მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე

news image

მთავარია გჯეროდეს საკუთარი ძალების, მიზნების და იმისა, რომ ცნება „შეუძლებელი“ მხოლოდ დროებითი საზღვარია. სწორედ ამ რწმენამ, სხვადასხვა ეპოქაში, სამი ქართველი ქალის ისტორია უშბის მწვერვალზე ერთი იდეით გააერთიანა - ქალებს შეუძლიათ მწვერვალების დაპყრობა, მაშინაც კი, როცა გზა რთული, გარემო კი სტერეოტიპებით სავსეა.

11 თებერვალს, ლეგენდარული ქართველი მთამსვლელი ქალის და ქართული ალპინიზმის ფუძემდებლის, ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადების დღეა. ამ თარიღის ირგვლივ თიბისიმ, სიმბოლურად, სხვადასხვა ეპოქის სამი ქალის - ალექსანდრა ჯაფარიძის, მარიამ გელაშვილისა და მაია სიჭინავას ისტორიები გააერთიანა. მათ შეუპოვრობით, მიზნისა და საკუთარი თავის დაჯერებით შეუძლებელი შეძლეს და უშბის მწვერვალებზე ავიდნენ.

1934 წელს ალექსანდრა ჯაფარიძემ ისტორია დაწერა - ეს გახდა მსოფლიო მასშტაბის მოვლენა, კარი ახალი თაობისთვის ქართული ალპინიზმის მომავალში, რადგან ალექსანდრა იყო პირველი ქალი, ვინც უშბის მწვერვალზე შედგა ფეხი.
„გინდა აჯობო ამ კლდეებს, აჯობო შენს თავსაც. მაშინ თითქოს სხვად იქცევი, და უფრო კარგი ხარ, უფრო ძლიერი“ - აღნიშნავდა ალექსანდრა ჯაფარიძე.

ალექსანდრა ჯაფარიძის დაწყებული გზა, 90 წლის შემდეგ, 2024 წელს ალპინისტებმა მარიამ გელაშვილმა და მაია სიჭინავამ განაგრძეს - პირველი ქართველი ქალები, რომლებმაც უშბის ჩრდილოეთ მწვერვალს დამოუკიდებლად მიაღწიეს. თიბისის ახალ ვიდეორგოლში მარიამი და მაია, ალექსანდრას მუდმივი შთაგონებით, მოგვითხრობენ:

„უშბაზე ასვლა საკუთარ თავზე გამარჯვებას ჰგავს. არც ზედმეტი სითამამე უყვარს, არც მარტივად გიღებს, თუმცა თუ მიგიღო - სამუდამოდ მისი ერთგული რჩები“ - მაია სიჭინავა.

„უშბამ ბევრი დაბრკოლება დაგვახვედრა გზად, მაგრამ თან ყველაზე მნიშვნელოვანი - მიზნისკენ ჯიუტად სვლა გვასწავლა. ის, რისიც ცხოვრებაში ასე ძალიან გჯერა, რისკენაც ასე შეუპოვრად მიდიხარ, შეუძლებელია არ გამოგივიდეს. ამ გზაზე, ხან საკუთარი თავის უნდა დაიჯერო და წინ იარო, ხანდახან კი, უნდა გაჩერდე კიდეც, იმიტომ რომ, ზოგჯერ, მწვერვალი სწორედ მაშინ გამოჩნდება, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები“ - მარიამ გელაშვილი.

ალექსანდრა ჯაფარიძის, მაია სიჭინავას და მარიამ გელაშვილის მიღწევები მაგალითია იმისა, თუ როგორ გარდაიქმნება რწმენა რეალურ ძალად, რომელიც მიუღწეველი მწვერვალების დაპყრობასაც კი შესაძლებელს ხდის.

ქალებისა და გოგოების გაძლიერება, საკუთარი მიზნებისკენ სვლის მხარდაჭერა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა თიბისისთვის ათწლეულებია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისი თანმიმდევრულად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალებს აძლევს შესაძლებლობას, ირწმუნონ საკუთარი მიზნების, შესაძლებლობები და თამამად გადადგან ნაბიჯი წინ - სპორტში, ტექნოლოგიებში, განათლებასა თუ მეწარმეობაში. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Kiwi Post-მა დიდ დიღომში ახალი ფილიალი გახსნა

15.04.2026.18:00

Kiwi Post • კივი პოსტი გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, კომპანიამ ახალი ფილიალი დიდ დიღომში გახსნა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის საოპერაციო მენეჯერმა ქეთი შანიძემ განუცხადა.

„ბოლო პერიოდში გავხსენით რამდენიმე ახალი ფილიალი - წერეთლის N76-ში და ახლახან გავხსენით ფილიალი დიდ დიღომშიც, მირიან მეფის N17-ში. აღნიშნული გაფართოება განპირობებულია მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნით, ვინაიდან ჩვენი მომსახურებით უკვე თითქმის ყველა უბანში სარგებლობენ. ახალი ლოკაციების დამატება სწორედ ჩვენი ერთგული მომხმარებლების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე პასუხია.

ამჟამად, კომპანია 8 ფილიალს აერთიანებს და განვითარების აქტიურ ეტაპზეა. სამომავლოდ იგეგმება კიდევ უფრო გაფართოება და ახალი ფილიალების დამატება “, - აცხადებს ქეთი შანიძე.

ინფორმაციისთვის, Kiwi Post-ის მეშვეობით ამანათების გამოწერა შესაძლებელია 7 ქვეყნიდან. ესენია:

• ამერიკა;
• დიდი ბრიტანეთი;
• თურქეთი;
• ჩინეთი;
• პოლონეთი;
• საბერძნეთი;
• ესპანეთი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა