მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

წლის ბოლოს სრულიად ახალი კონცეფციის საღონისძიებო სივრცის გახსნას ვგეგმავთ, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს - Incendio Events

news image

Incendio Events • ინსენდიო ივენთს ღონისძიებების მართვის კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს და კომერციულ დირექტორს ქეთევან სიხარულიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

INCENDIO EVENTS არის ღონისძიებების მართვის კომპანია, რომელიც დაარსდა 2024 წელს. ჩვენი გუნდის მიზანია, გავაღვივოთ განსაკუთრებული მუხტი თითოეულ შეხვედრაში - იქნება ეს კორპორატიული საღამო, ქორწილი თუ თემატური იუბილე.
კომპანიის სახელწოდება - INCENDIO /ინსენდიო, რაც ცეცხლოვან წარმოსახვასა და ემოციურ შთაბეჭდილებას ასახავს ზუსტად გამოხატავს ჩვენს მთავარ მისიას: თითოეული ღონისძიება გადავაქციოთ შთამბეჭდავ და დაუვიწყარ გამოცდილებად.
ჩვენი საქმიანობის სპეციფიკა სცილდება მხოლოდ ორგანიზებას. INCENDIO EVENTS ქმნის გამოცდილებებს, რომლებიც მორგებულია თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ სურვილებზე, ღირებულებებსა და ესთეტიკაზე. ჩვენთვის თითოეული ღონისძიება და მასთან დაკავშირებული კომუნიკაცია ეფუძნება ერთი ძირითადი იდეის ირგვლივ შერწყმულ ნარატივს, ყოველი იდეა გადაიქცეს რეალობად, ყოველი სივრცე კი სუნთქვის შემკვრელ სცენად.

მომხმარებლებს ვთავაზობთ ღონისძიების სრულ მომსახურებას, როგორიცაა კონცეფციის შექმნა, სცენოგრაფია, დიზაინი, ლოგისტიკა, სერვისის პროფესიონალური შესრულება და პროცესის ზედამხედველობა.
ჩვენ ყოველ ახალ პროექტზე ვმუშაობთ მულტიდისციპლინური გუნდის მეთოდით, რომელიც აერთიანებს ყველა იმ მიმართულების პროფესიონალს, რომელიც დღეს ქმნის ღონისძიებების შთამბეჭდავ გამოცდილებას ქართულ ბაზარზე.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ჩვენს გუნდს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს და გვაქვს საშუალება გამოცდილებაზე დაყრდნობით შევაფასოთ სფერო.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში თვალში საცემად გაიზარდა მოთხოვნა პროფესიონალურად დაგეგმილ ღონისძიებებზე. მომხმარებლები (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული), უფრო მეტი ყურადღებით ეკიდებიან თითოეულ დეტალს, ელიან ინდივიდუალურ მიდგომასა და ესთეტიკურ სრულყოფილებას. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა დღეს უკვე სცილდება მხოლოდ ტექნიკურ ორგანიზებას და გადადის გამოცდილების შექმნაზე, რაც ჩვენს სფეროს მრავალფეროვანს და ტენდენციურს ხდის.
ამ პროცესში კომპანია INCENDIO EVENTS პოზიციონირებს, როგორც მორგებული სერვისების მიმწოდებელი, რომელიც ფეხს უწყობს გლობალურ ტენდენციებს და ქართულ ბაზარზე ქმნის ახალ სტანდარტს. თითოეულ დეტალში იგრძნობა ჩვენი ფაქიზი მიდგომა, გემოვნება და გლობალურ ტენდენციებზე ორიენტირებული ხედვა. ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაგრამ არ ვკარგავთ იმ განცდას, რომელიც უნიკალურ ხელწერას ქმნის - თბილს, ემოციურს და ადამიანზე ორიენტირებულს.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი - პერსონალიზებულ გამოცდილებას. ჩვენ არ ვთავაზობთ მომხმარებელს მზა გადაწყვეტილებებს, არამედ მათთან ერთად ვქმნით სრულ კონცეფციას და ღონისძიების რეჟისურას.
ამასთანავე, ჩვენი ძირითადი კონკურენტული უპირატესობაა მულტიდისციპლინური გუნდი, პროდუქტისა და სერვისის ხარისხის მენეჯმენტი, სერვისში ინტეგრირებული თანამედროვე ტექნოლოგიები, მდგრადი და ეთიკური მიდგომები, მოქნილობა და მიმდინარე ტენდენციებთან ადაპტაციის უნარი.
უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებების სფერო ბოლო წლებში მუდმივად ვითარდება და იძენს ახალ სტანდარტებს. ამ დინამიკაში, ჩვენი სექტორისთვის გადამწყვეტი ხდება არა მხოლოდ პროფესიონალური შესრულება, არამედ განსხვავებული ღირებულებებისა და ინოვაციური მიდგომების შეთავაზება. სწორედ აქ იჩენს თავს ის კონკურენტული უპირატესობები, რომელიც ქმნის ჩვენს ნიშას ღონისძიებების მენეჯმენტის კომპანიების ბაზარზე
ამრიგად, ჩვენი სერვისი არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური კოორდინაციით. „ინსენდიო ივენთსის“ გუნდი ქმნის უნიკალურ კონცეფციას, რომელიც მორგებულია კონკრეტულ მომხმარებელზე. კრეატიული იდეები და პერსონალიზებული სცენარები ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ღონისძიებას შთამბეჭდავ, ემოციურ და დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცევს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

„ინსენდიო ივენთსის“ სამომავლო გეგმები საკმაოდ მასშტაბურია. იგეგმება განვითარება, როგორც სერვისების, ასევე ფიზიკური ლოკაციების გახსნის თვალსაზრისით.
ბაზარზე არსებული სტანდარტების გასაუმჯობესებლად „Everything In One“ მიდგომას ვნერგავთ, რომელიც მოიცავს კიდევ უფრო დეტალურ და სრულ სერვისს, რაც ღონისძიებების მენეჯმენტის სფეროს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ასევე ვგეგმავთ შევძინოთ ჩვენს ღონისძიებებს მულტისენსორული გამოცდილებაც (სურნელი, ხმა, ტექსტურა), რომელიც კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის ჩვენი მომხმარებლების დღესასწაულებს.
მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში სრულიად ახალი კონცეფციის საღონისძიებო სივრცის გახსნას ვგეგმავთ, რომელსაც ანალოგი ამ ეტაპზე საქართველოში არ აქვს. აღნიშნული სიახლის შესახებ მოგვიანებით უფრო დეტალურად მოგიყვებით.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი ჩვენი მიზანი რეგიონალური ბაზრის ათვისება და რეგიონში წამყვან ბრენდებთან ახალი კოლაბორაციების შექმნაა.

ცნობისთვის, დაინტერესებულ პირებს დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად შეუძლიათ დაკავშირება შემდეგ სოციალურ არხებში:

IG: https://www.instagram.com/incendio_events/

FB: https://www.facebook.com/profile.php?id=61574947478335

TikTok: https://www.tiktok.com/@incendio.events

YouTube: https://www.youtube.com/@IncendioEvents

LinkedIn: https://lnkd.in/djAMsNGH

ან შემდეგ საკონტაქტო ნომერზე : 598 00 60 12.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ემოციების ჰაბი „ფორმაცია“ - ადგილი, სადაც ხელოვნება და ფსიქოლოგია ერთიანდება

16.03.2026.12:00

ფორმაცია არის ადგილი, სადაც ხელოვნება და ფსიქოლოგია ერწყმის ერთმანეთს. ეს არის ჰაბი, სადაც მოზარდები და ზრდასრულები კვალიფიციურ გუნდთან ერთად, საინტერესო და ინოვაციური კურსების საშუალებით, ივითარებენ თვალსაწიერს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia „ფორმაციის“ დამფუძნებელს, ირმა გოგოლაძეს ესაუბრა.

„ფორმაცია“ არის ემოციების ჰაბი, რომელიც ბაზარზე ერთი წელია ოპერირებს. ვაერთიანებთ ფსიქოლოგიასა და ხელოვნებას. ჩვენს გუნდში მუშაობს სერტიფიცირებული, კვალიფიციური არტ-თერაპევტი, ანა დედაბრიშვილი.

ჩვენ, ზოგიერთი არსებული თერაპია ვაქციეთ პროდუქტად. მაგალითად, კალიგრაფია, რომელსაც თერაპიასთან ვაკავშირებთ. ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს ვუზიარებთ ამ უნიკალურ ხელოვნებას: ვაცნობთ, რა არის კალიგრაფია, სად და როგორ იყენებდნენ მას და როგორ განვითარდა სხვადასხვა ეპოქაში. შემდეგ ეს პროცესი იღებს თერაპიულ სახეს. წერა კარგი თერაპიაა, ხოლო ლამაზად წერა კიდევ უფრო ეფექტურია, რადგან ადამიანი ერთდროულად წერისა და ხელოვნების სამყაროში ერთვება. პროცესი ერთდროულად, თერაპიულადაც და შემოქმედებითადაც გამდიდრებულია.

კალიგრაფია გვაქვს როგორც ერთჯერადად ვორქშოფის ფორმატში, ასევე სრული კურსის სახით. ვმუშაობთ ტურისტებზეც: ვაცნობთ მათ ქართულ კალიგრაფიას, ვარჩევთ ფრაზას, რომელსაც მონაწილეები თავად წერენ, ამას ვურთავთ ღვინოსა და მუსიკას, რაც ქმნის სასიამოვნო და დასამახსოვრებელ საღამოს.

ასევე, ჩვენ შევქმენით Self-მარკეტინგის კურსი, სადაც მოზარდები (11–15 წელი) სწავლობენ, როგორ იპოვონ საკუთარი თავი, შექმნან პერსონალური ბრენდი და გადადგან პირველი ნაბიჯები პროფესიული სამყაროსკენ.

გარდა ამისა, ზრდასრულებისთვის გვაქვს ერთჯერადი კურსი - „ცეცხლთან თამაში“, სადაც ადამიანებს შეუძლიათ სახალისო ფორმით გაიცნონ საკუთარი თავის ჯერ კიდევ შეუცნობელი მხარეები, აღმოაჩინონ დასწავლილი ქცევის პატერნები და განივითარონ თვითანალიზის უნარი. ეს არის ჯგუფური თამაში და სხვა ადამიანებთან ურთიერთობით სხვადასხვა გამოწვევის გადალახვას გულისხმობს. თამაში აგებულია თვითანალიზისა და თვითდაკვირვების პრინციპებზე.

„ცეცხლთან თამაში“ ოთხი ძირითადი ეტაპისგან შედგება. თამაშის პროცესში მონაწილე აკვირდება, თუ როგორ აღიქვამს საკუთარ თავს და საკუთარ თავში ისეთ თვისებებს, როგორიცაა ემპათია, ექსპრესია, სიხარბე და ღიაობა. თითოეულ ამ თვისებაზე ის თავად აყალიბებს მსჯელობას.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან საინტერესო გამოვიდა და შემიძლია ვთქვა, რომ იდეამ გაამართლა. ჩვენთან მოსული თითოეული ადამიანი სივრცეს დადებითი ემოციებით, ბედნიერი და კმაყოფილი ტოვებს, შემდეგი შეხვედრის მოლოდინით “, - აცხადებს ირმა გოგოლაძე.

კომპანიის მთავარი სამომავლო მიზანი ცნობადობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის მეტი აქტივობის შეთავაზებაა.

„ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი ცნობადობის გაზრდა და ადამიანებისთვის მეტი აქტივობის შეთავაზებაა. სწრაფ გაფართოებაზე მეტად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარება იყოს თანმიმდევრული და ლოგიკური. ამიტომ, კონკრეტული ახალი გეგმა ჯერ არ გვაქვს - ვაგრძელებთ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, ჰაბში ხელმისაწვდომია ფსიქოლოგის სერვისიც, რომელიც მუშაობს ინტეგრაციული მიდგომით. ეს ნიშნავს, რომ თერაპიული პროცესი სრულად არის მორგებული პაციენტის საჭიროებებზე. პრაქტიკა ეფუძნება ფსიქოთერაპიის რამდენიმე წამყვან მიმართულებას: კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიას (CBT), ფსიქოდინამიკურ მიდგომას, პოზიტიურ ფსიქოლოგიასა და მაინდფულნეს პრაქტიკებს.

სპეციალისტი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ემოციური სირთულეები, თვითშეფასება და თვითიდენტობა, საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობა, ცხოვრებისეული კრიზისები და ცვლილებები, ასევე ფსიქოსომატური ჩივილები.


ჰაბი ქალაქ თბილისში, ინგოროყვას 19 ნომერში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა