როგორია რთველის მიმდინარეობა კახეთში - Chelti Winery-ის შეფასება
Chelti Winery / მეღვინეობა ჩელი-ს, რომელიც კახეთში 63 ჰა-ზე გაშენებულ ვენახს ფლობს, რთველი ჯერ არ დაუსრულებელია. წვიმამ კომპანიებს და ფერმერებს ყურძნის დაბინავება ოდნავ გაუხანგრძლივა, თუმცა როგორც ირკვევა წელს მეღვინეობაში უფრო მეტი მოსავლის მოლოდინი აქვთ.
„რთველი ჯერ არ დაგვისრულებია. ამ დროისთვის ჯერ მხოლოდ ნახევარი გვაქვს დაკრეფილი, თუმცა უახლოეს დღეებში სრულად დაიკრიფება. რამაც შეგვაფერხა, იყო ამინდი - წვიმის დროს ყურძენს ვერ ვკრიფავთ. წინა წელთან შედარებით უკეთესი მოსავალი იქნება და შედარებით მეტი რაოდენობისაც. რამდენიმე კვირის წინ გარკვეული ნაწილი დაგვესეტყვა, ამიტომ ზუსტ რაოდენობაზე რთველის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ“, - აცხადებს Business Insider Georgia-თან „ჩელთის“ კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია შილდაში 50 ჰა ვენახს ფლობდა, თუმცა გასულ წელს 13 ჰა დაამატა, რომლისგანაც მოსავალს მომდევნო წლებში ელოდება.
სხვა სიახლეები
30.09.2025.23:28