მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7106.7
0.002
flag
AZN 1.578
-0.0006
flag
CNY 38.825
-0.0005
flag
EUR 3.1984
0.0004
flag
GBP 3.6765
0.0083
flag
KZT 54.57
0
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.683
-0.0008

როგორია „ჟირაფი ჟოზეს“ სამომავლო გეგმები - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

news image

„ჟირაფი ჟოზე“ არის საბავშვო ანიმაციური პერსონაჟი, რომელიც YouTube-სა და სხვადასხვა საბავშვო პლატფორმაზე გვხვდება სასწავლო/გასართობ ვიდეოებში. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს გიორგი მარშანიას ესაუბრა.

- როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენ ვქმნით საბავშვო საგანმანათლებლო ანიმაციას, რომელიც ძირითადად YouTube პლატფორმისთვისაა განკუთვნილი. ჩვენი საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. იდეა შემოქმედებითად უფრო ადრე ჩამოყალიბდა, თუმცა პროექტს რეალური სახე სწორედ 2017 წელს მივეცით.

მომხმარებლებს ვთავაზობთ ალტერნატიულ, მხიარულ მეგობარს ბავშვებისთვის განათლებისა და შემეცნების გზაზე. ეს არის უცხოური ანალოგების ქართული ალტერნატივა, რომელიც ქართველი მშობლებისთვის მნიშვნელოვან დამხმარეს წარმოადგენს, როგორც არაფორმალური, ისე ფორმალური განათლების პროცესში. „ჟირაფი ჟოზე“ ბავშვების კარგი მეგზურია, რასაც ადასტურებს ისიც, რომ მას სკოლებსა და ბაღებში თავად მასწავლებლები და აღმზრდელები აქტიურად იყენებენ. პროექტი გათვლილია სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე.

- როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, რადგან საქართველოში ერთის მხრივ ქართული ანიმაციის, ხოლო მეორეს მხრივ საინტერესო საგანმანათლებლო რესურსების დეფიციტია. ბავშვებისთვის სხვადასხვა საგნის შესწავლასა და უნარ-ჩვევების განვითარებას მრავალფეროვანი, მათთვის საინტერესო მეთოდები სჭირდება, თუმცა ასეთი რესურსები ნაკლებად არის. „ჟირაფი ჟოზე“ ავსებს ორივეს ნაკლებობას და სწორედ ამიტომ სარგებლობს დიდ პოპულარობით როგორც ბავშვებში, ისე მშობლებში.

- რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

პირდაპირი კონკურენტები „ჟირაფ ჟოზეს“ პრაქტიკულად არ ჰყავს. მისი უპირატესობა მკვეთრად გამოხატულ საგანმანათლებლო ხაზში მდგომარეობს: ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით თითოეულ სიტყვას და სერიას, არ ვიყენებთ ნეგატიურ ფორმულირებებს და ვცდილობთ, რომ ბავშვის ფსიქოლოგიისთვის შესაფერისი დეტალები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ.

აღნიშნულ დეტალებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, რადგან ვიცით „ჟოზე“ ერთგვარი სამაგალითო პერსონაჟი, მასწავლებელი და აღმზრდელია.

- როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენი სამომავლო გეგმები პირველ რიგში „ჟირაფ ჟოზეს“ ეხება, გავაგრძელეთ სერიების გამოქვეყნება. პერიოდულად ვთავაზობთ მაყურებელს ახალ სერიებს. ცოტა ხნის წინ საფეხბურთო კლუბ „გაგრასთან“ თანამშრომლობით ახალი სერია გამოვაქვეყნეთ, რომლის მთავარი მიზანი სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციაა. მომავალში ვგეგმავთ მინიმუმ ორი ახალი სერიის დამატებას.

გარდა ამისა, აქტიურად ვფიქრობთ ჩვენი პროდუქციის გაფართოებაზე. ამჟამად ჟოზეს პროდუქტების მრავალფეროვან სიაში ბოლო სიახლეები არის ნატურალური წვენები და კრეკერი, რომლის განვითარება/გაფართოება ჩვენი სამომავლო გეგმების ნაწილია.

კიდევ ერთი მსხვილი პროექტი, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობთ და ახლა დავიწყეთ მუშაობა არის „ჟოზეს“ სრულმეტრაჟიანი მულტფილმი. ვჩქარობთ, რომ საახალწლოდ მოვასწროთ. ამჟამად სცენარის კორექტირებები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა დაინტერესება მაღალია. ამას გარდა, გვაქვს სხვა პროექტებიც: „დრაკონი დუქსი“ და სერიალი „ღუშები“, რომელიც „ჟოზეს“ საახალწლო სერიაში გამოჩნდა. მასზე ცალკე სერიების მომზადებას ვგეგმავთ, ამ ეტაპზე ორი სერია მზად გვაქვს და გვსურს კიდევ დავამატოთ.

ასევე შევქმენით ახალი არხი, რომელზეც ძალიან მალე დავიწყებთ ვიდეოების ატვირთვას. არხი მოიცავს ლექსად მოყოლილ ძილისპირულ ზღაპრებს. დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ზღაპრების, მათ შორის ხალხური ზღაპრების გაცოცხლება.

გარდა ამისა ვიწყებთ ახალ საბავშვო YouTube გადაცემას, რომელიც იქნება არანიმაციური და საკმაოდ განსხვავებული. გადაცემაში გამოჩნდება ბავშვებისთვის ძალიან საყვარელი წამყვანი, პერსონაჟი, მეგობარი, რომელიც მათ მხიარული ფორმით შესთავაზებს საგანმანათლებლო კონტენტს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 1 წელი მიკრობანკის ლიცენზიის მიღებიდან

12.02.2026.11:13

„კრისტალს“ მიკრობანკის ლიცენზიის მიღებიდან 1 წელი შესრულდა. საქართველოს ფინანსური ბაზრის მაღალ ლიგაში გადასვლა კომპანიისთვის არა მარტო საეტაპო, არამედ მნიშვნელოვანი სიახლეებისა და წარმატების მომტანიც აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ „კრისტალმა“  სრულფასოვანი საბანკო მომსახურების ამოქმედება  და ახალი სტატუსით ოპერირების დაწყება, ლიცენზიის მიღებიდან უპრეცენდენტოდ სწრაფად, ზუსტად ოთხ თვეში მოახერხა. 

საბანკო პროდუქტების შეთავაზებას წინ უძღოდა კომპლექსური სისტემური ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი და რთული ეტაპი, რომლის დროსაც ერთმანეთის პარალელურად 95 სხვადასხვა მასშტაბის და სირთულის პროექტი იმართა: დაინერგა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ინოვაციები, თანმდევი სამუშაოები ჩატარდა რისკების მართვისა და რეგულაციებთან შესაბამისობის კუთხით, რამაც ხელი შეუწყო როგორც საბანკო ტრანზაქციების ეფექტიან ფუნქციონირებას, ისე, ჩვენი მომხმარებლების დაცულობას და საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტანდარტებთან შესაბამისობას.

„ეს ერთი წელი გარდამტეხი და სრულიად უპრეცედენტო აღმოჩნდა. ამ სისტემური ტრანსფორმაციის წარმატებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა კომპანიის მენეჯმენტის გუნდი, რომლის მონდომებით,  პროფესიონალიზმით და მაღალი პასუხისმგებლობით წარმატებით დასრულდა როგორც ლიცენზიის მიღებისა და ტრანსფორმაციის, ისე საბანკო  მომსახურების შეთავაზების ეტაპები. მნიშვნელოვანი იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების მხარდაჭერა  კომპანიისთვის, და საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ძლიერი და პასუხისმგებლიანი რეგულატორის პოზიტიური, მხარდამჭერი როლი. ყველაფერი ეს ერთად, უდიდეს მოტივაციასა და ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენდნენ.“ - აღნიშნავს „კრისტალის“ გენერალური დირექტორი ილია რევია. 

საგულისხმოა, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მიღების პირველ წელს კვლავაც წარმატებით  გაგრძელდა გლობალურსაფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და ინვესტიციების მოზიდვა. გაიზარდა თანამშრომლობა მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, რაც კომპანიის წინსვლისა და ქართული ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. “კრისტალის” პარტნიორების რიცხვი უკვე 20-ს აჭარბებს. სულ კი 2025 წელს კომპანიამ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 230 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა.

მიკრობანკმა გაიძლიერა პოზიცია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებში:  2025 წელს ავტორირეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია SCOPE Ratings-მა “კრისტალის” საკრედიტო რეიტინგი ‘B+/Stable’-ზე დაადგინა. გაზრდილი რეიტინგი ადასტურებს კომპანიის მდგრად შემოსავლიანობას, წარმატებულ ტრანსფორმაციას, აქტივების სანდო ხარისხსა და სტაბილურ ლიკვიდობას, რაც კომპანიის სტრატეგიული გეზის სისწორით, მენეჯმენტის სიძლიერით და წამყვანი ინსტიტუციური აქციონერების მხარდაჭერითაა განპირობებული. 

კომპანია მიკრობანკის სტატუსით საქმიანობის მეორე წელსაც „კრისტალი“ მნიშვნელოვანი გეგმებით იწყებს. კომპანია წარმატებით განაგრძობს საბანკო ბაზარზე დამკვიდრებას, სტაბილურ ოპერირებასა და ზრდას. მიმდინარეობს მზადება ახალი საბანკო პროდუქტების შეთავაზებისა და სხვა ტექნოლოგიური სიახლეებისთვის. მიმდინარე წელს მთავარი აქცენტი ტექნოლოგიურ განვითარებაზე, ციფრული მომსახურების არხების — განსაკუთრებით მობილური ბანკინგის განვითარებაზე,  ინოვაციებსა და მომხმარებლებზე ორიენტირებული პროდუქტების გამრავალფეროვნებაზე  გაკეთდება. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა