მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7146.9
-0.0056
flag
AZN 1.5879
-0.0013
flag
CNY 39.263
0.0161
flag
EUR 3.1318
0.0351
flag
GBP 3.5948
0.0291
flag
KZT 56.77
0.0004
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6994
-0.0021

როგორია Cafe Vanilla House - ის სამომავლო გეგმები

news image

სულ 2 თვეა რაც გავიხსენით, მაგრამ სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე მრავლად გვყავს ერთგული მომხმარებელი, რომელიც ხშირად გვსტუმრობს - ამის შესახებ Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა დიანა ველენგურსკაიამ განუცხადა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

კაფე „ვანილის სახლი“ გაიხსნა სულ ცოტა ხნის წინ. ჯერ ახლები ვართ ბაზარზე, სულ 2 თვეა რაც გავიხსენით, მაგრამ სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე მრავლად გვყავს ერთგული მომხმარებელი, რომელიც შემოგვეჩვია და ხშირად გვსტუმრობს. კაფე ჩემი და ჩემი მეუღლის სტარტაპია და ბრენდის სახელიც და კონცეფციაც არის ჩვენი იუთუბის ვლოგის გაგრძელება. ჩვენ ვლოგერი წყვილი ვართ, იუთუბზე გვაქვს ბევრისთვის ცნობილი არხი "ვანილის სახლი", და უკვე წლებია ბევრი გულშემატკივარი და გამომწერი ადევნებს თვალს ჩვენს საოჯახო ვლოგს, ჩვენი სახლის მშენებლობისა და საოჯახო მოგზაურობების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სახლის მშენებლობისა და რემონტის რჩევები ბევრისთვის საინტერესო იყო ვლოგს გარეთაც. მაყურებლები ხშირად გვწერდნენ და გვთხოვდნენ შეხვედრას, გამოცდილების გაზიარებას პირადად. ამისთვის ხშირად ვიყენებდით სხვადასხვა სივრცეს, ასევე ხშირად გვისვამდნენ კითხვას, რა ბედი ეწევა არხს, როდესაც სახლი დასრულდება? რა იქნება ვანილის სახლის გაგრძელება? აქედან გაჩნდა იდეა, შეგვექმნა საკუთარი კაფე, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი - მყუდრო, ლამაზი, გემრიელობებითა და ჯანსაღი კერძებით სავსე გარემო, სადაც სითბო, სიყვარული და გემრიელი ვანილის სურნელი იტრიალებდა. ჩვენი სტარტაპი მთელი გულითა და ემოციებით წამოვიწყეთ, უამრავი ენერგია ჩავდეთ მის დიზაინში, ინტერიერში, მენიუს ფორმირებაში, ბრენდისა და კონცეფციის შექმნაში და ვფიქრობთ ძალიან კარგი სივრცე გამოგვივიდა.

აქ სტუმრებს ვუმასპინძლდებით საუზმის მრავალფეროვანი არჩევანით, ჩვენთან ცხვება საოცრად გემრიელი კრუასანები და დესერტები, რომლებიც თამამად შემიძლია ვთქვა, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესოა! გვაქვს უგემრიელესი და ჯანსაღი სენდვიჩების, ვრაპების, სალათებისა და ბურგერების დიდი არჩევანი, გათვალისწინებულია ჯანსაღი კვებისა და ვეგეტარიანული მენიუს მოთხოვნაც. გვაქვს თან წაიღე სერვისიც და მალე გამოძახების სერვისიც დაგვემატება. აღსანიშნავია, რომ კაფე გვიანობამდე მუშაობს და საღამოს როგორც ღია ტერასაზე, ისე შიდა მყუდრო სივრცეშიც სტუმრებს ვთავაზობთ გამორჩეულ და უგემრიელეს კერძებს. გვყავს ცნობილი და ყველასთვის საყვარელი შეფი ირაკლი მაკასარაშვილი, რომელსაც ბევრი მასტერშეფიდან იცნობს, და ირაკლი სტუმრებს გამორჩეული სტუმართმოყვარეობით მასპინძლობს. ბარშიც სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს: გემრიელი ყავის ნაირსახებობები, ახლადგამოწურული ფრეშები, სმუზები, სახლური ლიმონათები, უგემრიელესი კოქტეილები და დესერტები.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ჯერ ორი თვის გახსნილები ვართ, მაგრამ სიხარულით აღვნიშნავთ, რომ ვინც ერთხელ გვსტუმრობს, ბრუნდება არაერთხელ და ხდება ჩვენი ერთგული სტუმარი. ძალიან მოსწონთ ჩვენი მენიუ, განსხვავებული და ჯანსაღი გემოები. გარდა ამისა, კაფეში გვაქვს დამტენებით უზრუნვალყოფილი ცალკე სივრცე ლეპტოპებისთვის და საქმიანი ადამიანებისთვის, ცალკე სივრცე შეხვედრებისთვის და გემრიელი შესვენებებისთვის.


რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი კონკურენტული უპირატესობებია: მრავალფეროვანი მენიუ, ჯანსაღი და გემრიელი კერძები და სასმელები, შიდა და გარე სივრცე, მყუდრო ინტერიერი.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

მომავალში ვფიქრობთ კიდევ მეტი ახალი კერძის დამატებას, უფრო მეტი მომხმარებლის გულის დაპყრობას და ახალი ფილიალების გახსნას.

ცნობისთვის, კაფე ფხოვის ქუჩაზე 3 ნომერში მდებარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის გამოფენა “Sintra’s Salt” დამთვალიერებელს მალე უმასპინძლებს

01.04.2026.18:50

„Sintra’s Salt“ ასე ჰქვია ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის ფოტოგამოფენას, რომელიც დამთვალიერებელს პორტუგალიის სანაპიროზე დაბადებულ ისტორიებს უყვება.
გამოფენას, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით იმართება, Gallery Fotoatelier, 4 აპრილიდან უმასპინძლებს.

პროექტის ავტორი ქართველი ფოტოგრაფი, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილია. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ საერთაშორისო და რეგიონულ გამოცემებში, როგორებიცაა: The Guardian, The Red Bulletin, National Geographic, At.ge, Tabula, Anabechdi, Hot Chocolate Magazine და სხვა.

"სინტრას მარილი" ასახავს ადამიანის ინტერესების ცვლილების მარადიულ ციკლს, პორტუგალიის ოკეანის სანაპიროს და იქ მყოფ პერსონაჟებზე დაკვირვებას. ექსპოზიცია იწყება თამაშით, როგორც ყველა ადამიანის ცხოვრება. ბავშვები ეთამაშებიან და დასდევენ ჩრდილებს, ეფემერულ ობიექტებს, და მათთვის შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ამ ასაკში არ გაინტერესებს მოახერხებ თუ არა ჩიტის დაჭერას, მთავარია პროცესი, რომლის დროსაც სიამოვნებას იღებ და ცხოვრების მომავალი ეპიზოდისთვის იწვრთნები. ექსპოზიციის მეორე ნაწილი ასახავს ცხოვრების ციკლის მეორე ეპიზოდს, სადაც ცხოვრების ასპარეზზე შემოდიან ეპიზოდური პერსონაჟები, როგორც აუცილებელი ელემენტები, რომლებმაც შენი წილი დრო უნდა წაიღონ. ამ ეპიზოდში იწყებ სამყაროს სიდიადის გაცნობიერებას, რომელიც მხოლოდ ადამიანთან მიმართებაში იძენს მასშტაბს.“, - აღნიშნავს ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი.

თბილისის შემდეგ ექსპოზიცია ლისაბონსა და სან პაულოში გადაინაცვლებს. გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა