია ფლობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას და წარმოდგენილია იაპონიის უმნიშვნელოვანეს ქალაქებში:ტოკიო, ნაგოია, ოსაკა და ფუკუოკა, რაც უზრუნველყოფს „რთველისის" პროდუქციის ხელმისაწვდომობას მთელს იაპონიაში. 

თანამშრომლობის ეტაპები აქტიურად ვითარდება – დაწყებულია ერთობლივი კამპანიები, ონლაინ დეგუსტაციები და კომუნიკაცია იაპონელ მომხმარებლებთან. 

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აზიური ბაზრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქვეყანასთან.  

კომპანია „რთველისი" აგრძელებს აზიურ ბაზარზე გაფართოებას და   თავისი წვლილის შეტანას ქართული მეღვინეობის გლობალური განვითარების პროცესში “, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ფსუტური.

ცნობისთვის, კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინოს და ყურძნისეულ წარმოშობის სხვა ალკოჰოლურ სასმელებს როგორიცაა: კლასიკური ქართული ღვინო, ტრადიციული ქვევრის ღვინო, შუშხუნა ღვინო, ბრენდი და ჭაჭა. „რთველისის“ მიზანი დაარსების დღიდან სახელის დამკვიდრებაა საქართველოს და მსოფლიო ბაზარზე, მაღალი ხარისხითა და დაუვიწყარი გემოებით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა

13.11.2026.17:33

საქართველოს ბანკისა და საერთაშორისო განათლების ცენტრ LEAF-ის ერთობლივი რეგიონული ტური, რომელიც რუსთავში დაიწყო, გორში გაგრძელდა. პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების გაცნობა და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის.

ტური კვლავ გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება:

• 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50;
• 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა