როგორია „სამეფო თაფლის“ სიახლეები და რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას
კომპანია Royal Honey • სამეფო თაფლი , ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მუდმივად ცდილობს მომხმარებელს ყოველწლიურად სხვადასხვა სიახლე და გამრავალფეროვნებული ასორტიმენტი შესთავაზოს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გომელაურმა განუცხადა.
პირველ რიგში, როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი და რაიმე სიახლე ხომ არ გაქვთ?
ყოველწლიურად ვცდილობთ ჩვენს ასორტიმენტს სიახლე შევმატოთ. ამჟამად გვაქვს: ცაცხვის, გაზაფხულისა და წაბლის თაფლი, თხილეული თაფლში, ფიჭიანი თაფლი, ტრადიციული გოზინაყი, ჟოლოს ჯემი, ველური მაყვლის მურაბა, მარწყვის მურაბა და თაფლის დისტილატი.
როგორია მოთხოვნა ზოგადი თვალსაზრისით და კონკრეტულად რომელი პროდუქტია ყველაზე მეტად მოთხოვნადი?
ორიენტირებული ვართ ისეთი მაღალი ხარისხი შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ უკეთესის წარმოება შეუძლებელი იყოს. ვჩქარობთ იმდენად, რომ სიჩქარემ გავლენა არ იქონიოს ხარისხზე.
საზოგადოებაში, ნელ-ნელა მკვიდრდება აზრი, რომ ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს, რადგან ჯანმრთელობის საწინდარი სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესია, რომლის ერთ-ერთი მთავარი პირობა - ნატურალური საკვების მიღებაა. რადგან ჩვენი პროდუქცია პრემიუმ ხარისხისაა, მომხმარებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ყველაზე მეტი მოთხოვნა თაფლზეა, რადგან თავდაპირველად სწორედ თაფლით დავიწყეთ ბაზარზე პოზიციონირება და ამით გავითქვით სახელი. 2024 წელს გამოვუშვით მურაბა და ჯემი. გვჯერა, რომ მალე, როდესაც ქართველი მომხმარებელი ამ პროდუქტს უკეთ გაიცნობს, ისიც არანაკლებ მოთხოვნადი გახდება.
ხომ არ გეგმავთ ასორტიმენტის ზრდას და ზოგადად კომპანიის გაფართოებას?
მე, კომპანიის დამფუძნებელი, ვფიქრობ, რომ ადამიანი თუ არ ვითარდება -დეგრადირდება, რადგან ერთ სიმაღლეზე მუდმივად ვერ იდგები.
კომპანიაზეც იგივე მოსაზრება მაქვს: თუ არ ვითარდება, წარმატებული მომავალი არ ექნება. ამიტომ განვითარება და წინსვლა ჩვენი მუდმივი მდგომარეობა იქნება.
როგორ აფასებთ გასულ წელს და როგორია გეგმები 2025 წლისთვის?
გასულ წელს დადებითად ვაფასებთ. დაფიქსირდა გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კომპანიის არსებობის განმავლობაში. 2025 წელი უფრო უკეთესად დაიწყო, ამიტომ მოლოდინი პოზიტიურია.
კომპანიები, რომლებიც ხარისხს არ გააფუჭებენ და პატიოსნად იმუშავებენ წარმატებულები იქნებიან!
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.14:00
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მინდა გითხრათ, რომ მოთხოვნა საკმაოდ მზარდია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მარკეტინგული აქტივობებით არ გამოვირჩევით. ხშირია შემთხვევები, როდესაც გვსტუმრობენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენს შესახებ შეიტყვეს ოჯახის წევრებისა და ახლო წრის რეკომენდაციის საფუძველზე.
როგორია კომპანიის ასორტიმენტი?
ვამზადებთ სამი ტიპის ყველს: მაგარი, ნახევრად მაგარი და რბილი ყველი. გემოებს რაც შეეხება, გვაქვს 33 გემო. ასორტიმენტში გვაქვს მთის ყველი, რომელიც ითვლება პარმეზანის ტიპის მაგარ ყველად, ასევე გვაქვს კლასიკური ბაზილიკით, ბაზილიკი პომიდვრით, ტრუფელით, ლეღვის ჩირით, ყურძნით, მოცხარით და ა.შ. ბევრი საინტერესო გემო გვაქვს, რომელიც არ არის გადმოკოპირებული, არამედ დამზადებულია ინდივიდუალური რეცეპტებით და ძირითადად ეს არის დაძველებული ყველი, რომელსაც დამზადებიდან ერთი თვის შემდეგ ვყიდით. რაც უფრო ძველია ყველი მით უფრო გემრიელია.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
შესაძლოა, ასორტიმენტი გავამრავალფეროვნოთ და დავამატოთ საინტერესო გემოები. მოგეხსენებათ, „ოდლისი“ საოჯახო ბიზნესია და ჩვენი მთავარი ნიშაც სწორედ ეს არის. ადგილზე მოსულ ნებისმიერ სტუმარს თავად ვხვდებით, ვმასპინძლობთ და ვუქმნით მათ ოჯახურ გარემოს.