მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

ვმუშაობთ საახალწლო კოლექციაზე და მომხმარებელს უამრავ ისეთ სათამაშოს შევთავაზებთ, რომელიც აქამდე არ გვქონია - "ჯეინის თოჯინები"

news image

ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელი ბრენდი „ჯეინის თოჯინები“ დიდი პოპულარულობით სარგებლობს. პროდუქცია მზადდება სრული სტანდარტების დაცვით, ბუნებრივი, ანტიალერგიული მასალებისგან და სრულიად უსაფრთხოა პატარებისთვის. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia „ჯეინის თოჯინების“ დამფუძნებელს ჯეინ გომურაშვილს ესაუბრა.

„აქტიურად მიმდინარეობს ონლაინ კურსებზე მიღება. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ახალი კურსი, რომელიც იანვარში დაიწყება.

კურსი დაყოფილია შემდეგნაირად: ვასწავლი სათამაშოების შექმნას, როგორც დაწყებით, ასევე პროფესიონალურ დონეზე. გარდა ამისა, არსებობს ცალკე მიმართულება ბიზნესისთვის - როგორ გაყიდონ შექმნილი პროდუქტები. ერთის მხრივ, სწავლება ეხება იმას, როგორ შექმნან სათამაშო, ხოლო მეორეს მხრივ როგორ გაყიდონ პროდუქტი.

აკადემიაში მოსწავლეებს ამ მიმართულებითაც ვეხმარები, რადგან მაქვს დიდი გამოცდილება გაყიდვების კუთხით, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა.
კურსის ხანგრძლივობა 1-დან 3 თვემდეა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ვერსიას ირჩევს სტუდენტი “, - აცხადებს ჯეინ გომურაშვილი.

მოთხოვნა და ინტერესი, როგორც კურსის, ასევე პროდუქციის მიმართ საკმაოდ მზარდია.

„კურსზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, რადგან სწავლება ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი ვიდეო გაკვეთილებისგან შედგება, რომლებიც ნებისმიერ დროს არის ხელმისაწვდომი. ამიტომ კურსი ძალიან მოსახერხებელია, როგორც საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, ისე ემიგრანტებისთვის.

მზარდია მოთხოვნა პროდუქციაზეც. ქართველმა მომხმარებელმა ისწავლა ხელნაკეთი ნივთების შეფასება და დაფასება, რაშიც ვთვლი, რომ დიდი წვლილი მიმიძღვის. როდესაც დავიწყე, ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ ახლა ეს დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა. დღესდღეობით, როგორც ქართველები, ისე ემიგრანტები და უცხოელები ხშირად იძენენ ჩემს პროდუქციას. გარდა ამისა, აქტიურად ვმონაწილეობ გამოფენებში. ამ მიმართულებითაც საკმაოდ წარმატებული წელი მქონდა. ველოდები საშობაო ბაზრობას, რომელშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.

ასორტიმენტს მუდმივად ვაფართოებთ. ამ ეტაპზე საახალწლო კოლექციაზე ვმუშაობთ და მომხმარებლებს უამრავ ისეთ ახალ სათამაშოს შევთავაზებთ, რომლებიც აქამდე არ გვქონია “, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია 8 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. ბრენდის დაარსების იდეა საკუთარი შვილისთვის შექმნილ სათამაშოს უკავშირდება. ამის შემდეგ გადაწყვიტა დამფუძნებელმა ამ ყველაფრის საქმედ ქცევა. ჯეინ გომურაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც მან საქმიანობა დაიწყო, მსგავსი ტიპის სათამაშოები ქართულ ბაზარზე არ არსებობდა და სწორედ „ჯეინის თოჯინები“ აღმოჩნდა პირველი, ვინც ამ ყველაფერს ხელი შეუწყო.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოში პირველად: Café del Mar-ის სახელობის Beach Club

12.03.2026.12:00

საქართველოში, ტურიზმის განვითარების ნაწილში, იწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი - პროექტ VR Shekvetili Forest~Beach-ის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება საერთაშორისო ბრენდის - Café del Mar-ის სახელობის VR Signature Beach Club-ის გახსნა, რომელიც მსგავსი კონცეფციის მქონე პირველი სივრცე იქნება, ქვეყნის მასშტაბით.

Café del Mar-ის Beach Club-ები და კონცეფციური სივრცეები წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს მასშტაბით, მაგალითად ესპანეთში, მალტაზე, ტაილანდში, მექსიკასა და სხვადასხვა ცნობილ ლოკაციებზე. ლეგენდარული Ibiza- ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია განსაკუთრებული მუსიკალური ატმოსფეროთი, ლაუნჯ კულტურითა და მზის ჩასვლის უნიკალური ხედებით, ახლა უკვე საქართველოს სტუმრებსა და ადგილობრივებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

VR Shekvetili Forest~Beach-ის სივრცეში შექმნილი Beach Club სტუმრებს შესთავაზებს ხმელთაშუა ზღვის ატმოსფეროს, ავთენტურ ლაუნჯ გამოცდილებას, მსოფლიო დონის DJ სეტებსა და განსაკუთრებულ საღამოებს მზის ჩასვლის ფონზე. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს სივრცე მიზნად ისახავს არა მხოლოდ გართობის, არამედ ცხოვრების ახალი სტილის შექმნას, სადაც ბუნება, მუსიკა და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება.

VR Holding-ში აღნიშნავენ, რომ ეს ინიციატივა საქართველოს ტურისტულ რუკაზე ახალ, საერთაშორისო მნიშვნელობის მიმართულებას შექმნის და ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მაღალი დონის დასვენებისა და გასართობი გამოცდილების მაძიებელი სტუმრებისთვისა და ინვესტორებისთვის.

VR Holding-ის მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი - თინათინ სამხარაძე აღნიშნავს:

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში პირველად ვმასპინძლობთ ისეთ საერთაშორისო ბრენდს, როგორიცაა Café del Mar. ეს არის სივრცე, რომელიც მხოლოდ Beach Club არ იქნება - ეს არის ემოცია, ცხოვრების სტილი და გამოცდილება, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ბუნებასა და მაღალი ხარისხის გასართობ კულტურას. გვჯერა, რომ VR Shekvetili Forest~Beach-ში შექმნილი ეს ახალი ადგილი სწრაფად იქცევა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების საყვარელ ლოკაციად”.

ახალი Beach Club-ის გახსნა სტუმრებს დაუვიწყარ ზაფხულს ჰპირდება 2026 წელს. ეს არის ადგილი, სადაც ზღვა, ტყე და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა