მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

როგორია Kotejebi.ge-ს სამომავლო გეგმები

news image

Kotejebi.ge  მეხუთე წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს გიორგი მგელაძეს ესაუბრა. მისივე თქმით, ამ სეზონზე კოტეჯების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„გეგმებს მივყვებით აქტიურად. ახალი სეზონი უკვე დაწყებულია და მშენებლობაც აქტიურ ფაზაშია. ვმუშაობთ, როგორც ეზოს, ასევე შიდა ავეჯზეც, თუმცა უფრო დიდი დატვირთვა კვლავ კოტეჯების მშენებლობის მიმართულებით არის. ვცდილობთ რომ ავეჯის მიმართულება უფრო განვავითაროთ და წინა ფლანგზე წამოვწიოთ “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან წინა წლის მსგავსად სტაბილურად მზარდია.

„ზოგადად, კოტეჯების მშენებლობას აქვს ორი სეზონი: გაზაფხული და შემოდგომა. რა თქმა უნდა ამ ორ სეზონზე უფრო მეტია მოთხოვნა. წინა წლებს თუ შევადარებთ სტაბილურად მიდის სეზონი და მოთხოვნა უწყვეტია “, - აღნიშნავს გიორგი მგელაძე.

კომპანია სამომავლოდ შიდა და გარე ეზოს მოწყობის ავეჯის მიმართულების განვითარებას გეგმავს.

„გეგმაში გვქონდა შიდა და გარე ეზოს მოწყობის ავეჯის სტრუქტურის გამართვა, დახვეწა და შემდეგ რეალიზება. ეს გვაქვს შესასრულებელი და ამ მიზნისკენ მივისწრაფვით “, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

ცნობისთვის, კომპანია კოტეჯების დამზადებას უზრუნველყოფს 2-3 კვირის ვადაში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

05.06.2025.19:28

ამბასადორი აილენდ ბათუმსა დაბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასშორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ძირითად მიზნებს  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ შემოთავაზებული იახტების მართვისა და სერტიფიცირების პროგრამების საერთაშორისო, ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა წარმოადგენს. აღნიშნული სასწავლო კურსის დახმარებით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს დაეუფლება, რაც საბოლოოდ მცურავი საშუალებების მართვის მოწმობის, სულ რაღაც 14 დღეში, მიღების შესაძლებლობას იძლევა.


„ამბასადორის კუნძულზე" საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების იახტ კლუბის მშენებლობაა გათვალისწინებული, სადაც საზღვაო აკადემიის სპეციალური საწვრთნელი სივრცის განთავსება იგეგმება, რაც სამომავლოდ, კუნძულის მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს, ექსკლუზიურ შესაძლებლობას მისცემს, გაიარონ იახტების და სხვა მცურავი საშულებების მართვის კურსი და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი. 

„ჩვენი მიზანია, საზღვაო აკადემიაში გავზარდოთ განათლების ხარისხი, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. აკადემიის პოტენციალი და განვითარების ტემპი გვაძლევს საშუალებას საკმაოდ ამბიციური მიზნები დავსახოთ და განვახორციელოთ. ჩვენი გამოწვევაა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ვაქციოთ ერთ-ერთ საუკეთესო საზღვაო სასწავლებლად შავი ზღვის რეგიონში. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ბათუმის და საზღვაო აკადემიის ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო საზღვაო ასპარეზზე”,- განაცხადა საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ.

ჩვენი პარტნიორობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბათუმის, როგორც საზღვაო განათლების ლიდერი ქალაქის პროფილის ასამაღლებლად. ჩვენ მზად ვართ, ამბასადორის კუნძულის   საერთაშორისო ბაზრებზე წარდგენისას, ხაზი გავუსვათ, ჩვენს ქალაქში უმნიშვნელოვანესი ქართული ინსტიტუტის, საზღვაო აკადემიის არსებობას, რომელიც უმაღლესი ხარისხის საზღვაო განათლების მიწოდებას უზრუნველყოფს, როგორც  საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მოვახდინოთ საერთაშორისო ვიზიტორების ინფორმირება, მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ სწორედ ბათუმში იქმნება ის იშვიათი  შესაძლებლობა, ვიზიტის პარალელურად, გაიაროთ სპეციალური გადამზადების პროგრამა და მიიღოთ როგორც იახტების, ასევე სხვა მცურავი საშულებების მართვის მოწმობები” - აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

„ამბასადორი აილენდ ბათუმიშავ ზღვაში ინოვაციურ პროექტს ავითარებს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას მოიაზრებს. საპროექტო არეალზე განთავსებული მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, ყველაზე მასშტაბურ იახტკლუბსა და ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც გააერთიანებს, რომელიც მიმართული იქნება ინოვაციური სერვისების მიწოდებისა და მცურავი საშუალებების მართვის შესწავლის  ხელშეწყობისკენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა