„ნანოლენდი“ გაფართოებას და განსხვავებული კონცეფციის ახალი სივრცის დამატებას გეგმავს
NanoLand ესაა დასასვენებელი სივრცე დუშეთში, ბაზალეთის ტბასთან ახლოს, რომელიც სამი წელია ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნანიკო ქელიხაშვილს ესაუბრა.
„საქმიანობა დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყეთ, როცა გლემფინგის ტიპის დასასვენებელი სივრცის მოწყობის იდეა გაგვიჩნდა. ინსპირაცია, მსგავსი სივრცეების ხილვა გახლდათ. ამჟამინდელ მდებარეობაზე კი მსგავსი ტიპის სივრცე მანამდე არ არსებობდა, რამაც ჩვენი გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარა. მოგვიანებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 30 000 ლარი მოვიპოვეთ და დავამატეთ სამკუთხა ხის კოტეჯი.
ამ ეტაპზე ჩვენს ობიექტზე შესაძლებელია ჯამში 8 სტუმრის განთავსება. ორივე მათგანს გააჩნია იზოლირებული ეზო და გარე სივრცე, სადაც ხშირად ტარდება წვეულებები და მცირე ღონისძიებები. კონკრეტულად, კოტეჯის ეზო გათვლილია 20 სტუმარზე, ხოლო გლემფინგის სივრცე 10–15 ადამიანზე “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანია სამომავლოდ გაფართოებას და ახალი სივრცის დამატებას გეგმავს, რომელიც განსხვავებული კონცეფციის იქნება.
„ჩვენთან ძალიან თბილი და ოჯახური გარემოა. ძირითადად, სტუმრები რეკომენდაციით გვსტუმრობენ და ხშირად ერთი და იგივე ადამიანები გვიბრუნდებიან. შემოდგომისთვის დამატებით ახალი სივრცის შექმნას ვგეგმავთ. ეს არ იქნება გლემფინგი, არამედ განსხვავებული კონცეფციის სივრცე, რომელიც მოგვცემს უფრო მეტი სტუმრის მიღების შესაძლებლობას “, - აღნიშნავს ნანიკო ქელიხაშვილი.
ცნობისთვის, „ნანოლენდი“ თბილისთან ახლოს დაახლოებით ერთი საათის გზაზე მდებარეობს და უზრუნველყოფილია საპარკინგე სივრცით. გარდა ამისა, ორივე ობიექტში განთავსებულია საკვები მენიუ და სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ Delivery სერვისით სარგებლობის.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.06.2025.18:00
DGF ICC Georgia • დგფ აისისი ჯორჯია წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორს საქართველოში საკონდიტრო, საცხობი და კულინარიული სფეროს მიმართულებით, რომელიც ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. მეტი დეტალისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს ნათია ცხომელიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
კომპანია "აისისი ჯორჯია" (ICC Georgia / DGF AREA) წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორს საქართველოში საკონდიტრო, საცხობი და კულინარიული სფეროს მიმართულებით. 2008 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვთავაზობთ ბაზარს პრემიუმ კლასის ევროპულ ბრენდებს და ხარისხიან პროდუქციას. ჩვენ ვართ ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები, როგორიცაა: DGF (Délice & Création), IRCA, Maison ROUTIN (1883), Silikomart, Lubeca, Brousse-bergez და სხვა. ჩვენ ვემსახურებით როგორც HORECA სექტორს (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები), ასევე ჰიპერმარკეტებს, ბარებს და საკონდიტროებს, ვთავაზობთ მათ სრულ სერვისსა და პროდუქციის ფართო არჩევანს.
გარდა პროდუქციის დისტრიბუციისა, ჩვენი განსაკუთრებული სიამაყეა პროფესიული საგანმანათლებლო პლატფორმა - საკონდიტრო-საცხობი სკოლა, სადაც უკვე მრავალი წელია ვმასპინძლობთ საერთაშორისო მასტერკლასებსა და პრაქტიკულ ტრენინგებს მსოფლიოსა და საქართველოს წამყვანი შეფების მონაწილეობით. ეს ინიციატივა ხელს უწყობს ქართული საკონდიტრო ინდუსტრიის განვითარებას და პროფესიონალთა მუდმივ ზრდას.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ჩვენი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს:
• გასტრონომიულ, საკონდიტრო და ნაყინის ინგრედიენტებს;
• ბარისა და სასმელების ინგრედიენტებს;
• საცხობ და საკონდიტრო აღჭურვილობას;
• სპეციალურ ტექნოლოგიურ და სხვა ინოვაციურ პროდუქტებს.
ასორტიმენტი მუდმივად განახლებადია, რათა მოვახდინოთ ბაზრის სწრაფად ცვალებადი მოთხოვნების დაკმაყოფილება და მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო ევროპული ხარისხი.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
საქართველოში ბოლო წლებში მკვეთრად იზრდება ინტერესი ხარისხიან საკონდიტრო პროდუქტებსა და კულინარიულ ტექნოლოგიებზე. ბაზარი ვითარდება, მეწარმეები და შეფ-კონდიტერები მუდმივად ეძებენ ინოვაციურ და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს, რაც ჩვენს კომპანიის პროდუქტს მუდმივი მოთხოვნით უზრუნველყოფს. ჩვენი პროფესიული სკოლა და მასტერკლასები ეხმარება პროფესიონალებს ცოდნის ამაღლებაში, რაც თავის მხრივ ზრდის ხარისხიანი პროდუქტის გამოყენების საჭიროებას. მოთხოვნა, როგორც საცალო, ასევე პროფესიულ დონეზე, მზარდია და ბაზრის განვითარებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
კომპანიის უპირატესობებია:
• ევროპული პრემიუმ ბრენდების ფართო პორტფოლიო;
• 15 წლიანი გამოცდილება და ბაზარზე მაღალი რეპუტაცია;
• მძლავრი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის სწრაფ მიწოდებას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში;
• პერსონალიზებული მომსახურება და ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლების საჭიროებების მიმართ;
• პროფესიული განათლების და ტრენინგების ცენტრი, რომელიც მუდმივად ზრუნავს ინდუსტრიის განვითარებაზე საქართველოში.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
DGF AREA / ICC Georgia-ს სამომავლო ხედვა ორიენტირებულია მდგრად ზრდაზე, ინოვაციაზე და ქართული პროფესიული საზოგადოების მუდმივ განვითარებაზე. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ვაქციოთ საკონდიტრო და კულინარიული ხელოვნების ერთ-ერთ რეგიონულ ჰაბად, სადაც პროფესიონალებს ექნებათ წვდომა უახლეს ტექნოლოგიებზე, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე.
სამომავლოდ ვგეგმავთ:
• ახალი ევროპული ბრენდების დამატებას და პორტფოლიოს გაფართოებას;
• ინოვაციური პროდუქციის ინტეგრაციას, რომელიც მიესადაგება საერთაშორისო ტენდენციებს;
• პროფესიული სასწავლო ცენტრის განვითარებას - მეტი მასტერკლასი, მეტი საერთაშორისო ტრენინგი და კოლაბორაცია მსოფლიო დონის შეფებთან;
• პროფესიული სტანდარტების ამაღლებას და ადგილობრივი ბაზრის ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანას.
ჩვენ გვჯერა, რომ პროფესიული განათლება, ინოვაციური პროდუქტი და მუდმივი განვითარება არის მთავარი წინაპირობები, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდეს კულინარიისა და საკონდიტრო სფეროში.
ცნობისთვის, კომპანია მდებარეობს თბილისში, ი.აბაშიძის 38 ნომერში. მასტერკლასებზე ჩაწერა წინასწარ არის შესაძლებელი. ამისთვის, მსურველები უშუალოდ კომპანიას უნდა დაუკავშირდნენ.