მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე

news image

ფინანსურ მაჩვენებლებსა და კრეატიულ იდეებს შორის ბალანსი - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა, ელენკა კოხრეიძემ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ღონისძიება Reinvent 2025 სომხეთში Renderforest-ის ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმის დღის წესრიგი განსაკუთრებულად დატვირთული იყო და ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავდა, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაციის როლი ბრენდის განვითარებაში, მომხმარებლის გამოცდილებისა (UX) და ურთიერთობის (CX) გაუმჯობესება, ასევე ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენება ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობისთვის. 

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის მთავაროფიცერი: ბიზნეს სფეროში ხშირად იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს კომპანიებს უწევთ არჩევანის გაკეთება ROI-ს (განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი) მკაცრ შედეგებსა და კრეატიულ მიდგომებს შორის. მარკეტინგი, რომელსაც ROI ვერ მოაქვს, ფუჭია და, ამავდროულად, უხილავია კრეატიულობის გარეშე. რეალურად, ROI და კრეატიულობა უნდა მოვიაზროთ არა როგორც ერთმანეთისკონკურენტები, არამედ როგორც პარტნიორები, რადგანსინამდვილეში მათი სინერგია ქმნის გრძელვადიან წარმატებასROI გვიჩვენებს ბიზნესის წინსვლას, კრეატიულობა კი აყალიბებს ბრენდის ძლიერ და ხანგრძლივ იდენტობას მომხმარებელთა ცნობიერებაში“. 

საერთაშორისო ფორუმმა წელს უკვე მესამედ უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ 2 000-ზე მეტ სპეციალისტს. ღონისძიება იქცა პლატფორმად, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მეწარმეები, ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, რათა იმსჯელონ ბიზნესის განვითარების მომავალზე, ინოვაციებსა და ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობებზე. 

ელენკა კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: Reinvent 2025-მა მომცა უნიკალური შესაძლებლობა, არა მხოლოდ „თეგეტა ჰოლდინგის“ გამოცდილება გამეზიარებინა ფართო, საერთაშორისო აუდიტორიისთვის, არამედ მომესმინა სხვადასხვა საერთაშორისო ლიდერის ხედვები, გამოწვევები და წარმატების ისტორიები. 

ღონისძიებაში მონაწილეობამ მაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები, სადაც იდეების გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების განხილვა პირდაპირ ქმნის შესაძლებლობას კომპანიებისთვის განვითარებისა და ბაზარზე ლიდერის პოზიციის განმტკიცებისთვის.

„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაცია მარკეტინგში არა მხოლოდ თანამედროვე ტენდენცია, არამედ სტრატეგიული პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად მუშაობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით, რისთვისაც მსგავს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

07.11.2025.18:09

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Mastercard Corporate Card წარადგინა.

Mastercard Corporate Card პირველი პრემიალური კლასის ბიზნესბარათია რეგიონში, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს ინდივიდუალურ მიდგომებსა და ექსკლუზიურ შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ შორის: 

ფინანსური პრივილეგიები:

  • ანგარიში მულტისავალუტო ფუნქციით;
  • თანხის განაღდების მაღალი ლიმიტი.

სამოგზაურო პრივილეგიები:

  • $50,000-იანი სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებული პირობებით;
  • საერთაშორისო აეროპორტებში 1200-ზე მეტ VIP ლაუნჯზე წვდომა;
  • 70-ზე მეტ აეროპორტში პრიორიტეტული ჩასხდომა (6-ჯერ უფასოდ);
  • ფასდაკლებები და ქეშებქები სასტუმროებში;
  • Crisis24 Horizon პლატფორმაზე წვდომა უსაფრთხო მოგზაურობისთვის.

ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები:

  • 10%-იანი ფასდაკლება Hertz Plus-ის ავტომობილების დაქირავებაზე;
  • Hertz Gold Plus Reward სტატუსი უფასოდ;
  • პრიორიტეტული წვდომა გასართობ ღონისძიებებზე Priceless Cities პლატფორმის საშუალებით.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები აღნიშნული ბარათით სარგებლობას 1 წელი უფასოდ შეძლებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა