მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

როგორია საქართველოს ბანკის მწვანე ინიციატივები

news image

საქართველოს ბანკისთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთი ძირეული ღირებულებაა, რომელიც როგორც ბანკის ბიზნეს მოდელში, ასევე ფინანსური ინსტიტუტის ყოველდღიურ საქმიანობაში არის ინტეგრირებული

შესაბამისად, საქართველოს ბანკის მიზანია, პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს არა მხოლოდ შიდა პროცესებზე, არამედ მომხმარებლებისა და მომწოდებლების მდგრადობაზე. ამ მიმართულებით კი ფინანსური ინსტიტუტი არაერთ ინიციატივას ახორციელებს:

გარემოსდაცვითი პოლიტიკები 

საქართველოს ბანკში 2012 წლიდან დაინერგა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემა, რომლის თანახმადაც, ბანკი იღებს ვალდებულებას, მოახდინოს გარემოსდაცვითი ფაქტორების ინტეგრაცია ბიზნეს სტრატეგიაში, ყოველდღიურ ოპერაციებში, სესხების პრაქტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რათა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, შემცირება და მონიტორინგი

ამასთან, საქართველოს ბანკის გუნდმა შეიმუშავა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც ბანკი იღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ქვეყნის კლიმატურ მიზნებს და ხელი შეუწყოს ბიზნესებს, გახდნენ უფრო მდგრადი

ორგანიზაციაში ასევე მოქმედებს გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მომწოდებელთა ქცევის კოდექსი, რომლის თანახმადაც, ბანკი არა მხოლოდ იღებს პასუხისმგებლობას გარემოსდაცვით ინიციატივებზე, არამედ იმავეს ელის მომწოდებლებისგანაც

მწვანე დაფინანსების ლიდერები საქართველოში

გრძელვადიანი ღირებულების შექმნის და პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს გარემოსდაცვით და კლიმატურად მდგრადი ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით  ინიციატივების იმპლემენტაციას

სწორედ ამიტომ, ენერგოეფექტურობის გაზრდის, განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილებების დანერგვის ხელშეწყობისთვის, ბანკი მომხმარებლებს მწვანე დაფინანსებას სთავაზობს.

ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკის გუნდმა პირველი სამიზნე მაჩვენებელი 2023 წელს დაისახა, რომლის მიხედვითაც 2024 წლისთვის მწვანე დაფინანსება მინიმუმ 875 მილიონ ლარამდე უნდა გაეზარდა

მდგრადი განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების შედეგად, მწვანე პორტფელის მოცულობამ 2024 წლის ბოლოსთვის 1,024 მილიონ ლარს მიაღწია - შედეგებმა სამიზნე მაჩვენებლის 17.1%-ით გადააჭარბა, რაც 36.3%-იან წლიურ ზრდაში აისახა

საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისადმწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკი  ლიდერის პოზიციას იკავებს. 

ამჟამად, საქართველოს ბანკის მდგრადობის პორტფელის მოცულობა, რომელიც მწვანე და სოციალურ პროექტებს აერთიანებს, 1,950 მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა, ბანკის გუნდი მიზნად ისახავს, კიდევ უფრო მეტად გაზარდოს მწვანე პორტფელი და უფრო მეტი ინიციატივა განახორციელოს მომავალშიც მდგრადი განვითარების მიმართულებით

პარტნიორობა გარემოზე ზრუნვისთვის

 

საქართველოს ბანკში ნარჩენების სეპარირების პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს. ამ ეტაპზე ხდება 5 სახის სხვადასხვა ნარჩენს სეპარირება და დამუშავება.

მხოლოდ 2024 წელს, საქართველოს ბანკის მასშტაბით 83 ტონაზე მეტი ქაღალდი, 3 ტონაზე მეტი პლასტმასა და 6 ტონაზე მეტი ელემენტი გადამუშავდა. გარემოზე ზემოქმედების კვალის შემცირების მიზნით კი, საქართველოს ბანკი თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაატენედა „wasteless“.

გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიმართულებით საქართველოს ბანკი კიდევ არაერთი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ შეგიძლიათ შეარჩიოთ ბიზნესისთვის შესაფერისი ანაბარი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

25.04.2025

ბიზნესისთვის ფინანსური რესურსების სწორად მართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაყიდვების ზრდა ან ახალი მომხმარებლების მოძიება. ერთ-ერთი გზა გრძელვადიანი სტაბილურობისთვისანაბრების გამოყენებაა. თუმცა, რა განსხვავებაა ანაბრის სხვადასხვა ტიპს შორის? როგორ გავარჩიოთ, რომელი  მოერგება უკეთ ჩვენს საქმიანობას, გეგმებს ან ფინანსურ საჭიროებებს?

ამ სტატიაში გაგაცნობთ საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილ ოთხ განსხვავებულ ანაბარს (ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი), რომელთაც ბიზნეს მობილბანკში ნახავთ და განვიხილავთ თითოეულის უპირატესობას.

ᲕᲐᲓᲘᲐᲜᲘ ᲐᲜᲐᲑᲐᲠᲘ

 

თუ გაქვთ თავისუფალი თანხა და გსურთ მიიღოთ სარგებელი სხვა ტიპის ანაბრებთან შედარებით მაღალი პროცენტით, ვადიანი ანაბარი ამაში დაგეხმარებათ. იგი მინიმუმ 3 თვით, მაქსიმუმ კი 24 თვით იხსნება, შესაბამისად, თუ იცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხა არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ეს ანაბარი ბიზნეს მობილბანკიდან გაააქტიუროთ. დეტალები კი ასეთია:

 

საწყისი თანხა: 500 ლარი ან ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში

სარგებელი ლარში: წლიური 10.95%-დან 12.25%-მდე

ეფექტური პროცენტი ლარში 10.95-დან 11.5%-მდე

ᲑᲝᲜᲣᲡᲘ: ᲗᲣ ᲐᲛ ᲐᲜᲐᲑᲐᲠᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲗ ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲚᲐᲠᲨᲘ, ᲛᲘᲘᲦᲔᲑᲗ 0.25%-ᲘᲗ ᲛᲔᲢ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲔᲚᲡ.

 

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

მოთხოვნამდე ანაბარი

მოთხოვნამდე ანაბრის უპირატესობა მისი მოქნილობაა, რადგან უვადოა, საწყისი შენატანის ოდენობა განსაზღვრული არაა, ხოლო თანხის გატანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ამიტომაც, იგი მათთვისაა ხელსაყრელი, ვინც ზუსტად არ იცის, როდის შეიძლება დასჭირდეს თანხა, თუმცა სურს, გარკვეული დროის განმავლობაში სარგებელი მაინც მიიღოს.

საწყისი თანხა: 0 ლარი

თანხის დამატება /გატანა: ნებისმიერ დროს

სარგებელი ლარში: 2%

ეფექტური პროცენტი ლარში: 2.02%

მარტივად მართვადი: ანაბრის გახსნა და წლიური მომსახურება 0 ლარია.

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

მოთხოვნამდე+ ანაბარი ბიზნესისთვის

თუ გსურთ ანაბარი, რომელსაც თანხას ნებისმიერ დროს დაამატებთ ან გამოიტანთ, თუმცა მაინც მიიღებთ სარგებელს, შეგიძლიათ მობილბანკით მოთხოვნამდე+ გაააქტიუროთ. ამ შემთხვევაში სარგებელს ყოველთვიურად ან წლის ბოლოს, თვის მინიმალურ ნაშთზე მიიღებთ.

ანაბრის გახსნა: უფასო;

საწყისი თანხა: 0 ლარი;

წლიური სარგებელი ლარში: 3%; 

ეფექტური პროცენტი -8.06%

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

შეგროვებადი ანაბარი 

თუ გსურთ თანდათან შეაგროვოთ თანხა კონკრეტული მიზნისთვისახალი ტექნიკის შესაძენად ან საინვესტიციო პროექტისთვის, ეს ანაბარი ოპტიმალური არჩევანი იქნება. მისი უპირატესობა მაღალი სარგებლიანობაა, ხოლო საწყისი თანხა 10 ერთეულით განისაზღვრება. თანხის გატანა კი შესაძლებელია ვადის ბოლოს.

ვადა: 3–24 თვე

წლიური სარგებელი ლარში: 10.35%-დან 11.50%-მდე;

ეფექტური პროცენტილარში 10.85%-დან 11.41%-მდე;

ბონუსი: თუ ამ ანაბარს გახსნით ონლაინ ნებისმიერ ვალუტაში, მიიღებთ 0.25%-ით მეტ სარგებელს.

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

ამგვარად, თუ თქვენი მიზანია სტაბილური ზრდა, მოულოდნელობებისთვის მზადყოფნა, თუ უბრალოდ დამატებითი ფულადი რესურსების დაგროვებასაქართველოს ბანკის ბიზნეს ანაბარი ამაში დაგეხმარებათ. რაც მთავარია, მათი გააქტიურება სრულად დისტანციურად, ბიზნეს მობილბანკითაა შესაძლებელი.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა