როგორია ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „კოკიტოს“ სიახლეები და სამომავლო გეგმები
ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია “კოკიტო”, აქტიურად ემზადება გერმანიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Spielwarenmesse-ში მონაწილეობისათვის. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა, ლალიკო გოგიბერიძემ განუცხადა.
კომპანია „კოკოტო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ქმნის ეკო-მეგობრულ ხის სათამაშოებს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლებს შევთავაზოთ სიახლეები და ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე. აქტიურად ვმონაწილეობთ „აწარმოე საქართველოს“ პროექტებში და თითქმის ყოველწლიურად ვართ წარმოდგენილები საერთაშორისო სათამაშოების გამოფენაზე, გერმანიაში - Spielwarenmesse-ზე, სადაც შესაძლებლობა გვაქვს შევხვდეთ სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლებს და ვაწარმოოთ მათთან მოლაპარაკებები. ამჟამად, ვემზადებით მორიგი გამოფენისთვის და ვქმნით სათამაშოების ახალ მოდელებს.
„კოკოტო“ მიზნად ისახავს საერთაშორისო ბრენდინგის გაძლიერებასა და მომხმარებელთა ცნობადობის ზრდას, როგორც ქართულ, ისე საერთაშოიროს ბაზარზე “, - ამბობს ლალიკო გოგიბერიძე.
კომპანიამ, „ბაზარი ორბელიანზე“ ახალი სივრცე გახსნა, სადაც პატარებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ სტუმრობა და გართობა.
დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი პროდუქცია ძირითადად წარმოდგენილია ონლაინ საიტზე kokito.ge, ჩვენს instagram და facebook გვერდზე. ასევე ჩვენს ინტეგრირებულ სტენდებზე, საბურთალოს სითი მოლში (გასართობ ცენტრ მეჯიქ სითიში), ისთ ფოინთში და ბაზარი ორბელიანზე, სადაც ჩვენ გავხსენით კოკიტოს საბავშვო სივრცე. სივრცეში, პატარებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს გვეწვიონ, ითამაშონ და ასევე სურვილის შემთხვევაში შეიძინონ სათამაშოებიც.
ჩვენს სივრცეში პატარები თამაშ-თამაშით ვითარდებიან, სწავლობენ ფორმებისა და ფერების აღქმას, უვითარდებათ როგორც მსხვილი, ასევე წვრილი მოტორიკა, იძენენ მეგობრებს და რაც მნიშვნელოვანი და კომფორტულია, მშობლებს შეუძლიათ მეგობრებთან ერთად გაატარონ დრო და პატარები დატოვონ სათამაშოდ ჩვენს სივრცეში “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.
„კოკიტოს სათამაშოები“ სამომავლოდ წარმოების მოცულობის ზრდას გეგმავს და მოლაპარაკებებს აწარმოებს საეთაშორისო ბრენდებთან.
„გვსურს პროდუქციის და წარმოების მოცულობის ზრდა. გვაქვს მოლაპარაკებები და შეკვეთები საერთაშორისო ბრენდებთან. თუ საერთაშორისო ინტერესი გაიზრდება, წარმოების რაოდენობის გაორმაგებაც შესაძლებელია.
ამ ეტაპზე გვაქვს აქტიური რამდენიმე მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან.
ვგეგმავთ ახალი პროდუქციის ხაზის დამატებას, მანქანების სერიას, ცხოველებს, რაც სიახლე იქნება მომხმარებლისთვის და უფრო გაამრავალფეროვნებს ჩვენს ასორტიმენტს. ასევე გეგმაში გვაქვს გავაფართოვოთ „კოკიტოს“ განმავითარებელი სივრცე, რადგან მშობლებს მოსწონთ მისი კომფორტი და უსაფრთხოება.
ჩვენი მიზანია, რომ „კოკოტოს“ საბავშვო სივრცში განვავითაროთ ინოვაციური და მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც შეუქმნის დამატებით კომფორტსა და ჩვენს მომხმარებლებს. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, როგორც ბავშვის სრულყოფილ განვითარებას, ისე მის უსაფრთხოებასა და კომფორტს. ვგეგმავთ, რომ დავამატოთ ახალი და თანამედროვე აქტივობები, რომლებიც ჩვენი სივრცის უფრო დიდი ინტერესითა და უპირატესობით სარგებლობის საშუალებას მისცემს მშობლებს “, - განარტავს ლალიკო გოგიბერიძე.
სხვა სიახლეები
09.10.2025.19:00
EMAAR-ის ინვესტიციის განხორციელებით, ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საამიროებში იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ ფრენას კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისთვის საქართველო საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა.
„გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან მათთან ურთიერთობის შემიძლია ვთქვა და ვიცი მათი გეგმების შესახებ, რომელიც მათ გააჩნიათ საქართველოსთან, კავკასიის მთლიანად რეგიონთან და ცენტრალური აზიასთან. გამომდინარე იქიდან, რომ საამიროები ახლოს არის გეოგრაფიულად ჩვენთან განლაგებული და გახლავთ დღეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი თავისი თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ნავსადგურების, საპორტო ინფრასტრუქტურის და ერთ-ერთი უმძლავრესი „ჰაბია“ საავიაციო - აქედან გამომდინარე, ისინი მოიცავენ, ფარავენ ჩვენს რეგიონს ძალიან კარგად. თუნდაც, რომ ავიღოთ სიხშირე ფრენების არამარტო ერთი ავიაკომპანიის, ახლა Etihad Airways დაემატება და ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საამიროებში იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ ფრენას კვირის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მათ კონკრეტული ინტერესები გააჩნიათ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ეს არის უზბეკეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი და ჩვენ ვართ ლოგიკური გაგრძელება მათი ინტერესისა, რათა მოხდეს ნედლეულის და წიაღისეულის გატანა მსოფლიო ბაზარზე. ისინი აქტიურად არიან ახლა ჩართული ყაზახეთის საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტებში. ბოლო სიახლე არის, რომ ჩვენმა პარტნიორმა „აბუ-დაბი პორტის ჯგუფმა“ უკვე დაიწყო ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის მშენებლობა აზერბაიჯანში, გაფორმდა ხელშეკრულება და იგეგმება ყაზახეთის მიმართულებით, რომელიც დააკავშირებს ბაქოს აქტაუსთან, კურიგთან და თურქმენბაშის ნავსადგურთან. ეს ორი გემი მხოლოდ დასაწყისია. რაოდენობა შეიძლება ავიდეს 10-ზე, 20-ზე და მეტზე. დღეს ეს არის მათი სტრატეგიული რეგიონი მათი ინვესტიციებისთვის. იცით რომ ძალიან მდიდარია ქვეყანა, ძალიან დიდი შესაძლებლობები გააჩნია და მათი კომპანიები როგორიც არის „აბუ-დაბის პორტის ჯგუფი“, „დუბაი პორტს ვორლდ“ (Dubai Ports World) და ა.შ იგივე ვთქვათ სამშენებლო კომპანიები, დეველოპერული კომპანიები. მათ ეს რეგიონი აინტერესებთ, ბევრი სტუმარი ჩამოდის საქართველოში. შესაბამისად, საქართველო არის პოპულარული მიმართულება. აქედან გამომდინარე, ეს კრავს მთლიან ჯაჭვს ინტერესისას. ყახაზეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.
"თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ეს ქვეყანა თავისთავად ძალიან ძლიერია ეკონომიკური თვალსაზრისით.
„მაგრამ გარდა ამისა, მათ გააჩნია ძალიან ძლიერი კომპანიები და როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ Eagle Hills-ის ინვესტიციებზე, იქ აბსოლუტურად კერძო ინვესტიციებია, იქ სახელმწიფო არ მონაწილეობს“, - განმარტავს ინაიშვილი.