ჩვენი მთავარი სამიზნე სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია, განსაკუთრებით ის კომპანიები, რომლებსაც ფინანსური და საგადასახადო მიმართულებით სჭირდებათ მხარდაჭერა - Countman
Countman არის კომპანია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს აუთსორს რეჟიმში საბუღალტრო მომსახურების ყველაზე მარტივ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს გიორგი ბარბაქაძეს ესაუბრა.
რამდენი წელია რაც Countman ბაზარზეა და რა იყო საწყისშივე მისი დაარსების მიზანი?
ბაზარზე ოპერირება 2017 წლიდან დავიწყეთ, კომპანია Be Group (Business Engineering Group)-ის სახელწოდებით. თავდაპირველად, ჩვენი ძირითადი საქმიანობა საბუღალტრო მომსახურება იყო, ხოლო მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, რადგან ვხედავდით პრობლემებს როგორც მომსახურების ხარისხში, ისე სისტემურობაში. გარდა ამისა, ვაცნობიერებდით გარკვეულ რისკებსაც და მივხვდით, რომ აუთსორს ბიზნესის განვითარება აუცილებელი იყო, რადგან ასეთ მომსახურებაზე მოთხოვნა თანდათან იზრდებოდა.
2019 წელს კომპანიამ გააფართოვა საქმიანობა სადაზღვეო ზარალების შეფასების მიმართულებით, რის შედეგადაც ორი მიმართულებით ვოპერირებდით.
2024 წელს საბუღალტრო მომსახურების მიმართულება გამოვყავით ზარალების შეფასების საქმიანობიდან და ამავე წელს ჩამოვაყალიბეთ ახალი კომპანია Countman.
რას ნიშნავს კომპანიის სახელწოდება და როგორია მისი ფილოსოფია?
მთავარი იდეა იყო, რომ Countman-ის პროტოტიპი გარკვეულწილად, სიმბოლური გმირის სახით წარმოგვესახა კომიქსური სტილის პერსონაჟად, რომელიც თვლას და სიზუსტეს უკავშირდება. სახელწოდება ასახავს კომპანიის ფილოსოფიას სიზუსტეს, გამჭვირვალობას და პროფესიონალიზმს.
საბოლოო ჯამში, მიზანი იყო შეგვექმნა ბრენდი, რომელიც ადამიანებს შთააგონებს და აძლევს მხარდაჭერას ფინანსური მართვის პროცესში. სწორედ ეს ხედვა გახდა Countman-ის შექმნის საფუძველი.
როგორია თქვენი ძირითადი მომსახურების მიმართულებები – ბუღალტერია დისტანციურად, ფინანსური ანალიტიკა, საბანკო დაკრედიტების მენეჯმენტი და „მეგობარი ბუღალტერი“ – რას მოიცავს თითოეული მათგანი პრაქტიკაში?
ჩვენი საბუღალტრო მომსახურება მოიცავს სრულ ციკლს ტრადიციული ბუღალტერიიდან დაწყებული, ფინანსური ანალიტიკით და ანგარიშგებებით დასრულებული. ვმუშაობთ თანამედროვე საბუღალტრო პროგრამებითა და სისტემებით, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს მივაწოდოთ ზუსტი და გამჭვირვალე ფინანსური ინფორმაცია.
ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით ვამზადებთ სხვადასხვა ტიპის რეპორტებს -მოგება-ზარალი, Cash Flow, ბალანსი და ა.შ.
ჩვენი ერთ-ერთი ინოვაციური სერვისია „მეგობარი ბუღალტერი“ ეს არის მომსახურება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უკვე თანამშრომლობენ სხვა ბუღალტერთან, მაგრამ სურთ დამატებითი რჩევები და მხარდაჭერა. ამ სერვისის ფარგლებში ჩვენ ვამოწმებთ არსებული ბუღალტრის საქმიანობას, ვაწვდით რეკომენდაციებს, ვამზადებთ პერიოდულ (თვიურ ან კვარტალურ) რეპორტებს და ვეხმარებით მომხმარებელს ფინანსური პროცესების გამართულ მართვაში.
ასევე, ვთავაზობთ კონსულტაციებს საბანკო და საკრედიტო მენეჯმენტის მიმართულებით. საჭიროების შემთხვევაში ვაძლევთ რჩევებს, რომელ ბანკთან და რა პირობებით შეიძლება თანამშრომლობა, რა დოკუმენტაციაა საჭირო, როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული ფინანსური რეპორტები. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მივცეთ პრაქტიკული მხარდაჭერა, რომელიც დაეხმარება სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებში.
რამდენად მაღალია დღეს საქართველოში მოთხოვნა თქვენს სერვისებზე?
რომელი სეგმენტი წარმოადგენს თქვენი კომპანიის ძირითად მომხმარებლებს — მცირე ბიზნესები, სტარტაპები, თუ უკვე ჩამოყალიბებული კომპანიები?
ჩვენი მთავარი სამიზნე სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია, განსაკუთრებით ის კომპანიები, რომლებსაც ფინანსური და საგადასახადო მიმართულებით სჭირდებათ მხარდაჭერა. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო და დღემდე რჩება მათი ხელშეწყობა. მათთვის პროფესიონალური, ხელმისაწვდომი, სანდო საბუღალტრო და ფინანსური სერვისების შეთავაზებით.
ბაზარზე მოთხოვნა აუთსორსინგის სერვისებზე საკმაოდ მზარდია და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ბიზნესები ხვდებიან, რომ აუთსორსის მოდელი ბევრად ეფექტურია, ვიდრე ინსორსი (შიდა რესურსებით მუშაობა). აუთსორსზე გადატანილი მომსახურებები მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს საშუალებას დაზოგოს დრო, რესურსი და ერთდროულად მიიღოს მაღალი ხარისხის პროფესიონალური მომსახურება.
რატომ უნდა აირჩიოს მეწარმემ Countman, რა არის ბაზარზე მისი კონკურენტული უპირატესობა?
ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის კომუნიკაცია. ბევრ კომპანიას შეუძლია თქვას, რომ მათ ჰყავთ კარგი ბუღალტერი, თუმცა ხშირად ეს შეფასება სუბიექტურია. ჩვენთვის მთავარი განსხვავება სწორედ კომუნიკაციის ხარისხშია. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ბუღალტრები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ და მომხმარებელს იშვიათად ეკონტაქტებიან.
ჩვენი მიდგომაა, ვიყოთ მუდმივად ხელმისაწვდომი და მჭიდრო კავშირში თითოეულ მომხმარებელთან. გვჯერა, რომ ბუღალტრული მომსახურება უნდა იყოს არა მხოლოდ ზუსტი, არამედ გამჭვირვალე და გასაგები მომხმარებლისთვის.
ამ მიზნით გვყავს Customer Success გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ კომუნიკაციასა და მხარდაჭერას. თითოეულ კომპანიასთან მუშაობს რამდენიმე ადამიანი, რაც იძლევა შესაძლებლობას, მომხმარებელმა ნებისმიერ მომენტში მიიღოს საჭირო ინფორმაცია და იყოს ინფორმირებული საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
ჩვენი მიზანია, თითოეულ კლიენტს ჰქონდეს სრული ნდობა და კომფორტი, იცოდეს, რომ მისი ფინანსური საკითხები სანდო ხელშია და ნებისმიერ კითხვაზე ყოველთვის მიიღებს სწრაფ და ნათელ პასუხს.
ბოლო წლებში როგორ შეიცვალა ბაზარზე ბუღალტრული და ფინანსური მომსახურების მიმართ დამოკიდებულება?
ყოველწლიურად იზრდება საზოგადოების ცნობადობა და ადამიანების შეხედულებები აღნიშნული მიმართულებით. ჩვენი კომპანია ყოველთვის მზად არის ამ ცვლილებების შესაბამისად იმოქმედოს. მარკეტინგული კამპანიების საშუალებით ყოველდღიურად ვცდილობთ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ მათ თუ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სერვისები მეწარმეებისთვის და ზოგადად თითოეული ბიზნესისთვის, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობს. ვხედავთ, რომ ჩვენი მიდგომა ეფექტურია.
რომელ სფეროებში (მაგ. IT, ვაჭრობა, მომსახურება და სხვ.) არის თქვენი სერვისები ყველაზე მოთხოვნადი?
ჩვენი სერვისებით ყველაზე მეტად ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები არიან დაინტერესებულნი.
რა სტრატეგია გაქვთ კომპანიის ზრდისა და გაფართოებისთვის? გეგმავთ თუ არა ახალი სერვისების დამატებას ან ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას?
გაფართოების კუთხით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბევრი პარტნიორი კომპანიის არსებობაა, განსაკუთრებით „მეგობარი ბუღალტერი“ სერვისის მიმართულებით. გვსურს, რომ ჩვენი სერვისით რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი სარგებლობდეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ კომპანიას, რომელიც დაინტერესებულია გაფართოებით, შევუწყოთ ხელი საჭირო მხარდაჭერითა და რესურსებით.
გარდა ამისა, ტექნოლოგიური განვითარება ასევე პრიორიტეტია ჩვენთვის. აქტიურად ვმუშაობთ AI - ის მიმართულებით, გვინდა რომ დავნერგოთ ისეთი ტიპის Soft - ი, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს რუტინულ საქმეს მოუხსნის და ძირითადად, ვიქნებით ორიენტირებული ინტელექტუალურ საკითხებზე და ანალიტიკაზე.
როგორ უყურებთ დიჯიტალიზაციისა და ავტომატიზაციის ტენდენციას საბუღალტრო სფეროში – საფრთხედ თუ შესაძლებლობად?
საბუღალტრო მიმართულებით ავტომატიზაციები უკვე ნაწილობრივ დანერგილია, რაც ბევრი პროცესის ავტომატურად შესრულების საშუალებას იძლევა. ამ ნაწილში ჩვენ ვერ ვხედავთ რისკს, თუნდაც ბუღალტრების და ბუღალტერის საჭიროების შემცირების თვალსაზრისით. პირიქით, რაც უფრო მეტად ავტომატიზირებული იქნება მით უფრო მეტად დასჭირდება ამ ყველაფერს აზრობრივი ანალიტიკა და აზრობრივი მართვა. შესაბამისად, ეს პროცესები აუცილებელია რომ განხორციელდეს, საჭიროა რომ ვადაპტირდეთ ყველანი და ვიყოთ ამ ყველაფერზე მორგებულები.
რა რჩევას მისცემდით მცირე ბიზნესის მფლობელებს ფინანსური მართვის გაუმჯობესების კუთხით?
ძირითადი რჩევა იქნება რომ პირველი ნაბიჯები გადადგან სწორად. ჩვენ სტარტაპერებს ვთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას მომსახურებებზე. ეს მიდგომა ემსახურება იმას, რომ მათ თავიდანვე ჰქონდეთ წვდომა საჭირო სერვისებზე და წარმატებით დაიწყონ ბიზნესის განვითარება.
როგორ ხედავთ საბუღალტრო სფეროს მომავალს საქართველოში უახლოეს 5–10 წელიწადში?
ჩემი მოსაზრებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უმეტესობა კომპანიებისა უკვე აუთსორს ბუღალტერიის სერვისებს გამოიყენებს. ფინანსური პროცესები დიდწილად ავტომატიზირებული იქნება, რაც უზრუნველყოფს უფრო მეტ კომფორტს და სიზუსტეს.
ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ანალიტიკა, რომლის საშუალებით კომპანიის მენეჯმენტი შეძლებს მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, მომსახურების გაფართოება და ხარისხი იქნება გადამწყვეტი ასპექტი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ მხარდაჭერას და ბიზნესის ზრდას.
სხვა სიახლეები
ბრენდის კონკურენტული უპირატესობა განსხვავებული, გემოვნებიანი პროდუქციაა - Naninfinitas
14.11.2025.18:00
Naninfinitas ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ, მრავალფეროვან და საინტერესო პროდუქციას სთავაზობს. არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს, ნანუკა ჩხეიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
ამ ეტაპზე ვმუშაობ საბავშვო კოლექციაზე, რომლის სახელწოდებაც არის "ფიორინი" და მოიცავს საბავშვო შარფებს, ჩანთებს , მაისურებს და სხვა ნივთებს.

გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობ სახლის ინტერიერის დეტალებზე. დავამატე სუფრა განსხვავებულ სტილში და ფერებში, ასევე ბალიშები და აბაჟურები, რომელიც ჯერ არ უნახავს საზოგადოებას და თქვენთან გავამხილე.
რას მიიჩნევთ Naninfinitas კონკურენტულ უპირატესობად?
უპირატესობა არის განსხვავებულობა, სიფერადე და გემოვნებიანი სიჭრელე, რაც ბევრისთვის ძალიან რთულია. ამას განსაკუთრებული ხედვა სჭირდება, მუდმივად სიახლეების შეთავაზება, რაც თითქმის ამოუწურავია და ვერ წარმომიდგენია შენს ერთგულ დამფასებელს შესთავაზო ერთი და იგივე პროდუქტი.
როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება არის დიდი მოთხოვნა ტანსაცმლის კოლექციაზე. ვეცდები მალე დავასრულო და წარვადგინო რა თქმა უნდა განსხვავებული და ექსკლუზიური მოდელები.
