რომელი სადაზღვევო კომპანიები ლიდერობენ სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით - 9 თვის სტატისტიკა
2025 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო სექტორის მიერ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 478 მლნ. ლარი ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე აღნიშნული მაჩვენებელი 428.1 მლნ ლარის დონეზე იყო. შესაბამისად წლიურ ჭრილში სამედიცინო დაზღვევიდან სექტორმა 11,7%-ით მეტი პრემიის მოზიდვა შეძლო.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, სამედიცინო დაზღვევის კუთხით ყველაზე მეტ ბაზრის წილს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ფლობს.
ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში:
საგულისხმოა, რომ 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
2025 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 098 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 696 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 517 მილიონ ლარს.
სხვა სიახლეები
იანვარ-სექტემბრში სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემია 12%-იან ზრდას აჩვენებს
26.11.2025.13:00
2025 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ 1 098 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 696 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 517 მილიონ ლარს.
2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკით, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 098 მლნ. ლარი, მაშინ როდესაც 2024 წლის 9 თვეში ეს მაჩვენებლები 983 მლნ. ლარს შეადგენდა. ზრდა 12%-მდეა.
სექტორის მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემია დაზღვევის სახეობების მიხედვით ასე გამოიყურება:
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალების მიხედვით კომპანია ჯიპიაი ლიდერობს, ხოლო 9 თვის განმავლობაში გამომუშავებული პრემიის მიხედვით ლიდერი თიბისი დაზღვევაა, ხოლო დამდგარი სადაზღვევო ზარალებში კომპანია ჯიპიაი არის პირველ ადგილზე.