იგეგმება ფიზიკური მაღაზიის გახსნა, რათა მომხმარებელს ონლაინ სერვისთან ერთად, ჰქონდეს შესაძლებლობა ადგილზე შეარჩიოს პროდუქცია - world.starkiiids
world.starkiiids არის ონლაინ მაღაზია, რომელიც აერთიანებს საბავშვო სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს. კომპანიამ საქმიანობა 2020 წელს დაიწყო. Business Insider Georgia მეტი დეტალისთვის world.starkiiids - ის დამფუძნებელს ანანო ბეროშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
world.starkiiids არის ონლაინ მაღაზია, რომელიც საბავშვო სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანია 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაარსდა და მისი მიზანი თავიდანვე იყო მშობლებისთვის კომფორტული, მარტივი და სწრაფი სერვისის შეთავაზება სახლიდან გაუსვლელად, ბავშვების ჩაცმულობაზე ზრუნვის შესაძლებლობით.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
world.starkiiids-ის ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს: ჩვილების სეტებს, ნათლობის ტანისამოსს, აქსესუარებს, ფეხსაცმელს, რომპერებს და სხვა მრავალ საჭირო პროდუქტს. ძირითადად, კომპანია მუშაობას 0-დან 5 წლამდე ასაკობრივ სეგმენტზე, თუმცა შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთები უფრო დიდი ასაკისთვისაც.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
კომპანიის მთავარი უპირატესობა მომხმარებელზე მორგებულ სწრაფ და კომფორტულ მომსახურებაშია. world.starkiiids - ი ყოველთვის ითვალისწინებს თითოეული მყიდველის საჭიროებებს და მაქსიმალურად ცდილობს დროულად და ეფექტურად მიაწოდოს მათ პროდუქცია. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს მომხმარებელთა ნდობის ზრდას და ბრენდის უწყვეტ განვითარებას.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ კომპანია გეგმავს საქმიანობის გაფართოებას. მიზანია, ყველა პროდუქტი ადგილზე იყოს ხელმისაწვდომი და მინიმუმამდე შემცირდეს განხორციელებული შეკვეთის მოლოდინის დრო. ასევე იგეგმება ფიზიკური მაღაზიის გახსნა, რათა მომხმარებელს ონლაინ სერვისთან ერთად, ჰქონდეს შესაძლებლობა ადგილზე დაათვალიეროს და შეარჩიოს პროდუქცია.
აღსანიშნავია, რომ world.starkiiids მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, რაზეც მეტყველებს მისი სწრაფი ზრდა და მომხმარებელთა კმაყოფილება. ხარისხი კი კომპანიისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
სხვა სიახლეები
17.06.2025.18:00
Villa Mosavali • ვილა მოსავალი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს ფართოვდება და ახალ სერვისებს ამატებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ვილა მოსავალის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის „ვილა მოსავალი“ სტუმრებს ახალი, დიდი აუზი და პადელის მოედნები დახვდებათ.
„მიმდარე წლის მოლოდინებს რაც შეეხება დამოკიდებული ვართ, თუ როგორ განვითარდება ტურისტული სეზონი. თუმცა ჩვენი მხრიდან სიახლე იქნება ის, რომ ახალი და უფრო დიდი აუზი გვექნება დამატებული. ასვე გვექნება რამდენიმე სიახლე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით: პადელის 2 მოედანი დავამატეთ და ასევე, რეკრეაციული ზონა, რომელიც 2000 კვ/მ-ს მოიცავს. რაც შეეხება დიდი რესტორანს, რომელიც 1000 სტუმარზე იქნება გათვლილი დაგეგმილია, რომ სექტემბერში გაიხსნება. მისი სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ნიკოლოზ შეყრილაძემ.
სასტუმროს სტუმრები ძირითადად ადგილობრივი სტუმრები არიან და მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის განთავსების ფასები არ შეცვლილა.
როგორც ცნობილია „ვილა მოსავალი“ შესანიშნავი ადგილია დასვენებისათვის. თბილისიდან 30 კილომეტრში, შთამბეჭდავი გამოცდილება ელის ყველას: ოჯახებს, ღვინის მოყვარულებს, საქმიანი ვიზიტზე მყოფთ თუ უბრალოდ განტვირთვისათვის ჩამოსულ სტუმრებს. პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემო, გასაოცარი სამზარეულო, ღია აუზი, ბუნების სილამაზე და საუკეთესო ღვინო ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი მოგონება გახდება.
ვილა მოსავლის სასტუმროს 27 ნომერზეა გათვლილი და თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ავეჯით.
„ვილა მოსავალი“ მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მდებარეობს და ის სასტუმროს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის გარე სივრცეებს, ღვინის მარანს, ღია აუზსა და სხვადასხვა მრავალფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს.