მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

Maizen-ი ბარის მიმართულების გაფართოვებას, ახალი შოურუმისა და პროდუქციის ხაზის განვითარებას გეგმავს

news image

MAIZEN წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მაღაზიის, ბარისა და არტ-პლატფორმის ფუნქციებს. კომპანია, 2024 წლის ბოლოს გაიხსნა. მეტი დეტალისთვის Business Insider Georgia "მაიზენის" გენერალურ მენეჯერს ანი მიქიაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

MAIZEN წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს თბილისის კულტურულ რუკაზე, რომელიც 2024 წლის ბოლოს გაიხსნა. იდეა 2022 წელს ოსაკაში მოგზაურობის დროს დაიბადა და მიზნად დაისახა იაპონური ესთეტიკის, დიზაინისა და მატჩას კულტურის ერთიან კონცეფციად გადმოტანა თბილისში.

MAIZEN აერთიანებს მაღაზიის, ბარისა და არტ-პლატფორმის ფუნქციებს და მომხმარებლებს სთავაზობს:

ხელნაკეთ, ლიმიტირებულ ნივთებს წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისა და არტისტებისგან;

ექსკლუზიურ მატჩას სასმელებსა და კოქტეილებს პირველი მატჩას ბარიდან საქართველოში;

განსაკუთრებულ ესთეტიკურ გარემოს, რომელიც ემოციურ და ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ასორტიმენტში წარმოდგენილია:

ხელნაკეთი და ლიმიტირებული დიზაინერული ნივთები ისეთი, როგორიც სხვაგან არ მოიძებნება;

საერთაშორისო ბრენდების უნიკალური პროდუქცია;

სპეციალურად MAIZEN-ისთვის შექმნილი არტობიექტები;

მატჩას სასმელების სრულფასოვანი არჩევანი, მათ შორის ტრადიციული და ავტორული რეცეპტებით დამზადებული კოქტეილები.

ასორტიმენტი პერიოდულად განახლდება და ხშირად ეფუძნება სპეციალურ კოლაბორაციებს დიზაინერებთან და ხელოვანებთან.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა MAIZEN-ის კონცეფციაზე ძალიან დადებითია. მოკლე დროში შევძელით მატჩას კულტურის პოპულარიზაცია და სივრცის დამკვიდრება როგორც ინოვაციური, ესთეტიკური და კულტურული დანიშნულების ადგილის. მომხმარებლები მოდიან როგორც გემოს აღმოჩენისთვის, ისე საჩუქრების შეძენისა და დასვენების მიზნით. წარმატებულად ვითარდება სხვადასხვა პროდუქციის გაყიდვაც, განსაკუთრებით თემატური, სეზონური შეთავაზებების ფარგლებში.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

MAIZEN-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობებია:

  • კონცეფციის უნიკალურობა და მრავალფუნქციურობა - სივრცე არ არის მხოლოდ მაღაზია ან ბარი, არამედ პლატფორმა ხელოვნებისა და დიზაინისთვის;
  • ექსკლუზიური პროდუქცია, რომელიც სხვაგან ვერ შეხვდებით;
  • პირველი მატჩას ბარი საქართველოში და ამ კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში;
  • კრეატიული კოლაბორაციები ქართველ არტისტებთან;
  • ესთეტიკასა და ემოციურ გამოცდილებაზე ორიენტირებული მიდგომა.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

MAIZEN-ის ისტორია ჯერ მხოლოდ იწყება. სამომავლო გეგმებში შედის:

ბარის მიმართულების გაფართოება;

შოურუმისა და პროდუქციის ხაზის განვითარება;

სივრცის გამოყენება, როგორც საკომუნიკაციო პლატფორმის დიზაინერებისა და ხელოვანებისთვის;

მეტიც, მიზანია MAIZEN გადაიქცეს კულტურულ ცენტრად იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს ახალ იდეებს, ესთეტიკას და ჰარმონიას ყოველდღიურობაში.


ცნობისთვის, სივრცე ქალაქ თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის 110 ნომერში მდებარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის 2025 წლის სტიპენდიატები ცნობილია

04.07.2025.17:22

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, სასტიპენდიო პროგრამებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

წელს, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე 4000-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა, რომელთაგან  200- მდე გამარჯვებული გამოვლინდა. 

  • საქართველოს ბანკის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს ყოველწლიურად შეავსონ განაცხადი და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება;
  • სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა, კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება;
  • საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA), სამოტივაციო წერილის და უნივერსიტეტის მიერ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით ხდება.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტში  22 პარტნიორი უნივერსიტეტია ჩართული, სტიპენდიატების რაოდენობა კი ჯამში 350-ს  აჭარბებს. 

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა