როგორია VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph-ის პროექტის მიმდინარეობა
VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph-ის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია და შეიძლება ითქვას, რომ ფუნდამენტის სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფაშალიშვილმა განაცხადა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph-ის პროექტზე.
„დავამატებ ერთ მნიშვნელოვან დეტალს, პირველივე ფაზაში ინფრასტრუქტურის ნაწილში არამარტო აუზი და ფიტნესი იქნება, იქნება ასევე სხვადასხვა სახის რესტორნები და ბარები. იქნება ასევე ჩოგბურთის მოედნები. ჩვენი ერთ-ერთი ღირებულება და მიმართულება არის ჯანსაღი ცხოვრების სტილის შეთავაზება ჩვენი მომხმარებლებისთვის“, - ამბობს ბექა ფაშალიშვილი.
VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი პარაგრაფის მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ბუნების 4 მაცოცხლებელი ენერგიის და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს და დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
ინოვაციური და მრავალფუნქციური პროექტისთვის ლოკაცია გამორჩეული ბუნებრივი მახასიათებლების გამო შეირჩა: გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა; მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო და ზღვის სუფთა წყალი მომავალი მობინადრეების ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.
ჩვენი პროექტის მახლობლად მდებარეობს:
• პარაგრაფი რესორტ & სპა
• ბლექ სი არენა
• მინიატურების პარკი
• დენდროლოგიური პარკი
• ციცინათელას პარკი
• მუსიკოსთა პარკი
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო
21.01.2026.17:38
საქართველოს ბანკი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ სამუშაო გარემოში პირველი პროფესიული ნაბიჯები გადადგან.
ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მიღება 20 იანვარს დაიწყო და 3 თებერვალს დასრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროგრამებს გაეცნონ და განაცხადი გააგზავნონ აქ.
პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს ინტენსიურ ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ სამუშაო გამოცდილებას დაკავშირებულ დეპარტამენტებში. ლიდერატორებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ბანკის სტრუქტურა და როგორ იქმნება პროდუქტები, რომლებიც მილიონზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში განაგრძო.
ინფორმაციისთვის, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსის სტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები.
2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე:
• კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი;
• პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;
• სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა;
• საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი;
• მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოალურობის მართვა;
• საბანკო სამართალი;
• ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი;
• მონაცემთა მეცნიერება;
• IOS დეველოპმენტი;
• მარკეტინგი;
• ტალანტების მოზიდვა და განვითარება;
• ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა.
პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge