რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია? საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
 
            21 უნივერსიტეტი, 360-ზე მეტი სტიპენდიატი - ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღონ.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: stipendia.bog.ge
რა უნდა იცოდე, საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ?
საქართველოს ბანკის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განაცხადი ყოველწლიურად შეავსონ და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება.
• სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა, კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება;
• საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA) და სამოტივაციო წერილის მიხედვით ხდება;
რომელ უნივერსიტეტებში შეძლებ მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია?
სტიპენდიების პროექტში 21 ადგილობრივი უნივერსიტეტია ჩართული, მათ შორის:
1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი)
2. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
3. თავისუფალი უნივერსიტეტი
4. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
5. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
6. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)
7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
8. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
9. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)
10. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
11. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
12. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
13. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
14. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
15. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU)
16. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
17. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
18. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
19. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
20. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
21. საქართველოს უნივერსიტეტი
თუ გსურს, გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, გამოგზავნე განაცხადი 30 ნოემბრამდე და განათლების გზაზე არ გაჩერდე.
ინფორმაციისთვის, ეს საქართველოს ბანკის მიერ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტის ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა მეშვეობით 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობას. საქართველოს ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
 
            
            
        სხვა სიახლეები
 დაიბრუნეთ G&T Trader-ზე ვაჭრობის საკომისიოს 50% წლის ბოლომდე
                დაიბრუნეთ G&T Trader-ზე ვაჭრობის საკომისიოს 50% წლის ბოლომდე
                31.10.2025.16:24
გალტ & თაგარტმა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს ახალი შეთავაზება მოუმზადა. 20 ოქტომბრიდან 2025 წლის ბოლომდე G&T Trader-ზე ვაჭრობისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაჭრობის საკომისიოს 50% დაიბრუნონ.
G&T Trader პირველი მულტიპროდუქტიული და მულტისავალუტო პლატფორმაა საქართველოში, რომელიც გალტ ენდ თაგარტმა ბაზარს 10 წლის წინ გააცნო. მისი დახმარებით მომხმარებლებს მსოფლიოს ძირითად საფონდო ბირჟებზე აქვთ წვდომა, სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდით ვაჭრობენ და საკუთარი ინვესტიციების დინამიკას ადევნებენ თვალს.
“გალტ & თაგარტი მუდმივად იკვლევს მომხმარებელთა ინტერესებს, ვისმენთ მათ უკუკავშირს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პლატფორმის ფუნქციონალებსა და შეთავაზებებს კიდევ უფრო ვხვეწთ. გვიხარია, რომ ბოლო განახლების შედეგად, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ ბაზარზე აქვთ წვდომა, შეუძლიათ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე გახანგრძლივებული დროით, 24-საათიანი ივაჭრონ, მიიღონ დეტალური ანალიტიკური ინფორმაცია და სხვა“, - აღნიშნავს დავით ნიშნიანიძე, გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორი.
გაიგეთ მეტი გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურების შესახებ ვებგვერდიდან:
