როგორია Villaggio Mirzaani Resort -ის საქმიანობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები
„ვილაჯიო მირზაანი რეზორტი“ წარმოადგენს მრავალფუნქციურ დასასვენებელ კომპლექსს, რომელიც მოიცავს როგორც კოტეჯებს, ისე სასტუმროს ნომრებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელსა და მენეჯერს რატი ტოკლიკიშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ვილაჯიო მირზაანი რეზორტი“ წარმოადგენს მრავალფუნქციურ დასასვენებელ კომპლექსს, რომელიც მოიცავს როგორც კოტეჯებს, ისე სასტუმროს ნომრებს. საქმიანობა დავიწყეთ სამი წლის წინ. თავდაპირველად, მხოლოდ რამდენიმე კოტეჯითა და მცირე რესტორანით, ხოლო დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გავფართოვდით. ამჟამად, რეზორტი 10 კოტეჯს და 13 ნომერს აერთიანებს. სტუმრებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის სერვისს მთელი წლის განმავლობაში.
კომპლექსში მდებარეობს:
• ორი აუზი - 6 და 20 მეტრიანი, ერთი საბავშვოა და იდეალურია ოჯახებისთვის. 20-მეტრიანი აუზი კი ერთ-ერთი უდიდესია კახეთში მდებარე დახურული აუზებიდან;
• ორი რესტორანი და სადეგუსტაციო სივრცე;
• ღვინის მარანი;
• საკონფერენციო დარბაზი;
• საჩვენებელი ვენახი;
რესტორანში კერძების მოსამზადებლად გამოყენებული პროდუქტების ნაწილი ჩვენს ბაღშია მოყვანილია, რომელიც რესტორნიდან დაახლოებით 10 მეტრში მდებარეობს და სტუმრებს თავად აქვთ მისი ხილვის შესაძლებლობა.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ჩვენი სტუმრების უმეტესობა ადგილობრივი, ქართველი დამსვენებელია, რაც საკმაოდ სტაბილურ გარემოს გვიქმნის. ტურისტების წილი კი დაახლოებით 10%-ს შეადგენს, თუმცა მათი რაოდენობა სეზონურად იზრდება.
სტუმართა სეგმენტაცია შემდეგნაირია:
• ოჯახები - ხშირად გვესტუმრებიან დასასვენებლად სხვადასხვა სეზონზე;
• წყვილები - განტვირთვისა და დასვენებისთვის;
• კორპორატიული სტუმრები - ვმასპინძლობთ შეხვედრებს, თიმბილდინგებსა და საქმიანი ტიპის ღონისძიებებს ;
• ქორწილები - გვაქვს ერთ ან ორ ღამიანი ქორწილები, როცა სტუმრები სრულად ხურავენ მთელ სივრცეს;
• ბანკეტები და წვეულებები - აქტიურად ვმასპინძლობთ სკოლის ბანკეტებს, დაბადების დღეებსა და სხვა სახის ღონისძიებებს, როგორც ერთდღიან, ისე მრავალდღიან ფორმატში.
ეს არის ჩვენი ამჟამინდელი ძირითადი მიმართულებები, რომელიც აქტიურად ვითარდება და ფართოვდება.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კონკურენტული უპირატესობებია:
1.მოქნილობა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, რაც გვაძლევს საშუალებას, მაქსიმალურად მოვერგოთ სხვადასხვა ტიპის სტუმარს. მაგალითად, მხოლოდ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 40-კაციან ჯგუფზე სრულად დავხუროთ სასტუმრო და სრულად დავუთმოთ მათ სივრცე. ეს ქმნის სრულ უსაფრთხოებას, პრივატულობის განცდას, გამორჩეულ კომფორტს გუნდური ღონისძიებებისა თუ თიმბილდინგისთვის;
2. დახურული, მასშტაბური აუზები ყველა სეზონისთვის. გვაქვს ორი აუზი. მათ შორის, ერთ-ერთი კახეთის მასშტაბით ყველაზე დიდი. აუზები ფუნქციონირებს ნებისმიერი ამინდის პირობებში და არის განსაკუთრებით კომფორტული როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვის;
3. 7 ნომერი და 2 კოტეჯი, რომელთაც აქვთ აივანი ჯაკუზით და საოცარი ხედებით. ეს კომბინაცია განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის რეზორტს;
4. ღვინის მარანი და სადეგუსტაციო სივრცე. დამსვენებელს არსად გასვლა არ სჭირდება. ადგილზე მოსულ სტუმარს ვთავაზობთ შემდეგ აქტივობებს : ღვინის დეგუსტაცია, პურის ცხვობა, ტრადიციული კახური კულტურის გაცნობა, რაც მოთხოვნადია როგორც უცხოელი, ისე ქართველი სტუმრისთვის;
5. მაღალი ხარისხის ნატურალური პროდუქტები, რომელიც ადგილზე, ჩვენს ბაღში მოყვანილია. ეს კი კერძებში ქმნის გამორჩეულ გემოვნურ თვისებებს;
6. განთავსების ტიპების მრავალფეროვნება, არჩევანის თავისუფლება.
სტუმრებს ვთავაზობთ როგორც ეკომეგობრულ კოტეჯებს, ისე სასტუმროს ნომრებს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ამ ეტაპზე სერვისების დამატებას არ ვგეგმავთ. ძირითად სამომავლო გეგმას სანომრო ფონდის გაზრდა წარმოადგენს. ამჟამად, მშენებლობა დროებით შეჩერებულია, თუმცა უკვე შეძენილი გვაქვს ახალი ნაკვეთი და ვგეგმავთ განვითარებას. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. განახლებული სივრცე იქნება გლემფინგი, კოტეჯი თუ სასტუმროს ნომერი. გარდა ამისა, მომავალში სტუმრებისთვის ვგეგმავთ ველნეს-თერაპიის შეთავაზებას.
განვითარების დასაჩქარებლად აქტიურად განვიხილავთ ინვესტორის ჩართვას, რაც კიდევ უფრო ეფექტურად და სწრაფად მოგვცემს შესაძლებლობას განვახორციელოთ დაგეგმილი პროექტები.
ცნობისთვის, რეზორტი მდებარეობს კახეთში, მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ, თბილისიდან 1.5-2სთ-ის სავალ გზაზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.07.2025.20:59
ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საავტომობილო ინდუსტრიაში - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა ბექა ციცქიშვილმა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე, Change Inspire-ის პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა. ღონისძიება HT Solutions-ის ორგანიზებით გაიმართა. ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა კიბერუსაფრთხოებაში, მონაცემთა ანალიზის პროცესში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სტრატეგიებში — ეს იყო კონფერენციის მთავარი თემები წელს.
„თეგეტა ჰოლდინგმა“ წლებია, ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესმოდელისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფუნდამენტად აქცია. კომპანიის წარმომადგენელმა ღონისძიების მონაწილეებს უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომლებიც სამუშაო პროცესში AI-ს ინტეგრაციას გულისხმობს.
ბექა ციცქიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი ტექნოლოგიური ოფიცერი: „Change Inspire-ის მსგავს ღონისძიებებში „თეგეტას“ მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს საშუალებას, პოტენციურ პარტნიორებსა და მომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენი ციფრული მიმართულება და გავუზიაროთ დაგროვილი გამოცდილება.
AI-ს ეპოქაში „თეგეტა ჰოლდინგი“ არ არის მხოლოდ ტრადიციული მომსახურების მიმწოდებელი, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ორიენტირებულია პერსონალიზებულ და ციფრულ გამოცდილებაზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა სერვისი მიიღოს მაქსიმალურად სწრაფად, მარტივად და კომფორტულად.
მსგავსი მიდგომა დღეს უკვე ინოვაცია აღარ არის - ეს აუცილებლობაა, რათა კომპანიამ შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა და ფეხი აუწყოს ციფრულ რეალობას. მით უმეტეს მაშინ, როცა ინდუსტრიის წამყვანი ბრენდები აქტიურად მუშაობენ ავტომობილების წარმოებისას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე - ამის მაგალითია ხელოვნური ინტელექტით მართვადი მანქანები“.
„თეგეტა ჰოლდინგი“ ამ დროისთვის ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ერთ-ერთია AI ასისტენტი, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება დიაგნოსტიკაში, სერვისების დაჯავშნაში, ავტონაწილების მოძიებაში. მეორეა AI აგენტების პროექტი, რომელიც „თეგეტას“ თანამშრომლებს მონაცემების სწორად გაანალიზებასა და უკეთესი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში შეუწყობს ხელს. ასევე - AI-driven მომხმარებლების საჭიროებაზე მორგებული პერსონალიზებული შეთავაზებისა და კამპანიების პროექტი.
ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2018 წლიდან იმართება. წლევანდელი კონფერენციის თემა „AI ჩემპიონთა ლიგა“ იყო. გლობალურმა და რეგიონულმა ექსპერტებმა ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს: ციფრული ტრანსფორმაცია, BIG Data, კიბერუსაფრთხოება და IT ინფრასტრუქტურა.
ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. კონფერენციის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან: Amazon Web Services (AWS), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks, Lenovo, Fortinet, Cloudera.
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.