მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

რომელია შენი ბიზნესის ყველაზე შემოსავლიანი თვე? გაიგე ბიზნეს მენეჯერში

news image

თანამედროვე ბიზნესგარემო სწრაფად ცვალებადია. მომხმარებელთა ქცევები, მოთხოვნები და ბაზრის დინამიკა მუდმივ რეაგირებას საჭიროებს. ასეთ პირობებში, წარმატებული კომპანიები ოპერაციულ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს არა ინსტინქტზე, არამედ მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ.

ბიზნესის მენეჯმენტში ერთ-ერთი უცვლელი კითხვაა - როდის იზრდება შემოსავალი და რატომ? შემოსავლიანი თვეების, სეზონურობისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი კი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, სწორი სტრატეგია შეიმუშაოს, ეფექტიანობა გაზარდოს და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს.

საქართველოს ბანკის პლატფორმა ბიზნეს მენეჯერი სწორედ ამ მიზანს ემსახურება — დაეხმაროს მცირე, საშუალო თუ მსხვილ კომპანიებს ყოველდღიური ოპერაციების ანალიზში, თვეების მიხედვით შემოსავლის დინამიკის შეფასებასა და ეფექტური ქმედებების დაგეგმვაში.

ანალიტიკის მოდული – მონაცემების ტრანსფორმაცია მოქმედებად

ბიზნეს მენეჯერის ანალიტიკის მოდული ბიზნესს როგორც გადახდების სტატისტიკაზე, ასევე მომხმარებლის ქცევაზე სიღრმისეულ მონაცემებს აწვდის. გრაფიკების სახით წარმოდგენილი ინფორმაცია ბიზნესს ეხმარება, სწრაფად, მარტივად და ეფექტურად გაიგოს:

• რომელი თვე იყო შემოსავლების მხრივ ყველაზე ძლიერი;

• როდის დაფიქსირდა აქტივობის კლება;

• როგორ იცვლება მომხმარებლების ქცევა დროის განმავლობაში;

• რომელი გადახდის არხი ან მეთოდი სარგებლობს ყველაზე დიდი პოპულარობით ამა თუ იმ პერიოდში;

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, კომპანიებს შეუძლიათ სეზონურ ტენდენციებს დააკვირდნენ, პასიური თვეების განმავლობაში გაყიდვების სტიმულირება დაიწყონ ან მიზნობრივი შეთავაზებები შექმნან.

გადახდების ანალიტიკა – ფინანსური დინამიკის ამსახველი სურათი

ანალიტიკის მოდულის ერთ-ერთი ძირითადი განყოფილება გადახდების ანალიტიკაა, რომელიც კომპანიას მიღებული ტრანზაქციების მოცულობასა და სხვა პარამეტრებზე ინფორმაციას აწვდის. ესენია:

გადახდების დინამიკა: მიღებული გადახდების რაოდენობის ზრდა ან კლება კონკრეტულ პერიოდში.

საშუალო გადახდა: მომხმარებლების მიერ თვის ჭრილში შესრულებული გადახდების საშუალო მოცულობა:

გადახდის არხები და მეთოდები: გადახდების განაწილება ტერმინალებსა და ონლაინ არხებზე, აგრეთვე ინფორმაცია გადახდის მეთოდებზე;

ბარათების ტიპების ანალიზი: მაგ. SOLO, PLUS, AmEx და სხვ.

ეს ყველაფერი შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს, შენელებული აქტივობის შემთხვევაში, კონკრეტულ სეგმენტებზე მორგებული შეთავაზებები შექმნას.

ანალიტიკიდან მოქმედებამდე – კამპანიების დაგეგმვა Ads მენეჯერის მეშვეობით

მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი არა მხოლოდ ბიზნესის ფინანსური დიაგნოსტიკისთვის, არამედ სამოქმედო გეგმის განსაზღვრისთვისაც უმნიშვნელოვანესია. ანალიტიკის მოდულში მიღებული ინფორმაციის გამოყენებით ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულების შეთავაზებების შექმნა შესაძლებელია Ads მენეჯერში, რომელიც იმავე პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

მაგალითად, თუ დააკვირდებით, რომ ნაკლებად აქტიური არიან რომელიმე ბარათის მფლობელები, შესაძლებლობა გაქვთ, იმავე სეგმენტზე კონკრეტული შეთავაზება შექმნათ და კომუნიკაცია დაგეგმოთ. შექმნილი შეთავაზება კი გავრცელდება ისეთ არხებში, რომლითაც 1 600 000 მომხმარებელი სარგებლობს. ესენია: საქართველოს ბანკის მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის ანალიტიკის მოდული ბიზნესებს აძლევს უნარს, რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით იმოქმედონ. აღმოაჩინეთ ბიზნეს მენეჯერის შესაძლებლობები ვებგვერდზე manager.bog.ge.

ინფორმაციისთვის, ბიზნეს მენეჯერში შესვლა შესაძლებელია მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელიც ვალიდურია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ნოველა“ - მაღალი კლასის ახალი სასტუმრო რაჭის ტურისტულ რუკაზე

31.07.2025.14:00

რაჭას და კერძოდ ქალაქ ონს რამდენიმე დღეში მაღალი კლასის Nouvelle Hotel • სასტუმრო ნოველა შეემატება, რაშიც კომპანია „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტმა“ 6 მლნ ლარამდე ინვესტიცია უკვე განახორციელა. როგორც სასტუმროს წარმომადგენელმა თეიმურაზ გრძელიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ პრესტურის ფარგლებში გამართულ Business Insider Georgia-სთან განაცხადა, სასტუმრო არის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი და ის ოპერირების დაწყების შემდეგ 35 ადგილობრივს დაასაქმებს.

„ქალაქ ონში ახლად აშენებული ა​სასტუმრო „ნოველა“ სტუმრების მიღებას აგვისტოს პირველი ნახევრიდან შეძლებს. სასტუმროს მშენებლობა განაპირობა რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდამ, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტთან, როგორიც არის საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებამ ონში და ზოგადად რაჭაში ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვნად გაზარდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე ტურისტების რაოდენობა 40%-ით გაზარდა. 


მსგავსი საერთაშორისო ტიპის სასტუმრო არც ონის მუნიციპალიტეტში და უშუალოდ ქალაქ ონში ამ დროისათვის არ არსებობს. „ნოველა“ დააკმაყოფილებს 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტებს. მისი მშენებლობისთვის განხორციელდა 6 მლნ ლარის ინვესტიცია. მსგავსი ტიპის ინვესტიცია და სასტუმროს მშენებლობა ონისთვის უმნიშვნელოვანესია. აქ შესაძლებელი იქნება ისეთი საერთაშორისო სერვისების მიღება, როგორც ეს ჩვენს სტუმრებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შეეძლოთ მიეღოთ“, - განმარტავს „ნოველას“ წარმომადგენელი. 

სასტუმრო „ნოველა“ 16 სასტუმრო ნომერს აერთიანებს. სასტუმროს ექნება ასევე საკონფერენციო დარბაზები და საცურაო აუზი. 

„ჩვენი საკონფერენციო დარბაზები გათვლილია 60 ადამიანზე. გვექნება მცირე ზომის და ასევე შედარებით დიდი საკონფერენციო დარბაზი. საკონფერენციო ინფრასტრუქტურა გათვლილია როგორც ტურისტებისთვის, ისე რეგიონში MICE  ტურიზმის განვითარებაზე და ასევე კორპორატიული შეხვედრებისთვის“, - განმარტავენ სასტუმრო „ნოველაში“.

რაც შეეხება საცურაო აუზს ის დახურული ტიპის იქნება და მისი მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. სასტუმროში აქტიურად იქნება ასევე განვითარებული სპა მიმართულება. მას შემდეგ რა „ნოველა“ გაფართოვდება და აუზს დაამატებს, კომპანია „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტი“ სასტუმროსთვის 4 ვარსკვლავის მინიჭებაზე გააკეთებს ოფიციალურ განაცხადს. 

რაც შეეხება გასტრონომიას, „ნოველა“ გააერთიანებს ლაუნჯს, რესტორანს და ბისტროს, სადაც ევროპულ და ქართულ კერძებთან ერთად წარმოდგენილი იქნება რაჭული გასტრონომია და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები. სასტუმროს რესტორნის მენიუში ასევე შეხვდებით დავიწყებულ, მაგრამ უკვე აღდგენილ სხვადასხვა რაჭულ კერძებს. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა