მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

როგორია ციფრული კაფეტერია Lunchoba-ს განვითარების კონცეფცია

news image

Lunchoba პირველი ციფრული კაფეტერიაა, რომელიც ბაზარზე შვიდიოდე წლის წინ გამოჩნდა და მომხმარებლების დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიის სერვისით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია სპეციალური აპლიკაციით, რომელიც საკმაოდ მარტივია. აპლიკაციას ჩატის ფუნქცია დაემატა და ახლა უკვე Lunchoba 24 საათიან რეჟიმში ემსახურება საკუთარ მომხმარებელს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის კორპორატიული გაყიდვების დირექტორმა გიორგი მაჭარაშვილმა განუცხადა.

 

„დავამატეთ ჩატის ფუნქცია. მომხმარებელს როგორც კი რამე პრობლემა აქვს და გვწერს ან მენიუსთან დაკავშირებით, ან თანხასთან დაკავშირებით, როგორც კი აპლიკაციიდან ჩათის ღილაკს დააწვებიან ავტომატურად მესენჯერში ვიღებთ შეტყობინებებს და ვპასუხობთ 24 საათიან რეჟიმში “, - ამბობს კომპანიის კორპორატიული გაყიდვების დირექტორი გიორგი მაჭარაშვილი.

 

 

ინტერესი და მოთხოვნა კომპანიისადმი საკმაოდ მზარდია. მოკლე პერიოდში Lunchoba ობიექტის დამატებას გეგმავს, რომელიც ლოკაციურად საბურთალოს რაიონში იქნება განთავსებული.

 

 

„მოთხოვნა მზარდია ცალსახად. ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ რომ ვგეგმავდით ობიექტის დამატებას, რომელიც უკვე აქტიურ ფაზაში გადავიტანეთ. ფართების მოძიების ეტაპზე ვართ გადასულები. კადრები გადამზადებული გვყავს და ველოდებით რომ რაღაც ფართი მოვძებნოთ რაც  ჩვენთვის იქნება ხელსაყრელი. ეს იქნება ძირითადად, საბურთალოს ტერიოტრიაზე, რომელიც დაფარავს ვაკე-საბურთალოს რაიონს და მაგ ლოკაციაზე მაგ მომხმარებლებს მოვემსახურებით “, - აცხადებს კომპანიის კორპორატიული გაყიდვების დირექტორი გიორგი მაჭარაშვილი.

 

Lunchoba სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. ერთ-ერთი მთავარი კი მომხმარებლებისადმი შექმნილი კომფორტი და სიმარტივეა.

 

 

„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა პირველ რიგში არის ის რომ მორგებული ვართ უშუალოდ კომპანიებზე და მათ თანამშრომლებზე. კომპანიის ბუღალტრებისთვის გვაქვს გამარტივებული მომსახურება. ვგულისხმობ იმას რომ თვის ბოლოს ავტომატურად უგენერირდებათ ინვოისი და თითოეულ იუზერზე გაწერილი თანხები რა დახარჯეს. შესაბამისად, ხელით ანგარიში აღარ სჭირდება არც ჩვენს ბუღალტერს და არც მათ ბუღალტერს. პირდაპირ, ყოველი თვის დასრულებისთანავე ავტომატურად ეგზავნებათ ინვოისები. რაც შეეხება მათ თანამშრომლებს, თანამშრომლებთან გვაქვს ესეთი მომსახურება თუ ვთქვათ კომპანია უფინანსებს გარკეულ თანხას თანამშრომელს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად უბრალოდ მიაბას თავისი ბარათი და შემდეგ ყოველ ჯერზე როცა ვთქვათ იმ ლიმიტს რასაც კომპანია უფინანსებს და თვითონ უნდა უკვე თავისიი ხარჯით რამე შეუკვეთოს მარტივად შეუძლია შეუკვეთოს და პროგრამა თვითონ გამიჯნავს უკვე თანამშრომლის ბარათიდან გახარჯულ თანხასაც და კომპანიის მხრიდან დაფარულ თანხასაც “, - განმარტავს კომპანიის კომპანიის კორპორატიული გაყიდვების დირექტორი გიორგი მაჭარაშვილი.

 

 

Lunchoba 2025 წელს აპლიკაციის ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომობას გეგმავს. იქედან გამომდინარე, რომ გარდა ქართველი მომხმარებლისა ბევრი უცხოელი მომხმარებელიც ჰყავს.

 

 

„დაგეგმილი გვაქვს ცალსახად რომ აპლიკაცია გავხადოთ ხელმისაწვდომი ინგლისურ ენაზე რასაც აუცილებლად 2025-ში ჩავუშვებთ რაც ძაან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ბევრი უცხოელი, ინგლისურენოვანი მომხმარებელი დაგვემატა და მათთვისაც გავხდით კომფორტულს ჩვენს მომსახურებას “, - აღნიშნავს კომპანიის კომპანიის კორპორატიული გაყიდვების დირექტორი გიორგი მაჭარაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანია საკუთარ მომხმარებელს სეზონურად განახლებულ და მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს. რაც შეეხება პროდუქციას, ეს არის  სალათები, გარნირები, დესერტი და სხვა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ გახდა ბუდუ ზივზივაძე PLUS-ის ახალი კამპანიის სახე

01.07.2025.10:25

2017 წლიდან 5 ივლისი, PLUS-ის დაბადების დღე, გახდა შოპინგის დღესასწაული, რომელსაც ადამიანები მთელი წელი ელოდებიან. ამ დღეს შეგროვებული PLUS ქულებით  შეგიძლია 200-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში ნებისმიერი ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინო. 

ხშირად საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების გახარებისთვის თანხის შეგროვებას ვერ ვახერხებთ. PLUS ქულები კი ძალისხმევის გარეშე, ნებისმიერი გადახდისას ავტომატურად გროვდება და გაძლევს შესაძლებლობას, თამამად იყიდო ის, რის შეძენასაც დიდი ხანია გინდა.  საქართველოს ბანკი მთელი წლის განმავლობაში ლოიალურ მომხმარებელს ქულებით გადახდისას არაერთს ფასდაკლებას სთავაზობს, თუმცა  5 ივლისი განსაკუთრებულია - ემოციების, სიხარულის, ურთიერთობებისა და საჩუქრების დღესასწაული, ისეთივე სახალხო და საყოველთაო, როგორიც ფეხბურთი.

წელს PLUS დაბადების დღის კამპანიის სიმბოლო ბუდუ ზივზივაძე გახდა, საქართველოს ნაკრების რვა ნომერი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე არაჩვეულებრივ თამაშთან ერთად ცნობილი აღნიშვნით დაგვამახსოვრა თავი. იცოდი, რომ თურმე მთელი ამ ხნის  განმავლობაში ბუდუ PLUS-ის დაბადების დღის სამზადისზე მიგვანიშნებდა?

კამპანიის კრეატიული დირექტორი, ბექა მეფარიშვილი, გვიყვება, როგორ დაუკავშირდა ბუდუს ცნობილი ჟესტი PLUS ქულებს:

„იდეაზე ფიქრის პროცესში ბევრი სხვადასხვა მიმართულება მოვსინჯეთ, ვეძებდით ყველაფერს, რაც ამ სიმბოლოსთან ასოცირდებოდა ფორმითა და იდეით. ბუდუც  ამ პროცესში გაგვახსენდა. შევამჩნიეთ, რომ თუ მის ცნობილ აღნიშვნას  30 გრადუსით გადავხრით, პლუსის ნიშანს მივიღებთ. კამპანია მარტივ ხუმრობაზეა აგებული - თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში ბუდუ გვახსენებდა, რომ  PLUS დაბადების დღისთვის ქულები შეგვეგროვებინა. თანაც, ბუდუ ნაკრებში 8 ნომრით თამაშობს, წელს კი PLUS 8 წლის ხდება. ეს დღე ერთგვარი სახალხო დღესასწაულია - ბუდუ კი სახალხო ფეხბურთელი. 5 ივლისს დიდ აურზაურსა და ბევრ გახარებულ სახეს უნდა ველოდოთ. ამ დღეს უამრავი ადამიანი დიდი ხნის სურვილების ასრულებას შეძლებს”.

ასე შეიძლება გახდეს ერთი ჟესტი უამრავი ადამიანის დამაკავშირებელი სიმბოლო. ფეხბურთი თავისი გულშემატკივრებით, ტრადიციებით, დაუწერელი თუ დაწერილი წესებით მთელი კულტურაა, უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ თამაში, საჩუქრების ჩუქებაც არ არის მხოლოდ ნივთების გაცვლა, ეს არის ერთმანეთზე ზრუნვის, სიყვარულის, მეგობრობის, ემოციების გამოხატვის საშუალება. 

სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ბანკის მომხმარებლები მთელი წელი აგროვებენ ქულებს. ბანკის შეთავაზებებს თუ თვალს ადევნებ, ქულების შეგროვება  შენთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება, პარტნიორ ობიექტებში ხშირად 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი PLUS ქულის მიღება შეგიძლია. თუ საკრედიტო ბარათით სარგებლობ, არ დაგავიწყდეს, რომ AMEX-ზე დაგროვებულ MR ქულებს PLUS ქულებში გადაცვლი სულ რამდენიმე წამში მობილბანკის საშუალებით. გარდა ამისა, მობილბანკით PLUS ქულების სხვასთან გადარიცხვაც შეგიძლია. თუ ოჯახისთვის, ან სამეგობროსთვის გინდა ნივთის ყიდვა, შეგიძლიათ, შეგროვილი ქულები გააერთიანოთ და ერთობლივად აიხდინოთ სურვილი. 

ასე რომ, დრო ჯერ კიდევ გაქვს. შეაგროვე ქულები და შემოუერთდი PLUS დღესასწაულს, ერთადერთ დაბადების დღეს, როცა იუბილარი თავად გასცემს უამრავ საჩუქარს. ზოგჯერ საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანების გახარება იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენია

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა