როგორია Coca-Cola-ს ქარავანის 19 დეკემბრის მარშრუტი
Coca-Cola Bottlers Georgia-ს ჯადოსნური ტრადიცია გრძელდება.
Coca-Cola-ს ქარავანი დღეიდან 30 დეკემბრის ჩათვლით მსვლელობას იწყებს.
„მოძრავი დღესასწაული კოკა-კოლას სატვირთოებით, სანტა-კლაუსით, ბრჭყვიალა განათებებითა და მუსიკით სავსე მსვლელობა იქნება.
Coca-Cola-ს ქარავანი - 2025 - მსვლელობა დღეს თბილისიდან დაიწყება, - განმარტავენ Coca-Cola Bottlers Georgia-ში.
გაეცანით ქარავანის 19 დეკემბრის მარშრუტს

დღის ტოპ 10 სიახლე
საკუთრების უფლების დაცულობით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო
19.12.2025.14:15
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, არქიტექტურის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის დაფინანსება 4 ადგილობრივ უნივერსიტეტში.
წელს სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო, გამარჯვებულების ვინაობა კი მალე გახდება ცნობილი.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები პარტნიორი უნივერსიტეტების - თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ინდივიდუალურად შედგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოვლინდებიან.
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია. უნივერსიტეტებისა და შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, ის შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ყოველწლიურად შეავსონ განაცხადი და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება.
ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.