მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი

news image

ის, რაც დღეს ჩვენთვის საამაყო მემკვიდრეობაა, ოდესღაც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს. ყველა კულტურაში, რომელიც თავისი ისტორიით ამაყობს, არსებობდნენ ადამიანები, ვინც თავის დროზე ინოვატორები იყვნენ. ინოვაციის ტრადიციად ქცევამდე კი არც ისე დიდი გზაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

არაფერი არსებობს დასაწყისის გარეშე, მათ შორის არც ტრადიცია - სწერედ ამის სჯერა ალექს შალოშვილს, მეღვინეს რომელმაც ვაზი მაშინ გააშენა, როცა კახეთის ლანდშაფტებიდან ვენახები ქრებოდა.

ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა:

1. შეენარჩუნებინა ოჯახური ტრადიცია;

2. შეექმნა რაღაც ახალი, რაც მისი ოჯახის ახალგაზრდა წევრებისთვის მემკვიდრეობად გადაიქცეოდა.

90-იან წლებში, როცა საქართველოში წარმოება ფაქტობრივად სრულად შეწყდა, კახეთის რეგიონში მასიურად იჩეხებოდა ვაზი და ნელ-ნელა მცირდებოდ ჩვენი ჯიშების მრავალფეროვანი არჩევანი. სწორედ ამ პერიოდში, 1998 წელს ალექს შალოშვილმა გადაწყვიტა ვაზი გაეშენებინა - უხუცესი მენამყენეს დახმარებით მიაკვლია ჯიშებს და მისი პირველი 3 ჰექტარი ვენახიც გაჩნდა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში.

თავდაპირველად, მეგობრებისთვის და კეთილისმსურველებისთვის ეს გადაწყვეტილება გიჟურადაც კი ჟღერდა, რადგან ღვინის ბიზნესის კეთება იმდროინდელ პირობებში თითქმის წარმოუდგენლად ჩანდა. თუმცა, შეუჩერებელი მცდელობის და უწყვეტი ზრუნვის ფონზე დღეს შალოშვილის მარანს ღვინო ბევრ ევროპულ ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე და ადგილზეც მასპინძლობს საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტუმრებს.

ვენახები 4 ჯიშის ყურძენს მოიცავს: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ქისი, საფერავი. მარანი კი თორმეტი სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომელთაგან უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

წარმოების ზრდის ფონზე, დროთა განმავლობაში, მარანი უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარდა, ამიტომ ბატონმა ალექსმა მიიღო გადაწვეტილება, მარანი ალტერნატიული ენეგიის წყაროთი აღეჭურვა, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიური, არამედ ეკომეგობრულიც იქნებოდა - დღეს შალოშვილის მარანი მზის პანელებით გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოიხმარს:

“პროკრედიტ ბანკის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, ჩვენ უკვე ვსარგებლობთ მზის ენერგიით, რაც ვფიქრობ ძალიან კარგი ინვესტიციაა. ეს არა მხოლოდ მიმდინარე ეტაპზეა შეღავათიანი ალტერნატივა, არამედ სამომავლო საქმეა ჩემი ოჯახის ახალგაზრდა წევრებისთვის, რომლებიც მთლიანად არიან ჩართულები შალოშვილის მარანის განვითარებაზე. მე მინდა მათთვის შესაბამისი პირობები შევქმნა ახალი ძალებისა და უნარების გამომღჟავნებისთვის.” - ამბობს ალექს შალოშვილი

შალოშვილის მარანი მხოლოდ მეღვინეობით არ შემოიფარგლება - იქედან გამომდინარე, რომ ღვინის წარმოების პროცესზე დაკვირვება არაერთი ვიზიტორისთვის უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა, გაჩნდა საჭიროება რომ მარანს სტუმრებიც მიეღო. თავდაპირველად 2 საძინებლით დაწყებული სასტუმრო, ახლა 22 ნომრიან და სრულად აღჭურვილ სივრცედ იქცა.

გაზაფხულთან ერთად შილდის ვენახებიც ისევ ახმაურდება და გაგრძელდება საქმე, რომელიც ერთ დროს თითქმის შეუძლებელი ჩანდა. სწორედ ამ უწყვეტ შრომაში გრძელდება შალოშვილის ოჯახის ისტორია - ტრადიციასა და ინოვაციას შორის ნაპოვნი ბალანსი, რომელსაც რამდენიმე თაობა ერთიანი ძალებით ქმნის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა

10.04.2026.13:05

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი.  სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.

TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)

TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი

ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი

ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი

იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი

არდი • ARDI 105 მლნ. ლარი

ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა