როგორია Robo Coder - ის 2026 წლის სტრატეგია
Robo Coder-ი საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც ბავშვები და მოზარდები სწავლობენ და ეუფლებიან მომავლის უნარებს, აწყობენ და აპროგრამებენ რობოტებს Lego კონსტრუქტორების დახმარებით. 2026 წლის გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნინო ბექაურს ესაუბრა.
2026 წელს Robo Coderი გეგმავს განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლას და მასშტაბირებას.
კომპანია გეგმავს ონლაინ-ფორმატის გაშვებას, რაც საშუალებას მოგვცემს პროექტში ჩავრთოთ ბავშვები არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც. ონლაინ კურსები კიდევ უფრო მეტ ოჯახს მისცემს წვდომას ხარისხიან ინოვაციურ განათლებაზე.
გარდა ამისა, სექტემბრიდან დაგეგმილია ახალი ფილიალის გახსნა ერთ-ერთ ახლომდებარე ქალაქში. კონკრეტულ ლოკაციას ამ ეტაპზე ვერ ვასაჯაროვებთ, რადგან პროექტი მზადების პროცესშია.
Robo Coder-ის საზაფხულო ბანაკი გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც პროექტის საგანმანათლებლო ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი. ბანაკში ბავშვები ინტენსიურ რეჟიმში სწავლობენ რობოტოტექნიკას , მუშაობენ შემოქმედებით და ტექნიკურ გუნდურ პროექტებზე.
ხუთწლიანი საქმიანობის განმავლობაში Robo Coder-მა დაადასტურა არჩეული მოდელის მდგრადობა და STEM-განათლების მიმართ მზარდი ინტერესი. პროექტის შემდგომი განვითარების ფოკუსია მასშტაბირება, სწავლების ხარისხის შენარჩუნება და ბავშვებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები
სელფი მობაილი „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია
18.02.2026.13:08
სელფი მობაილი „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია. კონფერენცია იმართება 19 თებერვალს და ფოკუსირებული იქნება თანამედროვე ბიზნეს გარემოში ორგანიზაციების განვითარებისთვის აუცილებელ ტრანსფორმაციულ მიდგომებზე, პრაქტიკასა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე.
კონფერენციაზე გამომსვლელები მოიცავენ 5 მიმართულებას: ბიზნეს პროცესების, ციფრულ, AI, Agile და HR ტრანსფორმაციებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ სფეროს წარმომადგენლების ხედვები, გაეცნონ პრაქტიკულ გამოცდილებას და განიხილონ ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.
სელფი მობაილი არაერთი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და გავრცელებას.
„სელფი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც პროფესიული განვითარების, ინოვაციური აზროვნებისა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარებისა და პრაქტიკული გამოცდილების გავრცელების ხელშეწყობა, რაც ბიზნეს გარემოს მდგრად და გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს." - აცხადებენ სელფი მობაილში.
ღონისძიებაზე დასასწრებად მიჰყევით: https://shorturl.at/t5a7v
დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge;
ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს: