როგორია Flower Bar-ის საქმიანობის სპეციფიკა და განვითარების ხედვა - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან
თანამედროვე ურბანულ ცხოვრებაში ყვავილი აღარ არის მხოლოდ საჩუქარი - ის არის ემოციის, ყურადღების და სიყვარული გამოხატულება. სწორედ ამ იდეით შეიქმნა Flower Bar - ბრენდი, რომელმაც ქართულ ბაზარზე ყვავილების კულტურას ახალი მნიშვნელობა შესძინა. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნინი მარეხაშვილს ესაუბრა.
- როგორია Flower Bar-ის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Flower Bar-მა ბაზარზე ოპერირება 2021 წელს დაიწყო, როდესაც ბრენდის პირველი pop-up მაღაზია გაიხსნა ქალაქის გულში - სავაჭრო ცენტრში „გალერია თბილისი“. ეს ნაბიჯი ნიშნავდა ფლორისტიკის ტრადიციული მოდელის ტრანსფორმაციას ინტერაქციულ გამოცდილებად, სადაც მომხმარებელი პროცესის აქტიური მონაწილეა , მას შეუძლია თავად შექმნას თაიგული, შეარჩიოს შეფუთვა და ფორმატი, ან ისარგებლოს პროფესიონალი ფლორისტი მომსახურებით.
დღეს Flower Bar მომხმარებლებს სთავაზობს:
• პრემიუმ ხარისხის ყვავილებსა და კომპოზიციებს;
• ინდივიდუალურად შექმნილ თაიგულებს;
• სასაჩუქრე ბოქსებსა და სეზონურ კოლექციებს;
• კორპორატიულ საჩუქრებს და ღონისძიებების გაფორმებას;
• Flower Cart - სასურველ ივენთზე პერსონალური ფლორისტის მომსახურების სერვისს.

ბრენდის განვითარებასთან ერთად დაემატა ონლაინ გაყიდვების სხვადასხვა არხი, რამაც Flower Bar მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი და მოქნილი გახადა.
2024 წელს კი გაიხსნა რიგით მე-2 pop-up მაღაზია დიდ დიღომში, „გუდვილის“ სივრცეში.
- როგორია თქვენი ყვავილების ასორტიმენტი - რომელი ქვეყნებიდან ხდება იმპორტი და რა კრიტერიუმებით არჩევთ თითოეულ სახეობას?
Flower Bar-ის ყვავილების ასორტიმენტი შერჩეულია განსაკუთრებული სიფრთხილითა და პროფესიული ხედვით. იმპორტი ხორციელდება წამყვანი ყვავილების ბაზრებიდან, მათ შორის:
• ნიდერლანდებიდან;
• ეკვადორიდან;
• სომხეთიდან.
თითოეული სახეობის არჩევისას გუნდი ხელმძღვანელობს რამდენიმე ძირითად კრიტერიუმით:
• ყვავილის სიხალასე და გამძლეობა;
• ვიზუალური ესთეტიკა და სეზონურობა;
• ეკოლოგიური და ხარისხის მაღალი სტანდარტი;
• კომპოზიციაში ჰარმონიული გამოყენების შესაძლებლობა.
შედეგად, მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ ლამაზ, არამედ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს ფორმას და სილამაზეს.

- როგორ ქმნით მომხმარებლისთვის არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ ემოციურ და ესთეტიკურ გამოცდილებას?
ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს:
• თაიგულის დიზაინს და ფერთა ბალანსს;
• შეფუთვის მინიმალისტურ და ელეგანტურ სტილს;
• დეტალებს, რომლებიც ქმნის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას;
• მომხმარებელთან კომუნიკაციას და საჭიროებების სწორ შეფასებას.
Flower Bar-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა მიიღოს არა მხოლოდ ყვავილები, არამედ განცდა, რომელიც რჩება მეხსიერებაში - იქნება ეს სიყვარული, მადლიერება, სიხარული თუ განსაკუთრებული მომენტის აღნიშვნა.
- როგორია Flower Bar-ის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
Flower Bar მუდმივად განვითარების პროცესშია. 2026 წელს ახალი იდეებით და გეგმებით შეხვდა. უახლოეს მომავალში იგეგმება :
• ახალი კონცეფციის პროდუქტებისა და კოლექციების შექმნა;
• ციფრული არხების გაძლიერება.

სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
17.04.2026.14:44
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 23-26 აპრილს, ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. ღონისძიება წიგნის მოყვარულებს ოთხი დღის განმავლობაში გააერთიანებს და მრავალფეროვან ლიტერატურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას შესთავაზებს.
თიბისი, როგორც ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი, სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს. ბაზრობის ფარგლებში, შერჩეულ პარტნიორებთან თიბისის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები მომენტალურადდაიბრუნებენ გადახდილი თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ მოსწავლის ბარათის და 18-23 წლის ახალი თიბისი ბარათის მფლობელებს. დამატებით დეტალებს გაეცანით თიბისის მობაილბანკში. თიბისის სპეციალურ ზონაში სტუმრები შეძლებენ დრო კომფორტულ და საინტერესო გარემოში გაატარონ, აქვე ექნებათ მათ თიბისის ახალი ბარათის აღების შესაძლებლობაც.
თბილისის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ოთხი დღის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში უმასპინძლებს სტუმრებს. დამთვალიერებლებს ადგილზე დახვდებათ საყვარელი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, წიგნის ბაზრობაზე პირველად წარმოდგენილი ახალი გამოცემები, სპეციალური ფასდაკლებები და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა. წლევანდელი ბაზრობის მთავარი გზავნილია „წიგნებით თავისუფლებისთვის“, რომლის გარშემოც ერთიანდებიან გამომცემლები, ავტორები და მკითხველები.
წელს, ბაზრობაზე პირველად მოეწყობა ახალგაზრდული სივრცე „იკითხე, იფიქრე, გადაამოწმე“, რომელიც მოზარდებს შესთავაზებს შემეცნებით და ინტერაქციულ გამოცდილებას. სივრცის მიზანია, ხელი შეუწყოს კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების განვითარებას, თანამედროვე სამყაროში კითხვის ახალი მნიშვნელობის გააზრებასთან ერთად.
წიგნის ბაზრობის დაგეგმილი პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ოთხ სივრცეში გადანაწილდება: მთავარი სცენა - წიგნის პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები; მცირე სცენა - ლიტერატურული პერფორმანსები; საბავშვო სივრცე - ზღაპრების კითხვა და შემეცნებითი აქტივობები; ახალგაზრდული სივრცე - ვორქშოპები, მასტერკლასები და აქტივობები ციფრული უსაფრთხოებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით.
თიბისი, ჩვენს ქვეყანაში, კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მთავარი მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ თიბისი თბილისის წიგნის ბაზრობის მხარდამჭერი და მისი უცვლელი პარტნიორია მისი დაარსების დღიდან.