"იდეოგრაფი" - მარკეტინგული კომპანია, რომელსაც უკვე ათეულობით ბიზნესი თავის სტრატეგიულ განვითარებას ანდობს
“იდეოგრაფი” მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებლებს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
თანამედროვე ბაზარზე მარკეტინგი აღარ ნიშნავს მხოლოდ ვიზუალს, პოსტებსა და რეკლამას. ბიზნესს სჭირდება პარტნიორი, რომელიც ხედავს მთლიან სურათს, აზროვნებს სტრატეგიულად და მუშაობს რეალურ შედეგებზე. სწორედ ამ ფილოსოფიით ჩამოყალიბდა „იდეოგრაფი“ - მარკეტინგული კომპანია, რომელმაც არსებული სტანდარტები შეცვალა და ბიზნესებისთვის ახალი მიდგომები დანერგა.
თითოეული პარტნიორი კომპანია ჩვენთან თანამშრომლობით იღებს სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელიც მის რეალურ საჭიროებებს ეფუძნება.
კომპანია მუშაობს იმაზე, რომ თითოეულ ბიზნესს ჰქონდეს მკაფიო პოზიციონირება ბაზარზე. სწორედ ამიტომ ჩვენ მათ ვთავაზობთ:
• ბრენდის ვიზუალური იმიჯის შექმნას;
• ეფექტური სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას;
• გაყიდვად და მიზნობრივ ტექსტებს;
• ლოგოს, ვიზუალური იდენტობისა და ბრენდის სტრატეგიის შექმნას;
• კონტენტის დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას;
• შედეგების ანალიზს, გაუმჯობესებასა და განვითარებას.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
კომპანიის მთავარი უპირატესობა შედეგებზე ფოკუსირებაა. ყოველი სტრატეგია იწყება მთავარი კითხვით - რა უნდა მოიტანოს მარკეტინგმა ბიზნესისთვის?
გაყიდვების ზრდა, მომხმარებლის ნდობის გაძლიერება თუ კომპანიის ბაზარზე გამყარება - თითოეული კამპანია იგეგმება კონკრეტული მიზნებითა და გაზომვადი შედეგებით.
ეს არის კომპანია მათთვის, ვინც ეძებს არა ფორმალურ აქტივობებს, არამედ შედეგს;
არა სტანდარტულ გადაწყვეტილებებს, არამედ განსხვავებულ ხედვას;
არა დროებით კამპანიებს, არამედ გრძელვადიან ზრდას.
როგორია "იდეოგრაფის" სამომავლო გეგმები?
„იდეოგრაფის“ სამომავლო გეგმები მკაფიოა - განაგრძოს განვითარება, როგორც გრძელვადიან ზრდაზე ორიენტირებულმა მარკეტინგულმა პარტნიორმა. კომპანია გეგმავს ინოვაციური ინსტრუმენტებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვას, გუნდის გაძლიერებას და უფრო მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას.
მთავარი პრიორიტეტი მომავალშიც უცვლელი რჩება - მარკეტინგის შექმნა, რომელიც რეალურ ღირებულებას სძენს ბიზნესს და უზრუნველყოფს სტაბილურ ზრდას.

დღის ტოპ 10 სიახლე
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
სხვა სიახლეები
„აგროლეინი“ საუდის არაბეთში ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელთან თანამშრომლობას გეგმავს
18.02.2026.12:00
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე, Gulfood -ზე 2 პავილიონით წარსდგა, ხოლო ღონისძიებას ჯამში 26 ქართული კომპანია ესწრებოდა. მათ შორის იყო ლურჯი მოცვის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Agrolane / აგროლეინი გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს და დირექტორს გიორგი ღვინიაშვილს ესაუბრა.
„ეს გამოფენა ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლებია ჩვენ გალფის ქვეყნებში ვოპერირებთ და ვაწვდით მათ ჩვენს პროდუქციას. პრაქტიკულად ყოველ წელს გამოფენის შემდეგ გვემატება ახალი პარტნიორი კომპანიები, რის გამოც კონკრეტულად ჩვენთვის ეს ღონისძიება განსაკუთრებით ფასეულია.
დაინტერესება კვლავ მაღალია. ვგეგმავთ, რომ წელს საუდის არაბეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელთან დავიწყოთ თანამშრომლობა და მივაწოდოთ ჩვენი პროდუქცია. ეს ქსელი ახალია ჩვენთვის, გამოფენაზე გავიცანით და გვაქვს მოლოდინი, რომ წელს შევძლებთ მუშაობის დაწყებას და სუპერმარკეტებში შესვლას “, - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.
ინფორმაციისთვის, ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.