როგორია Green steps -ის როლი გარემოსადცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცესში
Green Steps • გრინ სთეფს გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიია, რომლის საქმიანობის არეალი მოიცავს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას გარემოსდაცვითი მიმართულებით, საქმიანობების მონიტორინგს და ნებართვების მიღებას. კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური ექსპერტებით, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ ისეთ მიმართულებებში როგორებიცაა: ეკოლოგია, ბიოლოგია, ზოოლოგია, ჰიდროლოგია, გეოლოგია, ნარჩენების მართვა, გეოინფორმაციული სისტემები და სხვა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე Business Insider Georgia-სთან ისეთ აქტუალურ თემაზე საუბრობს, როგორიც არის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის.
როდესაც ახალ პროექტს იწყებს ბიზნესი, რა ტიპის გარემოსდაცვითი ნებართვებია საჭირო და როგორ უნდა დაადგინოს ბიზნესმა რომ დაგეგმილი საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედებას?
გარემოსადცვითი შეფასების კოდექსი გახლავთ ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის მიხედვითაც ვხელმღვანელობთ ყველა ეტაპზე. მითითებულ კოდექსში გვაქვს პირველი და მეორე დანართი, სადაც ჩამოთვლილია საქმიანობები, რაც ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.
იმის მიხედვით თუ რომელ დანართშია დაგეგმილი საქმიანობა, იწყება შესაბამისი პროცედურები. მაგ: პირველ დანართში ჩამოთვლილი არის შედარებით დიდი ზემოქმედების მქონე საქმიანობები. მაგალითად, როგორიც არის ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა, ან დიდი ჰესების მშენებლობა. შესაბამისად, პროცედურულადაც არის უფრო რთული იმიტომ რომ დოკუმენტი არის უფრო მასშტაბური. მეორე დანართში შედარებით დაბალი ზემოქმედების მქონდე საქმიანობებს ვხვდებით და ამიტომ გარემოზე ზემოქმედების გამოვლენა იწყება სკრინინგის პროცედურით , ხოლო პირველი დანართის შემთხვევაში საჭიროა გზშ-ის პროცედურის გავლა, რაც გარემოს ცალკეული კომპონეტების სიღრმისეულ შესწავლას გულისხმობს. საბოლოო ჯამში, ამ დოკუმენტების მიზანია ზემოქმედების დროული გამოვლენა და ამ ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირება სწორი შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრის გზით.
შეიძლება თუ არა გარემოსდაცვითი სტანდარტების შესრულება ბიზნესის კონკურენტულ უპირატესობად იქცეს?
რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებისას ბევრი პარტნიორი ან ინვესტორი ითხოვს რომ სხვადასხვა სტანდარტთან იყოს შესაბამისობაში სხვადასხვა სტანდარტთან. გარდა ამისა, სამომხმარებლო ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. შესაბამისად, „მწვანე ბიზნესები“ უფრო მიმზიდველები არიან ბაზარზე, როგორც მომხმარებლებისთვის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ასევე ინვესტორებისთვისაც.
რა რისკები ემუქრება კომპანიას გარემოსდაცვითი მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში?
ამ შემთხვევაში არის რამდენიმე ტიპის რისკი. პირველი არის სამართლებრივი რისკი - თუ კომპანია არ იცავს გარკვეულ მოთხოვნებს ამის გამო შესაძლოა დაჯარიმდეს ან საქმიანობის წარმოება შეუჩერდეს და მისი პასუხისმგებლობა დადგეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია - რეპუტაციული ზიანი, რომელიც შეიძლება პირველ რისკზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყოს საბოლოო ჯამში. ამას შეიძლება მოჰყვეს საზოგადოებრივი პროტესტი და ფინანსური ზიანიც. ყველა შემთხვევაში უმჯობესია, რომ რეგულაციების დაცვა დაიგეგმოს წინასწარ. პოსტფაქტუმ რომ იგებს ამას ბიზნესი მისთვის ცოტა რთულია ამიტომ ჩვენი როლი აქაც იკვეთება, რომ რაც შეიძლება დროულად მივაწოდოთ მსგავსი ტიპის ინფორმაცია ბიზნესს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ დღეს თუ სწორად დაგეგმავ გარემოსდაცვით საკითხებს, მომავალში ეს აზღვევს რისკებს, რომელიც შეიძლება გარემომ მიაყენოს პროექტს.
რამდენად მნიშვნელოვანი საზოგადოების ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებზე?
აუცილებელიც კი არის. მნიშვნელოვანია რომ მოხდეს დაგეგმვა ადრეულ ეტაპზე. განსაკუთებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში. იმიტომ რომ ეს პროცესი ფაქტობრივად არის პირველი ეტაპი, საწყისი როცა მოსახლეობას ეკონტაქტები იმ პროექტებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა იგეგმებოდეს მათ მუნიციპალიტეტში. ამ ქმედებით საქმის კურსში აყენებ და წინასწარ ესაუბრები. თუ ეს ასე არ ხდება, შესაძლოა მოჰყვეს პროტესტი საზოგადოების მხრიდან და გააჩინოს გარკვეული კითხვის ნიშნები. საზოგადოებას კანონიერი უფლება აქვს, რომ მიიღოს საჯარო განხილვებში მონაწილეობა და ამის შეზღუდვა დაუშვებელია. თუ სწორად დაგეგმილი კომუნიკაცია იქნება და გამჭირვალობა, რა თქმა უდნა ეს ყველაფერი მხოლოდ გაამყარებს ნდობას და შეამცირებს კონფლიქტებს.
რა არის “გრინ სთეფსის” როლი ამ პროცესში?
ჩვენი როლი ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო არის ამ მთელ რიგ პროცესებში, რადგან ჩვენ ვართ დამაკავშირებელი რგოლი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს მთელი ციკლის განმავლობაში დაგეგმარების ეტაპიდან, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე ანუ საბოლოო ნებართვის აღებამდე. მათ შორის, ასევე ვეხმარებით მოსახლეობასთან ურთიერთობის ნაწილშიც. ამაში ვგულისხმობ, საჯარო განხილვებში მონაწილეობას და ნებისმიერ დასმულ კითხვაზე დამკვეთთან ერთად მაქსიმალურად ამომწურავი პასუხების გაცემას. საბოლოო ჯამში ჩვენი გუნდის ექსპერტების დახმარებით ვადგენთ გარემოსდაცვით დოკუმენტებს სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმების მიზნით და ვუწევთ კომპანიებს გარემოსდაცვითი მიმართულებით კონსულტაციებს, მდგრადი განვითარების და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.11:17
ლიდერი დეველოპერული კომპანია m2 და ოჯახური ბიზნეს მოდელის მაღაზია “ფუნდუკი”, რომელიც ცნობილია ეკო-მეგობრული და მდგრადი მიდგომებით, კრეატიულობითა და კულტურის მხარდაჭერით - პარტნიორობას აანონსებენ. აღნიშნული კოლაბორაცია ორ ბრენდს პიროვნული ინდივიდუალურობის გამოხატვის იდეის ირგვლივ აერთიანებს, რაც ასახული იქნება ექსკლუზიური ჩანთების კოლექციაში m2-ის შთამაგონებელი ბრენდის გზავნილით - "იცხოვრე შენი ცხოვრებით".
m2 ცნობილია თავისი ინოვაციური მიდგომით, ქმნის სივრცეებს, რომლებიც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს გამოხატონ საკუთარი იდენტობა და შთააგონებს ადამიანებს გაბედონ და იყვნენ ავთენტურები, ესწრაფვონ, შექმნან და იცხოვრონ ისეთ გარემოში, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობენ. ფუნდუკთან თანამშრომლობა კი m2-ის ფილოსოფიას ხელშესახებ პროდუქტში გადმოსცემს.
“ჩვენი კოლაბორაცია წარმოადგენს ორი ბრენდის საინტერესო სინერგიას, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ დონეზეა მიმართული. აღნიშნული კოლექცია ჩვენი მესიჯის - “გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით” უნიკალური გამოხატულებაა. ის ინდივიდუალობის გამოხატვას უჭერს მხარს და თანხვედრაშია იმ ადამიანების გემოვნებასთან, ვინც აფასებს შემოქმედებითობას, თავისუფლებას და ეკო-მეგობრულ ცხოვრების სტილს.” - აცხადებს m2-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ დიდებაშვილი.
"ფუნდუკში ჩვენ ვმუშაობთ ისეთი ნივთების შექმნაზე, რომლებიც ამბავს გვიამბობენ და m2-თან ეს პარტნიორობა სრულად შეესაბამება ჩვენს ფილოსოფიას. ერთად ვქმნით პროდუქტს, რომელიც არა მხოლოდ კარგად გამოიყურება, არამედ კომფორტული ცხოვრების სტილს გამოხატავს" - მარიკა ჭახრაკია, “ფუნდუკის” დამფუძნებელი.
კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.liveyourownlife.ge, შეძენა კი ფუნდუკის სოც. მედია არხებსა და მაღაზიაში - თბილისი, ატენის ქ. N16ა.