მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

როგორია „მეღვინეობა ჯობავას“ განვითარების გზა და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

news image

„მეღვინეობა ჯობავა“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარე საოჯახო მეღვინეობაა, რომელმაც საქმიანობა 2013 წელს დაიწყო. დამატებითი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორი თაკო ჯობავას ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა - როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

როგორც ჩვენი სახელწოდება მიანიშნებს, “მეღვინეობა ჯობავა” საოჯახო მეღვინეობაა. წარმოშობით აფხაზეთიდან ვართ, სადაც ჩვენი წინაპრები ღვინოს აყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს აფხაზეთის დატოვება მოუწია, ვაზისა და მეღვინეობის სიყვარული არ დაგვიკარგავს. სწორედ ამ სიყვარულმა დაგვაბრუნა ამ საქმეში და 2013 წლიდან დავიწყეთ ვაზის და ვენახების კულტივაცია.

წლების განმავლობაში ეტაპობრივად გავაფართოვეთ ვენახები და გავაშენეთ სხვადახვა ენდემური ქართული ჯიშები. ეს ისტორია ჩვენს ბრენდს განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს - ჩვენთვის მეღვინეობა მხოლოდ ბიზნესი არ არის, ეს ქართული კულტურისა და ტრადიციის შენარჩუნების გზაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი დევიზია - “ღვინო, რომელიც გვაერთიანებს”.

2013-2022 წლებში ჩვენი ძირითადი ფოკუსი მევენახეობა იყო. 2022 წლიდან კი დავიწყეთ ღვინის ჩამოსხმა და სრულფასოვანი წარმოება. დღეს ჩვენი მეღვინეობა და თანამედროვე სტანდარტების საწარმო ფუნქციონირებს კახეთში, სოფელ შილდაში, ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში.

საწარმო აღჭურვილია თანამედროვე იტალიური დანადგარებით. ღვინის დავარგებისათვის ვიყენებთ საფრანგეთში დამზადებულ და სპეციალურად ჩამოტანილ მუხის კასრებს. ქვევრები ტრადიციული მეთოდით, ადგილობრივად ხელნაკეთია. ამასთან, გვაქვს საკუთარი ლაბორატორია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ხარისხი როგორც ყურძნის მიღებისას, ისე ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე. შესაბამისად, სრულად ვაკონტროლებთ პროცესს - ვენახიდან ბოთლამდე.

ჩვენ ვაერთიანებთ ქართულ ტრადიციულ ქვევრის მეთოდს, კახურ ტექნოლოგიასა და თანამედროვე ევროპულ მეთოდებს, რის შედეგადაც მომხმარებელს ვთავაზობთ 15 სახეობის პრემიუმ ხარისხის ღვინოსა და 2 სახის ჭაჭას. უახლოეს პერიოდში კი, მომხმარებელს ახალ პროდუქტს - ბრენდსაც წარვუდგენთ.

ჩვენი მიზანია, თითოეულ ბოთლში გადმოვცეთ ქართული ღვინის კულტურა, ისტორია და გემო.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი და რამდენი სახეობის სასმელს მოიცავს?

ჩვენი პორტფოლიო დღეს მოიცავს 15 სახეობის პრემიუმ ხარისხის წითელ და თეთრ ღვინოს, რომელიც აერთიანებს როგორც კლასიკურ ევროპულ, ისე ტრადიციულ ქვევრისა და მუხის კასრის მეთოდით დაყენებულ პროდუქტებს.

ასორტიმენტი დაფუძნებულია ქართულ ენდემურ ჯიშებზე: საფერავი, რქაწითელი, ქისი და კახური მწვანე, რაც თითოეულ ღვინოს ანიჭებს ავთენტურ ხასიათს და მკაფიოდ გამოხატავს კახეთის ტერუარს. ქინძმარაულის მიკროზანაში მდებარეობა კი ამ უნიკალურობას კიდევ უფრო აძლიერებს.

2023 წლიდან პორტფოლიო გავაფართოვეთ და ასორტიმენტს დავამატეთ ჭაჭა - როგორც კლასიკური, ისე კასრში დავარგებული ოქროსფერი. აღნიშნულმა მომხმარებელს საშუალება მისცა კიდევ უფრო სრულად გაცნობოდა ქართული ყურძნისეული სასმელების მრავალფეროვნებას.

ამასთან, მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის განვითარებაზე. უახლოეს პერიოდში მომხმარებელს შევთავაზებთ როგორც ღვინის ახალ სახეობებს, ისე ბრენდის. აღსანიშნავია, რომ ბრენდი უკვე სამი წელია ფრანგულ მუხის კასრში ვარგდება და წელს პირველად ჩამოისხმება.

ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია, ამიტომ ასორტიმენტის გაფართოებას დიდი სიფრთხილით ვუდგებით, რათა თითოეულ ახალ პროდუქტში დამახასიათებელი პრემიუმ სტანდარტი შევინარჩუნოთ.

ეს მიდგომა აისახება ჩვენს შედეგებშიც - ჩვენს ასორტიმენტში არსებული თითქმის ყველა ღვინო არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ჯილდოს მფლობელია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი უპირატესობა ხარისხია, რომელიც ტრადიციისა და ინოვაციის სინერგიით მიიღება. ვმუშაობთ უნიკალურ ტერუარზე, ქინძმარაულის მიკროზონაში, ვიყენებთ ქართულ ენდემურ ჯიშებს და ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ გამორჩეული ხარისხის ღვინო.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი კოშერული ღვინის მიმართულება. ისრაელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაწარმოებთ ქართული კოშერული ღვინის ყველაზე ფართო ასორტიმენტს, რომელიც სრულად შეესაბამება ქაშრუტის უმაღლეს დონეს.

კოშერული ღვინის წარმოება მოითხოვს განსაკუთრებულ კონტროლს თითოეულ ეტაპზე: ვენახიდან ბოთლამდე პროცესში ჩართულია სპეციალურად სერტიფიცირებული პერსონალი და დაცულია მკაცრი რელიგიური და ტექნოლოგიური ნორმები, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის ავთენტურობასა და სანდოობას საერთაშორისო ბაზარზე.

ამ მიმართულებებით ჩვენ არა მხოლოდ ვპასუხობთ ბაზრის მოთხოვნებს, არამედ ვქმნით ხიდს ქართულ მეღვინეობასა და გლობალურ მომხმარებელს შორის, რაც დამატებით ზრდის ჩვენი ბრენდის კონკურენტუნარიანობას.

რა არის Jobava Winery-ის სამომავლო გეგმები?

“მეღვინეობა ჯობავა” აქტიურად განაგრძობს განვითარებას და გეგმავს როგორც ასორტიმენტის გაფართოებას, ისე საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გლობალურ ბაზრებზე ბრენდის სტრატეგიულ განვითარებას და ქართული პრემიუმ ღვინის ცნობადობის გაზრდას.

2026 წელს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ღვინის ტურიზმის კიდევ უფრო განვითარება. სეზონის განმავლობაში ვმასპინძლობთ სტუმრებს, ტურისტებს და ვთავაზობთ სრულ გამოცდილებას: დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, მეღვინეობის ტურებს და ჩვენი რესტორნის სერვისს.

ჩვენი მიზანია, “მეღვინეობა ჯობავა” იქცეს ქართული პრემიუმ ღვინოს სინონიმად და ღვინის ტურიზმის განუყოფელ ნაწილად - ადგილად, სადაც სტუმარი არა მხოლოდ ღვინოს აგემოვნებს, არამედ სრულად ეცნობა ქართული მეღვინეობის კულტურას.

ცნობისთვის, “მეღვინეობა ჯობავა” სტუმრებს ადგილზე სთავაზობს სრულ ტურისტულ გამოცდილებას: ღვინის დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, მეღვინეობის ტურებსა და სარესტორნო სერვისს ერთ სივრცეში, რაც მეღვინეობასთან ურთიერთობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ემოციურს ხდის.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო

06.04.2026.18:21

მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაშის - ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო.

ტრივია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა და მათ ცოდნის გაღრმავებასა და ინტელექტუალური უნარების განვითარებაში ეხმარება. თამაში ორ ასაკობრივ ჯგუფზე - 6-13 და 14-18 წლის მონაწილეებზე არის მორგებული.

ტრივიას კითხვები ყოველ კვირას განსხვავებულ თემებს მოიცავს, მათ შორის: ტექნოლოგიებს, STEM, ფინანსური განათლებას, გეოგრაფიასა და პოპ კულტურას. თამაშის განმავლობაში,მონაწილეებმა ყოველდღიურად ხუთ კითხვას უნდა უპასუხონ, რითაც ვარსკვლავებსა და მონეტებს დააგროვებენ. მონეტების გამოყენება შესაძლებელია ტრივიას მარკეტში, სადაც მოსწავლეებს ბიბლუსის, პეპელას, XS toys-ის ვაუჩერები, ასევე საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მაისურები და სხვა საჩუქრები დახვდებათ.

ახალ სეზონზე საქართველოს ბანკი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სკოლა დაამატონ და კლასელებთან ერთად იასპარეზონ. თამაშის ბოლოს კი, ლიდერბოდზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ტოპ 10 სკოლა გამოჩნდება.

გარდა ამისა, მოსწავლეებს შეუძლიათ მეგობრების მოწვევა – თითო მოწვეული მეგობრისთვის კი 5 მონეტას (მაქსიმუმ 25 მონეტა) მიიღებენ.

ინფორმაციისთვის, sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 185,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს sCoolApp ჯერ არ აქვს, გადმოწერეთ მარტივად, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციოს!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა