როგორია ქეითერინგ ბრენდი ALLGOOD -ის სამომავლო გეგმები
ჰიპერმარკეტების ქართული ქსელი „გუდვილი” ცნობილია თავისი გამორჩეული ქეითერინგის მომსახურებით. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება კომპანიამ დაახლოებით ერთი წლის წინ ახალი ბრენდის სახით გამოყო და მისი პოზიციონირება დღემდე AllGood-ის სახელით ხდება. კომპანიის დირექტორი ქეთი მდივანი Business Insider Georgia -თან საუბარში აღნიშნავს, რომ კომპანია სხვადასხვა პროექტზე მუშაობს და რომ მოთხოვნა აპრილის თვიდან საკმაოდ გაზრდილია.
მთელი სეზონის განმავლობაში ვიქნებით Black Sea Arena-ზე წარმოდგენილები, რაც თავის მხრივ საკმაოდ მასშტაბური პროექტია. გარდა ამისა, გვაქვს სხვა უამრავი ღონისძიება სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ჯავშნები სხვადასხვა კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების მხრიდან. მოთხოვნა აპრილის თვიდან საკმაოდ გაიზარდა მანამდე შემცირებული იყო.
ჩვენი კომპანია მრავალი კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. რომელთაგანაც გამოვყოფდი საკმაოდ დიდ გამოცდილებას, ხარისხსს, პროფესიონალ გუნდსა და საკუთარ წარმოებას.
სამომავლოდ, ვგეგმავთ რიგ ცვლილებებსა და სიახლეებს, რაც დაკავშირებულია ინვენტართან და ასევე ჩვენს მომწოდებლებთან.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.20:48
თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ.
თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მათზე მორგებული პროდუქტებითა და მომსახურებით და კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი საქმიანობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ნაწილი თავის საქმიანობას ბიზნესთან არ აიგივებს.
თვითდასაქმებულებს, ბიზნესების წარმომადგენლების მსგავსად, შეუძლიათ ისარგებლონ თიბისის ბიზნესპროდუქტებით, მათ შორის ბიზნესესხით და ბიზნესნაკრებით, გაიმარტივონ წვდომა ფინანსებზე და იქცნენ რეალურ ბიზნესად.
ამასთანავე, თიბისი ინდივიდუალურ მეწარმეებს ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკით, ასევე, ტერმინალითსარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს, რაც გადახდებს, ასევე, სხვადასხვა საბანკო სერვისით თუ პროდუქტით სარგებლობას კიდევ უფრო ამარტივებს .
“თვითდასაქმებულების მხარდაჭერა თიბისი ბიზნესისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. გვესმის, რა გამოწვევების წინაშე დგანან თვითდასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვნერგავთ ისეთი მომსახურებას თუ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობის გამარტივებაში დაეხმარებათ და შესაძლებლობას მისცემთ, კიდევ უფრო განვითარდნენ და უახლოეს მომავალში რეალურ ბიზნესებად ჩამოყალიბდნენ. ამ თემას დაეთმო ჩვენი ბოლო ხუთშაბათის შეხვედრების სესიაც, სადაც ფრილანსერებსა და ბიზნესებს სპიკერებმა საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს აუდიტორიას. ჩვენ ვაგრძელებთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერას და მათ არაერთ საინტერესო პროდუქტს და მომსახურებას შევთავაზებთ”, - ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისი ბიზნესის ლიდერი.
“თიბისი ბიზნესისთვის - ერთი ნაბიჯით წინ” - თვითდასაქმებულების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე - https://tbcbank.ge/ka/business/products-for-self-employed-individuals ასევე, თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე: (032) 2 2727*3