როგორია პირველი ქართული ჟელიბონის მწარმოებელი კომპანია „ჟელიუსის“ სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა
Jellius • ჟელიუსი ნატურალურ პროდუქტზე დამზადებული ჟელიბონების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ერთი წელია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. Business Insider Georgia მეტი ინფორმაციისთვის კომპანიის დამფუძნებელს თათია გოგრიჭიანს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ბაზარზე პირველად ერთი წლის წინ, იანვარში გამოვჩნდით. რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავი შეკვეთა მივიღეთ და დავამზადეთ, თუმცა მოგვიწია საქმიანობის შეწყვეტა. წელს მუშაობა განვაახლეთ და იმედი გვაქვს, აქტიურად გავაგრძელებთ ოპერირებას.
მომხმარებელს ვთავაზობთ ნატურალურ ჟელიუსებს/ჟელიბონებს ყოველგვარი ქიმიის, ემულგატორების, კონსერვანტების, ფერის ან გემოს გამაძლიერებლების გარეშე.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
ჩვენი ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. არაერთი ცდისა და ექსპერიმენტის შედეგად შევიმუშავეთ განსხვავებული და გამორჩეული გემოები.

გვაქვს თითქმის ყველა სახეობის ხილი, ასევე შოკოლადი მრავალი შიგთავსით, მათ შორის „რაფაელო“ და „ბაუნტი“. გვაქვს სრულიად უშაქრო პროდუქციაც. გარდა ამისა, ვამზადებთ თაფლსა და ყურძენს ნიგვზით ან თხილით. უფროსებს კი ვთავაზობთ ყავისა და ალკოჰოლის სხვადასხვა სახეობას.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი უპირატესობა პროდუქციის ნატურალურობა და სიჯანსაღეა. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია პირველია ბაზარზე, რომელმაც ქართული ჟელიბონი შექმნა.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?
ახლო მომავალში ვგეგმავთ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას. სამომავლოდ კი თუ ან სპონსორი გამოჩნდა ან თავად მოვახერხეთ გვაქვს გაფართოების სურვილი.

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტები მოსწავლეებისთვის
20.02.2026.13:12
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ტექნოლოგიების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ცნობიერების გასაზრდელად კი არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.
მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებზე მიღება უკვე დაიწყო:
STEM სკოლა
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში გაზაფხულის სემესტრზე მიღება უკვე მიმდინარეობს და 2 მარტამდე გაგრძელდება.
STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს.
ინფორმაციისთვის, STEM სკოლა უკვე 2000-მდე მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 300-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.
STEM სკოლაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
Code IT
პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, Code IT-ზე მიღება დაიწყო. პროგრამაზე სწავლის მსურველებმა, 22 თებერვლამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
Code IT საქართველოს ბანკის, ICT-ის ასოციაციის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შექმნილი პროექტია და მასში მონაწილეობის მიღება 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.
პროექტის ფარგლებში, შეხვედრები საქართველოს 9 ტექნოპარკსა (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, გურჯაანი, ახმეტა, თელავი) და 6 დამატებით ლოკაციაზე (მესტია, გორი, საგარეჯო, პანკისი, რუსთავი, ფოთი) იმართება.
Code-IT-ის ფარგლებში, ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს და პროგრამაზე სწავლა სრულად არის დაფინანსებული.
ევერესტი
მოსწავლეებისთვის განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.
ევერესტის საგაზაფხულო სეზონზე რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყება და 27 მარტამდე გაგრძელდება.
პირველი ტური ონლაინ გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ. მეორე ტური კი დასწრებული ფორმატით 28 და 29 მარტს ჩატარდება. რეგისტრაციისთვის და ევერესტის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
ეს ყველაფერი საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge